სიახლე 

ფოთის ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა 25 05 21

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ფოთის ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 6 ივლისის 16:00 საათია. კონტრაქტი მოიცავს 436 მ. სიგრძის 2-ზოლიანი ხიდის მშენებლობას და მდინარე რიონზე დაახლოებით 2კმ. სიგრძის მისასვლელი გზების მშენებლობას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ საავტომობილო დეპარტამენტის წარმომადგენელს ვესაუბრეთ. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ტენდერი აზიის განვითარების ბანკის ერთ-ეტაპიანი ერთკონვერტიანი სატენდერო პროცედურის თანახმად ჩატარდება და მასში მონაწილების მიღება ყველა ეროვნების პრეტენდენტს შეუძლია.

იხილე მეტი
სიახლე 

დევნილი ოჯახებისთვის სახლები აშენდება 24 05 21

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დევნილთა განყოფილების უფროსს ირაკლი ლეჟავას ვესაუბრეთ.პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც 2021 წლის პირველ აპრილამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ. განაცხადების მიღება 12 აპრილიდან დაიწყო და 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ დრომდე, პროექტი გარკვეულ რეგიონებში ხორციელდებოდა და ახლა, უკვე მთელ საქართველოს მოიცავს. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.პროექტი დევნილი ოჯახების…

იხილე მეტი
სიახლე 

ბოლო 24 საათის განმავლობში ფოთში COVID 19 -ს 8 შემთხვევა დაფიქსირდა 24 05 21

საქართველოში კორონავირუსის 733 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.ჩინურ ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული ვაქცინით „სინოვაკით“ იმუნიზაციის პროცესი დღეიდან იწყება. „სინოვაკი“ „სინოფარმის“ მსგავსად, ინა ქტივირებული ვაქცინაა. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, ადგილობრივი მარეგულირებლის დახმარებით „სინოვაკის“ გამოყენება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის გარეშე არის შესაძლებელი. ივანე ჩხაიძის თქმით, უახლეს დასკვნებზე დაყრდნობით „სინოვაკის“ ეფექტიანობა „ფეიზერის“ ვაქცინას უტოლდება- მას მხოლოდ ლოკალური გვერდითი მოვლენები ახასიათებს, რომელიც 2-3 დღე გრძელდება.ახლა რთულია თქმა, გადავიარეთ თუ არა პიკი, მაგრამ ფაქტია, ეპიდსიტუაციის დამშვიდების ტენდენცია გამოჩნდა, ანუ პიკს გადავდივართ, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.ეპიდსიტუაცია უკეთესია, ვიდრე ეს იყო ორი-სამი კვირის…

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოს რკინიგზამ განრიგი კვლავ განაახლა 24 05 21

საქართველოს რკინიგზა მგზავრთა გადაყვანას ხვალიდან კვლავ განახლებული განრიგით განაგრძობს. როგორია პანდემიის პერიდში მგზავრთა აქტივობა და რა რეგულაციების დაცვა უწევთ მგზავრებს . აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ირინა ხიზანიშვილს ვესაუბრეთ,მისი განცხადებით ახალი განრიგის შესაბამისად თბილისი-ფოთი მგზავრთა გადაყვანა კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით განახორციელებს.მატარებლის განახლებული განრიგი შემდეგნაირია: თბილისიდან გასვლა 15:40- ფოთში ჩასვლა 21: 12 ,ხოლო ფოთიდან გასვლა 07:05 – თბილისში ჩასვლა 12:45,რაც შეეხება ბილეთის ფასს: პირველი კლასი- 28 ლარი მეორე კლასი – 16 ლარი ბიზნეს კლასი – 43 ლარი.

იხილე მეტი
სიახლე 

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად მიიღებენ 24 05 21

საქართველოს პრეზიდენტისა და იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, დიასპორის დღესთან დაკავშირებით, 24 მაისიდან 7 ივნისამდე, სპეციალური აქციის ფარგლებში, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებენ, ბიომეტრიულ პასპორტს კი − ნახევარ ფასად.საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა და ბიომეტრიული პასპორტი თანამედროვე, დაცული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი დოკუმენტებია. სპეციალური აქციით სარგებლობა საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის კვეთას, საქმისწარმოებას და იმ ელექტრონული სერვისებით სარგებლობას გაუმარტივებს, რომლებსაც მათ საქართველოს სახელმწიფო სთავაზობს. პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტები უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს, ასევე, საარჩევნო უფლების რეალიზაციაში დაეხმარება.სპეციალურ აქციაში ჩასართავად უცხოეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან საკონსულო…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 24 05 21

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ფოთშისამშაბათს. 25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 +17 გრადუსამდე დათბება,ხოლო ღამით +15 +17 გრადუსი.დღის განმავლობაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დღე ძირითადად უნალექოდ ჩაივლის,ოთხშაბათს 26 მაისს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 +17 გრადუსამდე დათბება,ხოლო ღამით +14 +16.ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, დღე უნალექოდ ჩაივლის

იხილე მეტი
სიახლე 

გიორგი ფარეშიშვილის მხარდასაჭერად გამოფენა გაყიდვა გაიმართა 21 05 21

გიორგი ფარეშიშვილი2017-დან 2018 წლამდე იკავებდა ქალაქ ფოთის მერის მოადგილის პოზიციას. 2016 წლიდან 2017 წლამდე კი იყო ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე.მას 6 მაისს მწვავე ლეიკემია დაუდგინდა. გიორგი სამკურნალოდ უკვე თურქეთის კლინიკაში იმყოფება. მის მკურნალობასა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას კი 100.000 დოლარი სჭირდება.გიორგის მეგობრებმა მის დასახმარებლად თანადგომის კამპანია – “ერთად დავამარცხოთ ლეიკემია #ფარეშასთვის” უკვე დაიწყეს.დღეს ფოთში, ,,ფონდი ქველმოქმედი 2015’’-მა, ფოთის ქალთა კლუბმა და ,,გალერეა 34’’-მა ,გიორგი ფარეშაშვილის მხარდასაჭერად ერთობლივი გამოფენა გაყიდვა მოაწყვეს,აღსანიშნავია,რომ გამოფენა გაყიდვა,კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, რომ გიორგი ფარეშაშვილს 6 მაისს მწვავე ლეიკემია დაუდგინდა, ის…

იხილე მეტი
სიახლე 

გერმანიაში დასაქმებულებს ნამუშევარი საათები აუნაზღაურდებათ 21 05 21

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, სეზონურ სამუშოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია. მათივე ცნობით, ისინი დაპირებულ ანაზღაურებას ვერ იღებენ და მათი ხელფასი 9 ევროს ნაცვლად 3 ევროს შეადგენს.„კიდევ უფრო საგანგაშოა ის გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან. დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელის ნინო ველთაურის განცხადებით: მოქალაქეებს, რომლებმაც დაპირებული ანაზღაურება ვერ მიიღეს ნამუშევარ საათებს აუნაზღაურებენ,თუმცა ველთაურმა ვერ დააკონკრეტა, რა პირობებით მოხდება დასაქმებულების ანაზღაურება.მისივე თქმით,აღნიშნული საკითხი გერმანულ მხარესთან ზუსტდება. შეგახსნებთ,რომ საქართველოსა და გერმანიას შორის  გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, საქართელოს მოქალაქეებს გერმანიაში,სეზონურ სამუშაოებზე ლეგალურად დასაქმება 3 თვის განმავლობაში შეუძლიათ,ანაზღაურება კი საათში 9,5…

იხილე მეტი