სიახლე 

ამინდის პროგნოზი. ფოთი 06 01 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 7 იანვარს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით: +11° +13° ; ღამით: +8° +10 °. დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მ/წმ, სიჩქარით. 8 იანვარს მოსალოდნელია ცვალებადი მიმართულების ქარი 5-10მ/წმ, სიჩქარით. ღამით მოსალოდნელია დრო გამოშვებით წვიმა შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +9° +12° ; ღამით: +4° +6° იქნება. 9იანვარს მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი დრო გამოშვებით წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით +3° +7 ღამით +3° +5 იქნება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში თევზის გადამამუშავებელ 2 ქარხანაში დაკვირვების პროცესი დაიწყო 05 01 20

თევზის სუნის წინააღმდეგ აქციის ორგანიზატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეთანხმების შესაბამისად თევზის გადამამუშავებელ 2 ქარხანაში დაიწყო წარმოების პროცესზე დაკვირვება. გუშინ ნავმისადგომებზე გემების გადმოტვირთვის პროცესიდან დაწყებული და ქარხნებში გადამუშავებით გაგრძელებული, ზედამხედველობაში ჩართული იყვნენ სოფლის მეურნეობის , ადგილობრივი ხელისუფლებისა და საპროტესტო აქციის ორგანიზატორთა წარმომადგენლები. დაკვირვების პროცესი ეტაპობრივად სხვა ქარხნებშიც დაიწყება და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 2019 წლის საუკეთესო მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ 02 01 20

30 დეკემბერს ფოთის საჭადრაკო კლუბში გაიმართა 2019 წლის ფოთის საუკეთესო მოჭადრაკეების დაჯილდოვების საზეიმო ღონისძიება. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აკაკი დარჯანია, სპორტისა და ტურიზმის ცენტრის დირექტორი ბექა გუგუშვილი და სხვა საპატიო სტუმრები. 2019 წლის ფოთის საუკეთესო მოჭადრაკედ დასახელდა 2019 წლის საქართველოს ჩემპიონი 20 წლის გოგონათა შორის, საქართველოს ქალთა ჩემპიონატის 1-ლი ლიგის პრიზიორი, 2020 წლის საქართველოს ქალთა უმაღლესი ლიგის საგზურის მფლობელი, თურქეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, ნონა გაფრინდაშვილის თასის B ღია საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ქალთა შორის, მაია ჩიბურდანიძის თასზე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული 2000< რეიტინგის მქონე მოჭადრაკეთა…

იხილე მეტი
სიახლე 

“ალილო”- ფოთის არჩილ ხორავას სახელობის ხელოვნების სასწავლებელი 01 01 20

“ალილო”- ფოთის არჩილ ხორავას სახელობის ხელოვნების სასწავლებლის ხალხურ საკრავთა ანსამბლის შესრულებით

იხილე მეტი
სიახლე 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფოთში სხვადასხვა უწყებებს ახალი წელი მიულოცეს 01 01 20

ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ მოადგილესთან პაატა ლაგვილავასთან ერთად შობა-ახალი წელი იმ უწყებებს მიულოცეს რომელიც 24საათიან რეჟიმში მუშაობენ. ხელისუფლების წარმომადგენლები საპატრულო პოლიციაში, სახანძრო-სამაშველო სამსახურში, სასწრაფო დახმარების ცენტრში, პოლიციის მთავარ სამმართველოში, სასაზღვრო პოლიციაში, რკინიგზაში და შემოსავლების სამსახურის დეპარტამენტში იმყოფებოდნენ. მათ სასაჩუქრე კალათები გადასცეს და მომავალში წარმატებული საქმიანობა უსურვეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სალოტბარო სკოლის გუნდმა ბათუმში ბრილიანტის გრანპრი მოიპოვა

24 დეკემბერს ფოთის სალოტბარო სკოლის გუნდმა მონაწილეობა მიიღო ბათუმის რესპუბლიკურ მრავალჟანრობრივ ფესტივალ- კონკურსში” ზამთრის ზღაპარი -2019″. ანსამბლი გახდა ბრილიანტის გრანპრისა და თურქეთის რესპუბლიკაში ფესტივალზე გასამგზავრებელი საგზურის მფლობელი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელ უხუცეს ქალბატონებს ახალი წელი მიულოცეს 31 12 19

ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ და მოადგილემ პაატა ლაგვილავამ ახალი წელი ფოთელ ქალბატონებს-105 წლის ლენა ჩხვირკიას და 97 წლის ქეთო აფრასიძეს მიულოცეს და მათ სასაჩუქრე კალათები გადასცეს.

იხილე მეტი