ზუგდიდის თეატრს 153 წელი შეუსრულდა 12 04 21
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს 153 წელი შეუსრულდა. 153 წლის წინ, 1868 წლის 11 აპრილს, თეატრის სცენაზე პირველი სპექტაკლი, მოლიერის „ძალად ექიმი“ ანტონ ფურცელაძემ დადგა.ისტორიულ საიუბილეო თარიღი თეატრის დასმა ყოფილი კულტურის სახლის შენობაში, სპექტაკლის პრემიერით აღნიშნა. სპექტაკლის რეჟისორმა ლაშა შეროზიამ “ნოველები ცხოვრებიდან ანუ დიგი-დიგი ბუმ-ბუმ პუცი-პუცი “, ჰანოჰ ლევინის ნოველების მიხედვით დადგა.13 მცირე ნოველა ერთ ტრაგი-კომედიაში ერთიანდება როგორც რეჟისორი ამბობს, შავი კომედია არის ფარი , რომელიც პრობლემებს აღიარებს , უპირისპირდება და ცდილობს გადაარჩინოს ადამიანი საკუთარი თავისგან და სხვებისგან . არსაიდან მოსული პერსონაჟები ეძებენ ბედნიერებას . ეძებენ იქ…
იხილე მეტი