სიახლე 

ფოთის ბავშთა ცენტრი უკვე ცხრა წელია რაც ფუნქციონირებს. 24.02.21

წმინდა გიორგის ქუჩაზე მდებარე ,,თვითმმართველი ქალაქ ფოთის ბავშთა ცენტრი” უკვე ცხრა წელია რაც ფუნქციონირებს,ჩვენი გადამღები ჯგუფი დღეს ცენტრს ესტუმრა და აღსაზრდელების ერთ ჩვეულებრივ დღეს გაეცნო.როგორც ბავშვთა ცენტრში განგვიცხადეს მოზარდებს აქვთ სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალება,პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე,ცენტრი ონლაინ სწავლებაზეა გადასული. დაცულია ყველა სახის რეგულაცია. როგორც წარმომადგენლები აცხადებენს: ბავშვები დღეში ოთხჯერ, სრულფასოვნად იკვებებიან , ხელოვნებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობებს მისდევენ და დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი თუ კულტურული აქტივოვებით კავდებიან. ცენტრში ამჟამად 8 აღსაზრდელი ცხობრობს: 6 ბიჭი და 2 გოგო .ბავშთა ცენტრი, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და როგორც აღმზრდელები გვიყვებიან აქ მცხოვრები მოზარდები…

იხილე მეტი
სიახლე 

ახალი ავტობუსების განრიგი ფოთში 24 02 21

1 თებერვლიდან ფოთს ათი ახალი ავტობუსი ემსახურება , რომელიც ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქს გადასცა.№30 ავტობუსი წრიულია. მისი მოძრაობის გრაფიკი შემდეგნაირია: ფარნავაზ მეფის ქუჩა,დ.აღმაშენებლის ქ.,გეგიძის ქ,სამეგრელოს მოედანი,ჭანტურიას ქ, ლოლუას ქ. უკუსვლაც შესაბამისიაწრიულის გამოსვლის დრო. : 08.40, 10.00 , 11.00, 11.30, 12.00, 12.30, 13.00, 13.30, 14.30, 15.30, 16.00, 16.30, 17.00, 17,30 №31 ავტობუსის განრიგი ასეთია: მოძრაობას ფარნავაზ მეფის ქუჩიდან დაიწყებს ,შემდეგ რუსთაველის რკალი,აკაკის ქუჩა,ლერმონტოვის ქუჩა,გაგრის,აფხაზეთის,გურიის ქუჩა,მალთაყვის დასახლება,ტორფის ქარხანა. უკუსვლაც შესაბამისია.1. რეისი: .ბაზრიდან 8:30. მალთაყვიდან 08:20. 2. რეისი : ბაზრიდან:09:40. მალთაყვიდან 10:203. რეისი : ბაზრიდან 11…

იხილე მეტი
სიახლე 

სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება 24 02 21

ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. კომპლექსში , დიდი და მცირე აუზია განთავსებული.საცურაო სივრცეში 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნაა მოწყობილი,რომელიც ტურნირებს უფრო საინტერესოს გახდის, აქვეა სპორტულ მოედანი,სხვადასხვა სახის შეჯიბრებებისათვის. სპორტულ კომპლექსში სველი წერტილები,საშხაპეები და პერსონალისთვის განკუთვნილი ოთახებია განთავსებული.აქვე მოეწყობა კაფე და საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის.ახალი კომპლექსი სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. პროექტის განხორციელება გასული წლის მარტში დაიწყო და მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სტუმარია მწერალი ირაკლი შამათავა 24 02 21

