სიახლე 

ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა ნორმაზე მეტი აქვთ. 10.03.21

გაეროს ბავშთა ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში გამოკვლეული 2 დან 7 წლამდე, ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა 5 მიკროგრამ დეცილიტრზე მეტი დაუფიქსირდათ.როგორც ფონდის ანგარიშშია ნათქვამი ბავშვების სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის გამომწვევი მიზეზი: დაბიძურებული ჰაერი,და სათამაშოებში არსებული მავნე ქიმიური ნივთიერებებია. აღსანიშნავია რომ სისხლში ტყვიის შემცველობა იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ანემია, ჰიპერტენზია, თირკმლის დაზიანება და სხვა.ჩვენი გადამღები ჯგუფი ბავშთა პედიატრს მარინა კაზანჯს გაესაუბრა რომელმაც დეტალურად ისაუბრა იმ შედეგებზე რასაც სისხლში ტყვიის შემცველობა იწვევსაღსანიშნავია რომ კვლევაში ბავშვების ჩართვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განხორციელდა და სინჯები იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში გაიგზავნა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ახალი გზის მშენებლობა დაიწყო. 10.03.21

ფოთში ახალი გზის მშენებლობა დაიწყო.ბარათაშვილის ქუჩისა და მალთაყვის სანაპირო ზოლის დამაკავშირებელ ახალ გზას მალე ფაზისის ქუჩა დაუკავშირდება.ფაზისის ქუჩაზე საავტომობილო გზისა და ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოებთან ერთად, ახალი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს.ჩვენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფოთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსს ლევან სონგულიას დავუკავშირდით.ლევან სონგულიას განცხადებით პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ქუჩების 10 მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება.პროექტს შპს „ჯორჯიან ბილდი“ აწარმოებს და ის 2021 წლის მაისში დასრულდება

იხილე მეტი
სიახლე 

ქართული კივი, იაპონიიის საკმაოდ მსხვილ ქსელებშია წარმოდგენილი. 10.03.21

სააგენტო “აწარმოე საქართველოს” ხელშეწყობით, იაპონიაში ქართული კივის ექსპორტი განხორციელდა,სააგენტოს ინფორმაციით დაგეგმილია იაპონიიდან დელეგაციის ვიზიტი, რათა ქართული კივის ექსპორტი კიდევ უფრო გაიზარდოს,აღნიშნულ პროცესში სააგენტო “აწარმოე საქართველოსთან” ერთად იქნება იაპონიაში საქართველოს საელჩო იქნება ჩართული .ჩვენი გადამღები ჯგუფი სააგენტო “აწარმოე საქართველოს” წარმომადგენელს ნიკა მამუკელაშვილს დაუკავშირდა,როგორც მან განაცხადა ქართული კივი, იაპონიიის საკმაოდ მსხვილ ქსელებშია წარმოდგენილი.აღსანიშნავია რომ საქართველოდან კივის ექსპორტი 2020 წელს მხოლოდ სომხეთში, რუსეთსა, და იაპონიაში, განხორციელდა. რაც შეეხება იმპორტს, საქართველომ ყველაზე დიდი ოდენობით კივი 2020 წლის განმავლობაში ირანისგან, და თურქეთისგან, შეიძინა.

იხილე მეტი

„კურსორის„ სტუმარია დავით ჩიქობავა 10 03 21

ქ. ფოთის  მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში,  კონკურსი “თებერვალმა დამიზამთრა მაისი” გაიმართა, თემასთან დაკავშირებით “კურსორის” სტუმარია პროექტში გამარჯვებული სკოლის მოსწავლე დავით ჩიქობავა.

