სიახლე 

ფოთში საახალწლო სპექტაკლის ჩვენება გაიმართა 27 12 19

ფოთის თეატრმა საახალწლოდ ნამდვილი დღესასწაული მოუწყო პატარა მაყურებელს; ჯადოსნურ ქვეყნებში მოგზურობა, გასაოცარი ფერთა გამა, საიდუმლოებებით მოცული იდუმალი ტყე, თოვლის დედოფლის ყინულივით თეთრი სასახლე, მოფარფატე თოვლი და დიდი, ფერადი წიგნი, რომლის ყოველი ფურცელი ჯადოსნურ გმირებს აცოცხლებს. პატარა მაყურებელი გერდასთან ერთად ეძებს დაკარგულ ძმას, კაის, რომელიც თოვლის დედოფლის სასახლეში ყინულივით გულცივი ხდება, თუმცა სიყვარული ათბობს მის გულს და იხსნის დედოფლის ტყვეობიდან. რეჟისორი; ლაშა გოგნიაშვილი სპექტაკლში მონაწილეობენ; თამუნა ჭუბაბრია, ალიკა ცეკვაშვილი, მარიკა ბუკია, სანდრო გუჯაბიძე, ნიკა კვარაცხელია, გუჯა ქარაია, ნინო პაჭკორია, ნოდარ ბჟალავა, რამინ კილასონია, ჩიტო პატარიძე, ფატიმა აბრახამია, მარტინ ღამბარაშვილი, ირაკლი კვერღელიძე,…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერიში თევზის სუნთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გაიმართა 26 12 19

თევზის სუნთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა შედგა მერიაში. საპროტესტო აქციის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შესთვაზეს, რომ ერთობლივად მოხდეს ოთხივე ქარხნის გატესტვა, რის შემდეგაც რომელი ქარხნიდანაც გამოვა სუნი, ის ავტომატურად უნდა დაიხუროს. ფოთში ჩამოსულია, სურსათის ეროვნული საააგენტოს 14 კაციანი ჯგუფი რომელიც საინიციატივო ჯგუფთან და მუნიციპალიტეტთან ერთად ჩაერთვება საწარმოო ექსპერიმენტში. ფოთელებს ეს ყველაფერი ყელში ამოგვივიდა. თუკი რეალური შედეგი არ დადგება და ისევ იქნება თვზის სუნი, ქალაქში გამოვაცხადებთ საგანგებო მდგომარეობას“ – განაცხადა ვლადიმერ ამბალიამ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო 26 12 19

ფოთში, ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო. ჩატარდა საბავშვო კონცერტი შემოქმედებითი ჯგუფების-სტუდია „ანა ბანა“ და „მზის გულის“ მონაწილეობით. აღსანიშნავია რომ სადღესასწაულო განათებებითა და ილუმინაციებით მოირთო ქალაქის ცენტრალური ქუჩები და სკვერები. აღნიშნული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ქალარფულ სფირითმა“ შეასრულა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ბიბლიოთეკაში ბავშვთა ცენტრის და მე-11 სკოლის ღონისძიება გაიმართა 26 12

საბიბლიოთეკო გაერთიანების სამკითხველო დარბაზში უკვე ტრადიციად იქცა ბავშვათა ცენტრისა და მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი საახალწლო ღონისძიების ჩატარება. დღესასწაულის მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოება ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურეს სადაც აღარ იყო მტრობა და შური ზეიმობდა სიკეთე და სიყვარული. სადაც ყველა სურვილი და ნატვრა სრულდებოდა.. დასასრულს, ღონისძიება შეაჯამა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, , ძეგლთა დაცვის, განათლებისა და სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ქალბატონმა ნონა სილაგავამ

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საჭადრაკო კლუბ „ნანა“-ში საახალწლო ფესტივალი დაიწყო 26 12 19

26-29 დეკემბერს ფოთის საჭადრაკო კლუბში დაიწყო საახალწლო საჭადრაკო ფესტივალი 5, 6, 7 წლის დამწყებ მოჭადრაკეთა შორის, ასევე ღია ტურნირი სწრაფ ჭადრაკში. საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭადრაკეთა დაჯილდოვება გაიმართება 30 დეკემბერს 17:00 საათზე საჭადრაკო კლუბის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში თევზის სუნთან დაკავშირებით შეხვედრა შედგა 25 12 19

ფოთის მერიის სააქტო დარბაზში ქალაქში გავრცელებულ თევზის სუნთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა, მასში ჩართულები იყვნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო- ზემო სვანეთში ალექსანდრე მოწერელია, გარემოზე ზედამხედველობისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. შეხვედრა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. პარალელურად კი მერიის ადმინისტაციულ შენობასთან აქცია მიმდინარეობდა. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა და მოქალაქეთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვეს. როგორც თავად ამბობენ, ისინი ხელისუფლების შეთავაზებას, რომ მუშა ჯგუფი შეიქმნას, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეთანხმებიან , თუ ოთხივე თევზის გადამამუშავებელი ქარხანა პრობლემის მოგვარებამდე მუშაობას შეაჩერებს. ალექსანდრე მოწერელიას…

იხილე მეტი
სიახლე 

N8 საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა 25 12 19

დღეს ფოთის მერვე საჯარო სკოლაში წინა საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ სხვადასხვა მუსიკალური ნომერი წარმოადგინეს და ზღაპრის გმირები გააცოცხლეს. აღსანიშნავია რომ სკოლაში შეიქმნა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,რიონელა“, რომელმაც საზოგადოებას 1 თვის მუშაობის შედეგი აჩვენა. მოწვეულ სტუმრებთან ერთად ზეიმზე მე-11 სკოლამდელი საამღზრდელო დაწესებულების აღსაზრედელებიც იმფოფებოდნენ, რომელთაც საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.

იხილე მეტი
სიახლე 

N4 საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა 25 12 19

ფოთის მეოთხე საჯარო სკოლაში ღონისძიება სახელწოდებით ,,ჯადოსნური ეკრანი“ გაიმართა. მასში მონაწილეობა პირველიდან მე-6 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. მათ სხვადასხვა საცეკვაო ნომრები წარმოადგინეს და მულტფილმის გმირები გააცოცხლეს. საახალწლო ღონისძიებას სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ავტოსაგზაო შემთხვევები ფოთში 25 12 19

დღეს ფოთში 2 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აკაკის ქუჩაზე, მესამე საჯარო სკოლასთან, ერთმანეთს მოტოციკლი და მიკრო ავტობუსი დაეჯახა. მოტოციკლის მძღოლი პოსტ ტრამვული შოკით და მოტეხილობებით ფოთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას შესაბამისი გამოკვლევები უტარდება და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. რუსთაველის რკალზე კი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა რომელიც ნიკო ნიკოლაძის კოშკთან ზებრაზე გადადიოდა. დაზარალებული საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი და მას გამოკვლევები უტარდება. ექიმების განცხადებით, ავტო ავარიაში მოყოლილთა ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

იხილე მეტი