სიახლე 

ფოთის საბიბლიოთეკო დარბაზს გურამ დოჩანაშვილის სახელი მიენიჭა 13 05 21

ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანების სამკითხველო დარბაზს ქართველი კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის სახელი მიენიჭა.ლიტერატურული სალონის „გულის სამელნე“-ს  მოსწავლეებმა, მწერლის შემოქმედებიდან ამონარიდები წაიკითეს და ამით გურამ დოჩანაშვილის ხსოვნას პატივი მიაგესს. ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი ლიტერატურული შემოქმედებისათვის ,,ვაჟა ფშაველას სახელობის ‘’ პრემიით იყო, დაჯილდოებული, ხოლო ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მწერალს ლიტერატურული პრემია „საბა“ გადაეცა. გურამ დოჩანაშვილი ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება 2019 წელს მიენიჭა.

იხილე მეტი
სიახლე 

13 მაისიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მე-3-ე ეტაპი იწყება 12 05 21

ხვალიდან ,13 მაისიდან პირველკლასელთა  რეგისტრაციის  მე-3-ე  ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია – იწყება და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელია დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,ჩვენ ქალაქ ფოთის, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფრროსს გოჩა ქორქიას დავუკავშირდით,როგორც მან აღნიშნა, მე-3-ე ეტაპი საყოველთაო, და აუცილებელია რეგისტრაციისთვის ყველა დეტალის გათვალისწინება,მაგ: დოკუმენტაციის დროულად,დადგენილ ვადებში  წარდგენა,რათა არ მოხდეს რეგისტრაციის გაუქმება. პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტებია:მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;მოსწავლის დაბადების მოწმობის…

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ჩვენს ტელევიზიას საკრებულოს წევრი, მამუკა ხორავა დაუკავშირდა. 12 05 21

დღეს ჩვენს ტელევიზიას,ლეიბორისტული პარტიის,ფოთის წარმომადგენელი, საკრებულოს წევრი, მამუკა ხორავა დაუკავშირდა.ხორავამ ქალაქში არსებული მოუწესრიგებელი გზების პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.როგორც მან აღნიშნა, ქალაქში დაწყებულია ვაქცინაცია,რომელიც  ,,ევექსის კლინიკების ფოთის პოლიკლინიკაში მიმდინარეობს’’- გამსახურდიას ქუჩაზე ,აღნიშნულ ქუჩას კი სასწრაფო რეაბილიტაცია ესაჭიროება. ,,ადგილობრივმა ხელისუფლებამ, სასწრაფოდ გამსახურდიას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაიწყოს, რადგან დიდი საფრთხეა იმის, რომ სანამ პაციენტი კლინიკამდე მივა რაიმე სახის დაიზიანება მიიღოს’’ განაცხადა ლეიბორისტული პარტიის,ფოთელმა ლიდერმა,ჩვენთან ინტერვიუში.გარდა ამისა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს,რომ სწორედ აღნიშნულ ქუჩაზე მდებარეობს,ფოთის ,,კულტურის სახლი ‘’ და მოუწესრიგებელი ქუჩა,მის იერსახეს ამახინჯებს.შეგახსენებთ, რომ ფოთში გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს,თუმცა როდის მოხდება ,,გამსახურდიას’’ ქუჩის განახლება,ჯერჯერობით…

იხილე მეტი
სიახლე 

„ფოთის კოლხეთი 1913“ თბილისის „სიტის“ მასპინძლობდა 12 05 21

დღეს ფოთის ცენტრალურ საფეხბურთო მოედანზე, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგა 3-ის 2021 წლის ჩემპიონატის მე-6 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც  „ფოთის კოლხეთი 1913“  თბილისის „სიტის“ მასპინძლობდა.მატჩი პირველივე წუთიდან ფოთელებმა აქტიურად დაიწყეს, რასაც 26-ე წუთზე შალიკაშვილის გოლი მოჰყვა, პირველი ძირითადი დრო ფოთელებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 დაასრულეს.მეორე ნახევარი სტუმრება აქტიურად დაიწყეს,  საგოლე მომენტები მომენტები შექმენს, თუმცა ვერ გამოიყენეს, რასაც ფოთელი ფეხბურთელების მხრიდან 65-ე წუთზე ლეჟავას, ხოლო 83-ე წუთზე კაკუშაძეს გოლი მოჰყვა.აღსანიშნავია ის ფატიც, რომ „ფოთის კოლხეთი 1913“-თან არსებულმა საქველმოქმედო ფონდმა „ეს შენი გუნდია“-ს წარმომადგენლებმა, დღევანდელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს, რომელსაც ,,მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი’’-ის პრიზი…

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოს რკინიგზა მგზავრთა გადაყვანას განახლებული განრიგით განაგრძობს 12 05 21

