სიახლე 

ფოთის სანაპიროზე ზღვაში ბანაობა უსაფრთხოა 15 06 20

ლაბორატორიული კვლევის ცენტრმა ზღვის ხარისხობრივი მაჩვენებლის მონიტორინგი დაიწყო და წყლის ნიმუშები აიღო. გია რუხაძის ინფორმაციით, სანაპიროზე ზღვის წყლის სინჯი ოთხი სხვადასხვა ადგილიდან იქნა აღებული. წყალს ქიმიური და მიკრობიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდა და მისი ხარისხობრივი მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია

იხილე მეტი
სიახლე 

„დამაჯარიმეთ, თქვენი დედაც… გპირდებით გადავკეტავთ“-გოგი წულაია ფოთში 15 06 20

ფოთში, რეკვავას ქუჩაზე პარტია “თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენელმა გოგი წულაიამ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აქცია პერფორმანსი ლოზუნგით “ქუჩა ჩემი სიამაყეა” მოაწყო. დღევანდელი პერფორმანსით ქალაქში არსებულ მოუწესრიგებელ საავტომობილო გზებს გამოეხმაურნენ. გოგი წულაიას თქმით, თუ ადგილობრივი ხელისუფლება უახლოეს დღეებში არ დაიწყებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ცენტრალური ქუჩის გადაკეტვით იმუქრება. ასევე დასძინა, რომ ის აპირებს საქართველის მასშტაბით შემოიაროს სხვადასხვა ქალაქები და მსგავსი პერფორმანსებით ხელისუფლება არა ერთხელ შეარცხვინოს .

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 5 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა 15 06 20

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ხუთ პაციენტს კორონა ვირუსი არ დაუდგინდა. მისივე თქმით ოთხი მათგანი ფოთის მცხოვრებია, ერთი კი ქუთაისიდანაა ის საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლია.პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ და ბოქსირებულ პალატებში მკურნალობდნენ.ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 40 პირი იმყოფება.რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 20 პირია თვითიზოლაციაში. გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 33 ნიმუში გამოიკვლიეს. ყველა უარყოფითია. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებში ჩართული პირები დააჯილდოვეს 12 06 20

დღეს ფოთს მერიაში საგანგებო რეჟიმის პერიოდში, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებში ჩართული უწყებებისა და სამსახურების წარმომადგენლებს, მოხალისეთა ჯგუფებში ჩართულ თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცეს. ფოთის მერიასთან შექმნილმა მოხალისეთა ჯგუფებმა, მონაწილეობა მიიღეს უფასო სასადილოს ბენეფიციართათვის საკვების შინ მიტანის პროცესში, ბანკების ფილიალებთან და ბანკომატებთან, აგრეთვე სასურსათო მაღაზიებთან მოქალაქეთა რიგების მოწესრიგებაში. ქალაქში დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები. გაიკრა გამაფრთხილებელი სტიკერები, მოხალისეები დღის განმავლობაში ორჯერ, დილისა და საღამოს საათებში გადაადგილდებოდნენ ქალაქის ტერიტორიაზე და მეგაფონით მოუწოდებდნენ მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ. სურსათისა სავაჭრო ობიექტებში რამდენიმე ეტაპად დარიგდა პირბადეები და სადეზინფექციო საშუალებები. საგანგებო რეჟიმის პერიოდში დახმარება 7000ზე მეტ ოჯახს გაეწია.

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სპეც. გამოშვების. სტუმარია გიგა დანელია 12 06 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ემიგრანტი ქართველი გიგია დანელია რომელიც დაბრუნდა სამშობლოში და სახელმწიფოს მიერ დაწესებულ რეგულაციის თანახმად 2 კვირიან კარანტინს ყაზბეგის ერთერთ სასტუმროში ატარებს

იხილე მეტი
სიახლე 

„ქართული ოცნება“ ფოთის საკრებულოს სამმა წევრმა დატოვა 12 06 20

დღეს ფოთში საკრებულოს მე-10 რიგგარეშე სხდომა გაიმართა. საკრებულოში, ფრაქცია ,,ქართული ოცნება” სამმა წევრმა: თორნიკე შონიამ, ხვიჩა ცხვიტარიამ და ზურაბ ჩაჩუამ დატოვა. მათ ახალი ფრაქცია „ქართული ფესვები“ ჩამოაყალიბეს და პოლიტიკურ პარტია ,,ქართულ ფესვებს“ შეურთდნენ. როგორც თავად განმარტეს, ამ გადაწყვეტილების მიზეზი, გუნდში არსებული უთანხმოება და დაპირისპირება გახდა. თორნიკე შონიას განცხადებით პარტია ,,ქარულ ფესვები“ , რომელიც ახალი შექმნილია. ხალხის კეთილდღეობაზე და საქმის კეთებაზე იქნება ორიენტირებული. სხდომაზე ასევე განიხილეს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქში დასაფინანსებელი პროექტები.

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სპეც. გამოშვების. სტუმარია ბესო ჩუბინიძე 12 06 20

კურსორის სპეციალური გამოშვების პირველი სტუმარია პარტია ,,ქართული ფესვები“ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ბესო ჩუბინიძე

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ 2 პაციენტს კოვიდ -19 არ დაუდასტურდა 12 06 20

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომების მქონე ორი პაციენტის 51 წლის მამაკაცის, და 74 წლის ქალის ანალიზის პასუხები ცნობილია. მათ კორონა ვირუსი არ დაუდასტურდათ. ოროვე პაციენტს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა და ბოქსირებულ პალატებში მკურნალობდნენ. ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის 59 მებაჟის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 51 პირი იმყოფება. რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 39 პირია თვითიზოლაციაში.

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის„ სპეც.გამოშვების სტუმარია ნანა ტაბიძე 11 06 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების მეორე სტუმარია ტურიზმის ექსპერტი ნანა ტაბიძე რომელიც კოვიდ19ის პირობებში ტურიზმის სფეროში შემოაღებული წინა წლებთან შედარებით განსხვავებული შეზღუდვებისა და რეგულაციების შესახებ გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია სოფო თეთრაძე 11 06 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ჩვენი კოლეგა ჟურნალისტი სოფო თეთრაძე შვედეთიდან. საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციით შვედეთის ჯანდაცვის ორგანიზაციებმა და მთავრობამ, სხვა ქვეყნებთან შედარებით, პანდემიის პერიოდში განსხვავებული რეგულაციები და შეზღუდვები შემოიღო.

იხილე მეტი