იხილე მეტი

ფოთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

COVID-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ტოკიოს ოლიმპიადაზე უცხოელი მაყურებლები არ დაიშვებიან. ინფორმაციას ამის შესახებ იაპონური საინფორმაციო სააგენტო Kyodo News-ი  ავრცელებს. ჩინეთმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სერთიფიკატების გაცემა დაიწყო. ციფრული სერთიფიკატი, რომელიც მომხმარებლის ვაქცინაციის სტატუსსა და კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის შედეგს აჩვენებს, ჩინეთის მოქალაქეებისთვის ჩინურ სოციალურ მედია პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.ამ ეტაპზე სერთიფიკატის აღება მოქალაქეებისთვის ნებაყოფლობითია და ის მსოფლიოში პირველ „კოვიდპასპორტად“ მიიჩნევა. გუშნდელ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე საუბარი იყო  საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის მოხსნაზე, თუმცა, ერთდროულად ყველა შეზღუდვის მოხსნის რეკომენდაციას ვერ ვიძლევით, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული…

იხილე მეტი
სიახლე 

პირველკლასელთა რეგისტრაცია 15 მარტიდან იწყება. 9.03.21

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები განსაზღვრა რეგისტრაციის ვადებისა და ეტაპების შესახებ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2021 წლის 15 მარტიდან 2021 წლის 26 მარტის ჩათვლით სკოლებში  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  ბავშვები დარეგისტრირდებიან. აღნიშნულ საკითხთან  დაკავშირებით ჩვენ ფოთის საგანმანათლებლო რესურს- ცენტრის უფროსს გოჩა ქორქიას ვესაუბრეთ. შეგახსენებთ რომ 2021-2022 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ხე- ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები. 9.03.21

საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით , 2021 წლის 1 თებერვლიდან, 28 თებერვლის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვების და მათი ტრანსპორტირების 273 ფაქტი გამოვლინდა , მათ შორის 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულს გულისხმობდა.რაც შეეხება სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონს აქ ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 42-ი ფაქტი გამოვლინდა.ჩვენი გადამღები ჯგუფი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო ზემო- სვანეთის რეგიონული სამმართველო ინსპექტორს არჩილ ქორიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ხე-ტყის უკანონო მოპოვების კონკრეტულ სტატისტიკაზე ისაუბრა.შეგახსენებთ,რომ საქართველოს გარემოს დაცვისა, და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, ხე ტყის უკანონო გზით მოპოვება ტრანსპორტირება არ განახორციელონ.

იხილე მეტი
სიახლე 

გალერეა ,,34”-ში ქალთა კლუბის წევრების სეხვედრა გაიმართა. 9.03.21

ფოთში “არტ გალერეა 34”-ში ჰუმანიტარული ფონდი “სოხუმი”-ს რიგით მესამე პროექტი გაიმართა, თემატურ შეხვედრაში ფოთის ქალთა კლუბის წევრები მონაწილეობდნენ.მათ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და კლუბის მიერ უკვე განხორციელებული პროექტებზე იმსჯელეს.შეხვედრაზე განიხილეს, ქალთა კლუბის პროექტი,რომელიც სატელევიზიო ფორმატს გულისხმობს. დაგეგმილია გადაცემების მომზადება ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით.შეგახსენებთ, რომ შეხვედრის ორგანიზატორი გახლდათ ქალთა კლუბის დამფუძნებელი ქალბატონი ია გორგოტაძე. სამომავლოდ ფოთის ქალთა კლუბის წევრების ინიციატივით, ჩვენი, წარმატებული, თანამოქალაქე, ქალების,აღმოჩენაა დაგეგმილი.

იხილე მეტი
სიახლე 

9 მარტს ფოთში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა 9.03.21

საქართველოში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.პოსტკოვიდურ სიმპტომებზე დღეიდან პაციენტებს გამოიკვლევენ, რომელთაც COVID-19 უკვე გადაიტანეს.კვლევების მიზანი წარმოადგენს დადგინდეს თუ რა გართულებებს იწვევს კოვიდი ვირუსის დამარცხების შემდეგ. კვლევა არის რანდომიზირებული, რაც იმას ნიშნავს,რომ. პაციენტების ჩართვა შერჩევითი პრინციპით მოხდა . შერჩეული პაციენტები გადიოდნენ მკურნალობას, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე სახლის პირობებში. მათი გამოკვლევა ინფექციური საავადმყოფოს ბაზაზე მოხდება.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის,…

იხილე მეტი