ხვალიდან ფოთში საქართველოს რკინიგზა მგზავრთა გადაყვანას განახლებული განრიგით განაგრძობს. რა გახდა ცვლილებების მიზეზი? როგორია პანდემიის პერიდში მგზავრთა აქტივობა და რა რეგულაციების დაცვა უწევთ მგზავრებს . აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ირინა ხიზანიშვილს ვესაუბრეთ,მისი განცხადებით ახალი განრიგის შესაბამისად თბილისი-ფოთი მგზავრთა გადაყვანა კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით განახორციელებს.მატარებლის განახლებული განრიგი შემდეგნაირია: თბილისიდან გასვლა 06:40- ფოთში ჩასვლა 12: 12 ,ხოლო ფოთიდან გასვლა 13 – თბილისში ჩასვლა 18:40,რაც შეეხება ბილეთის ფასს: პირველი კლასი- 28 ლარი მეორე კლასი – 16 ლარი ბიზნეს კლასი – 43 ლარი

იხილე მეტი
სიახლე 

ბოლო 24 საათის განმავლობში ფოთში COVID 19 -ს 37 შემთხვევა დაფიქსირდა 12 05 21

საქართველოში კორონავირუსის 1 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 12 მაისის მონაცემებით, საქართველოში 71 570 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 12 375 ადამიანი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის ასაკობრივმა ჯგუფმა 45 წლის ასაკამდე დაიწია. უწყების ცნობით, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციისთვის 45 წელს ზემოთ მოქალაქეები რეგისტრაციის გავლას დღეს, 20:00 საათიდან შეძლებენ. გარდა ამისა, დღეს 20:00 საათიდან, „სინოფარმის“ მეორე დოზებზე რეგისტრაცია გაიხსნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დეზინფორმაციას უწოდებენ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქვეყანა მილიონ მოსახლეზე გადათვლით სიკვდილიანობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ცენტრის დირექტორის…

იხილე მეტი
სიახლე 

ბანკებმა პირველი კვარტალი 412 მილიონი ლარის მოგებით დაასრულეს 12 05 21

საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი ფინანსური ანგარიშებიდან ირკვევა, რომ ბანკებმა პირველი კვარტალი 412 მილიონი ლარის მოგებით დაასრულეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ეკონომიკის ექსპერტს, ვახტანგ ჭარაიიას დავუკავშირდით,როგორც მან აღნიშნა, ბანკების მოგება,არ შეიძლება ცალსახად უარყოფითად შევაფასოთ ,რადგან,საქართველოს ეკონომიკის მთავარი ფინანსური წილი სწორედ ბანკებზე მოდის,ამასთან  მათ საკუთარი მსხვილი კაპიტალი აქვთ,რომელიც 4 მილიარდს აღწევს და მოგების ძირითადი ნაწილი ვალუტის კურსის ცვლილებიდან მიღებული თანხაა,თუმცა არც ის არის ადეკვატური,რომ სხვა სექტორები ძალიან დაზარალდა და ამის ფონზე ერთმა სექტორმა ასეთი სახის მოგება ნახოს,ამიტომ საჭიროა ქვეყანაში საბანკო პოლიტიკის დასტაბილურება. ანგარიშების მიხედვით, ყველაზე მეტი მოგება –…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ვიცე-მერმა,პაატა ლაგვილავამ თანამდებობა დატოვა 11 05 21

დღეს ფოთის მერის მოადგილემ პაატა ლაგვილავამ და მარტვილის მერის მოადგილემ  აკაკი ხუნწელიამ  ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მედიასთან შეხვედრისას მერის ყოფილმა  მოადგილემ პაატა ლაგვიალავამ ,განაცხადა,რომ დილით ფოთის მერთან შეხვედრის შემდეგ მას თანამდებობის დატოვება სთხოვეს, მიზეზი კი მათი გახარიას გუნდის წევრობაა. ,,მთავრობისა და პარტიის დავალებით იყო მოთხოვნა თანამდებობიდან გადავმდგარვიყავით, კერძოდ დავით გუშიანისგან იყო დავალება, ჩვენ ვართ ბატონი გიორგი გახარიას თანაგუნდელები, თანამოაზრეები, შესაბამისად ეს იყო ძირითადი მიზეზი და მოტივი’’ განაცხადა მედიასთან საუბრისას ფოთის მერის ყოფილმა მოადგილემ  პაატა ლაგვილავამ. როგორც მარტვილის მერის ყოფილი  მოადგილე,  აკაკი ხუნწელია აღნიშნავს : ,,მერი იყო აბსოლუტურად უხერხულ მდგომარეობაში ამასთან დაკავშირებით,რადგან…

იხილე მეტი