ფოთელმა მწერალმა,ირაკლი შამათავამ, პროექტის ფარგლებში ყველასათვის ერთნაირად მტკივნეულ თემას, აფხაზეთის ომს წიგნი მიუძღვნა. ნაწარმოები ქართველი მწერლების 33 სხვადსხა მოთხრობას აერთიანებს,რომლებიც აფხაზეთის ომის დროს განვითარებულ მოვლენებზე გვიამბობს ,,ეს წიგნი იმ ამბებზეა, რომლებიც ომზე უფრო ბევრს ჰყვებიან, ვიდრე მშვიდობაზე.ეს წიგნი იმ ჭრილობებზეა, რომლებსაც ომი აჩენს, მაგრამ რომელთა მოშუშებაც მშვიდობას შეუძლია’’ აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ,,კურსორის’’ ჩართვის სტუმარია : ირაკლი შამათავა

იხილე მეტი
სიახლე 

23 თებერვლის პოლიტიკური მოვლენები 23.02.21

მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა ,,ქართულმა ოცნებამ” მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანიდიდატურა წარადგინა.გახარიამ გადადგომის მიზეზად ესკალაციის საფრთხე დაასახელა.დღეს კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარე ნიკა მელია დააკავეს, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც ნათქვამია რომ: საგამოძიებო უწყებამ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.ჩვენი ჯგუფი დღეს ფოთში მოქმედი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს დაუკავშირდა რომლებმაც დღეს თბილისში განვითარებული მოვლენები, ნიკა მელიას დაკავება და ღარიბაშვილის გაპრემიერება შეაფასეს.ოპოზიცია ნიკა მელიას დაკავებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს ,ხოლო მმართველ გუნდში აცხადებენ რომ მელიას…

იხილე მეტი

„კურსორის“ სტუმარია კოტე ჩოკორაია 23 02 21

ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას. ამ სიტყვებით იწყება საქართველოს კონსტიტუცია,რომელიც უზენაესი კანონია.საქართველოს კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი გავიდა.  დღევანდელი ჩვენი ჩართვის სტუმარია კონსტიტუციონისტი  კოტე  ჩოკორაია

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში COVID-19 ის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 23 02 21

დღევანდელი ეპიდემიური ვითარება კეთილსაიმედოა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.მისი თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების კვლავ შემსუბუქება იგეგმება.,, ძალიან ბევრი შეზღუდვა მოიხსნა 15 თებერვლიდან. რაც დარჩა, ძირითადად შეეხება კულტურის სფეროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს, ასევე რესტორნებთან და სივრცეებთან მიმართებაში. ეპიდემიური სურათიდან გამომდინარე, ამის ანალიზიც მოხდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 493ახალი შემთხვევიდან,სამეგრელო – ზემო სვანეთში 12 შემთხვევა დაფიქსირდა.სამეგრელოს რეგიონში მკურნალობის კურსს პაციენტები : რუხის ( 40),სენაკის ლაზიკა მედის(15), სენამედის(9),აბაშის ევექსის(7) კლინიკებში , ფოთისა(26)და ზუგდიდის(9) ჰოსპიტალებში გადიან.23 თებერვალს ფოთში არსებულ მდგომარეობაზე ,ვრცლად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი ნინო ლეფსაია გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი კინოლოგი ზაზა კვაჭაძე 23 02 21

ძაღლების მიმართ სიყვარული ზაზა კვაჭაძეს პროფესიად ექცა. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კინოლოგია რეგიონში. ფოთელი კინოლოგი 23 წელია ამ საქმეს ემსახურება,როგორც ის აღნიშნავს დღის განმავლობაში 10 მდე ძაღლის გაწვრთნაა შესაძლებელი. მისივე თქმით გასაწვრთნელად რაიმე განსაკუთრებული მეთოდი არაა საჭირო, მთავარია ძაღლის შექება და საკვებით დაჯილდოება.როგორც ზაზა კვაჭაძე აცხადებს,მასთან ძაღლები ძირითადად რეგიონებიდან ჩამოჰყავთ. ის ამ საქმეს ძირითად დროის უმეტეს ნაწილს უთმობს,სწორედ ამიტომ, შედეგი სახეზეა,მის მიერ გაწვრთნილი ძაღლები განსაკუთრებული ჭკუით, დამოკიდებულებით და მანერებით გამოირჩეევიან.

იხილე მეტი