სიახლე 

N1საჯარო სკოლაში ქიმიის ლაბორატორია განახლდა 06 05 21

დღეს ფოთის თეოფანე დავითაიას სახელობის N1საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა. განახლდა 1საჯარო სკოლის, თინა ჭოჭუას სახელობის ქიმიის ლაბორატორია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნონა ჟვანიას ვესაუბრეთ. აღსანიშნავია რომ ლაბორატორის განახლება 2020 წელს დაიწყო თუმცა პანდემიამ ამ სფეროზეც უარყოფითი გავლენა იქონია. ნონა ჟვანიას განცხადებით ქიმიის ლაბორატორიის მოვლა პატრონობა სკოლის მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ღამის 22:00-დან 8 მაისის დილის 10 საათამდე ფოთის მოსახლეობას წყალმომარაგება შეუწყდება 06 05 21

ფოთში, დღეს ღამის 22:00-დან 8 მაისის დილის 10 საათამდე მოსახლეობას წყალმომარაგება შეუწყდება, აღნიშნულ საკითთან დაკავშირებით ჩვენ შ.პ.ს. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის’’, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფილიალის უფროსს დათა შელეგიას დავუკავშირდით.მისი განმარტებით აღნიშნული შეფერხება, წმინდა გიორგის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება, რომელსაც ხელს უშლის მაგისტრალური მილები, რომლებიც რეკონსტრუქციას საჭიროებს, რათა გზის საფარის დაგებას ხელი არ შეეშალოს.შეგახსენებთ, რომ ფოშთი მოსახლეობას წყალმომარაგება, მაქსიმუმ 36 საათით შეუწყდება, 6 მაისის საღამოს 22 საათიდან, 8 მაისის დილის 10 საათამდე.

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოს ტერიტორიაზე თევზჭერა აიკრძალა 06 05 21

საქართველოს ტერიტორიაზე ტოფობის პერიოდთან დაკავშირებით თევზჭერა აკრძალულია. ვრცელდება თუ არა აკრძალვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ბუნებრვი რესურსების სპეციალისტს გელა ინგოროყვას დავუკავშირდით. მისი  განცხადებით  თევზჭერა 1მ აისიდან 15 ივნისამდე პალიასტომის ტბაზეც აკრძალული იყო,თუმცა კვლევების შედეგად დადგინდა რომ იქ კეფალისებრნი არ ქვირითობენ ამიტომ პალიასტომის ტბაზე აკრძალვა არ მოქმედებს.’შეგახსენებთ,რომ 1 მაისიდან 15 ივნისამდე თევზჭერა,აიკრძალა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 06 05 21

საქართველოში კორონავირუსის 1 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოში ე.წ. ინდური შტამი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მან ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა და რეკომენდაციების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მან ვაქცინაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც პროცესში ცნობილი პირები ჩაერთნენ, მოსახლეობის აქტივობამ მოიმატა. ეზუგბაიამ სამედიცინო პერსონალის მხრიდან ვაქცინაციის მიმართ დაბალი აქტივობის მიზეზიც განმარტა. ინდური, ისევე როგორც ბრაზილიური, ან სამხრეთ აფრიკული შტამები, ჯერ საქართველოში არ გამოჩენილა.…

იხილე მეტი

დღეს ფოთში შერეული ორთაბრძოლების პრეზიდენტი გიორგი კაბულაშვილი იმყოფებოდა 05 05 21

დღეს ფოთის მერიაში, შერეული ორთაბრძოლების პრეზიდენტს გიორგი კაბულაშვილსა და   მერის მოადგილეს, პაატა ლაგვილავას შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე, აღნიშნული სპორტის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდების ჩართულობის საკითხი  განიხილეს. ასევე საუბარი იყო ჩემპიონატების ჩატარებაზე  ჩვენს ქალაქში, რომელსაც სისტემატიური  სახე ექნება.  „ჩვენ ხელს ვუწყობთ ქალაქში ყველა სპორტის განვითარებას და რა თქმა უნდა არც ამ სახეობის სპორტი იქნება გამონაკლისი, ყველაფერს გავაკეთებთ ქალაქში ამ სპორტის პოპულარიზაციისთვის და ხელს შევუწყობთ ახალგაზრდების, სპორტულ და ჯანსაღ ცხოვრებას“, აცხადებს ფოთის მერის მოადგილე ,პაატა ლაგვილავა ჩვენთან ინტერვიუში. შეგახსნეებთ, რომ აღნიშნული სპორტის პოპულარიზაცია,  სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით აქტიურად ხორციელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ,,ფოთის ცენრტალურ საავადმოფო ბომონდი’’-ს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სტუმრობდნენ 05 05 21

დღეს ,,ფოთის ცენრტალურ საავადმოფო ბომონდი’’-ს  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სტუმრობდნენ .ისინი კლინიკის მდგომარეობას გაეცნენენ, დაათვალიერეს,ახლად გარემონტებული შენობა,პალატები და  უკვე შეძენილი აპარატურა,რომელიც აუცილებელია,გადაუდებელი საჭიროების შემთვევაში,რათა, პაციენტებს არ მოუწიოთ  ჰოსპიტალიზაცია სხვა რეგიონებსა თუ ქალქებში. ამასთან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ 15 მაისიდან ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო ბომონდში იფუქციონირებს დიალიზის განყოფილება,რომელიც უკვე აღჭურვილია თანამედროვე აპარატურითა და კვალიფიციური მედ-პერსონალით. ჩვენთან საუბარში ფოთის მერი გოჩა კურდღელია აღნიშნავს ,რომ ახლად გარემონტებული შენობა  სრულად არის აღჭურვილი პაციენტების მისაღებად. შეგახსენებთ, რომ ,,ფოთის ცენტრალური საავადმყოფო ბომონდი’’ მზადაა მიიღოს ნებისმიერი სირთულის პაციენტი, გაუწიოს  კვალიფიციური  პირველადი დახმარება და შემდგომი სახის მკურნალობა.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეიდან სასაფლაოებზე გასვლა ნებადართულია 05 05 21

დღეიდან სასაფლაოებზე გასვლის აკრძალვა და დაწესებული სანქციები მოიხსნა. რაც იმას ნიშნავს რომ მოქალაქეები ახლობლების საფლავზე გასვლას ისევ შეძლებენ. შეგახსენებთ რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე 2-4 მაისის ჩათვლით სასაფლაოებზე გასვლა აკრძალული იყო. წესის დარღვევის შემთხვევაში  კი ჯარიმა 2 000 ლარით იყო განსაზღვრული

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ფოთშიკოვიდ -19ის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 05 05 21

საქართველოში კორონავირუსის 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღეს, საღამოს 20:00 საათიდან „ასტრაზენეკის“ ვაქცინის მე-2 დოზაზე რეგისტრაცია იწყება. აცრის ჩატარება კი 10 მაისიდან იქნება შესაძლებელი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, მოქალაქეებს, რომლებმაც ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს, რეგისტრაციის შემდეგ, მეორე დოზის მისაღებად ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში შეუძლიათ გამოცხადდნენ. სხვა გამოსავალი არ არის, საბოლოოდ ყველა უნდა აიცრას, ვისაც ჯანმრთელობა უწყობს ხელს, – ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ვაქცინაცია აუცილებელია. „აქტიურად ვმუშაობთ ე.წ. „მწვანე პასპორტებზე“, რომლებიც ვაქცინაციის სრული კურსის…

იხილე მეტი
სიახლე 

დღეიდან ფოთში იმუნიზაციის პროცესი დაიწყო 05 05 21

ფოთში დღეს პირველად იმუნიზაციის პროცესი დაიწყო. ვაქცინაცია ევექსის კლინიკების ფოთის პოლიკლინიკაში მიმდინარეობს. მსურველები ჩინური ,,სინოფარმით” იცრებიან. მედიკოსების ინფორმაციით მოსახლეობის აქტივობა მაღალია.პოლიკლინიკა სადაც ვაქცინაცია მიმდინარეობს, პირველადი დახმარებისთვის სრულადაა აღჭურვილი.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 04 05 21

4 მაისს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში 5 მაისის დილამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 6 მაისის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.ოთხშაბათს, 5 მაისს ფოთში  +11°  + 16° გრადუსი სითბო გველოდება, უმეტესად ღრუბლიანი დღეა მოსალოდნელი, დროგამოშვებით იწვიმებს.ხუთშაბათს 6 მაისს + 12° +  23° გრადუსი  სითბო გველოდება,უმეტესად მზიანი დღე გველოდება.პარასკევს 7 მაისს  +12°   +19° სითბო იქნება…

იხილე მეტი