სიახლე 

ფოთის N5 სკოლაში “მხიარულ სტარტებში” გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს 16 12 19

დღეს ფოთის მეხუთე  საჯარო  სკოლაში სასკოლო  სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში სხვადასხვა  ტურნირში გამარჯვებულ მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა ზაზა ჭურღულიამ საზეიმო  ვითარებაში   დიპლომები მედლები  და  თასები  გადასცა.   მხიარულ  სტარტების ფინალში მათ მეექვსე   სკოლა დაამარცხეს  და  ოქროს მედალი მოიპოვეს.     სულ ოლიმპიადის ფარგლებშიმე-5 სკოლის მოსწავლეებმა 2 პირველი 2 მეორე  და  ერთი  მესამე  ადგილი  დაიკავეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ფესტივალი დასრულდა 16 12 19

ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-10 საჭადრაკო ფესტივალი საზეიმო ვითარებაში დაიხურა. ფესტივალის დახურვის ცერემონიალს ჯემალ თოფურიას ოჯახის წევრები, მეგობრები, მოჭადრაკეები და მათი გულშემატკივრები ესწრებოდნენ.ფესტივალი 3-დან 15 დეკემბრის ჩათვლით საჭადრაკო კლუბ ,,ნანა“- ში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებში 5 სხვადასხვა ტურნირი გაიმართა. მასში 400-მდე მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ დასკვნით   ბლიც-ტურნირში მინაწილეობდნენ   საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გუგა ყუფარაძე. ასევე საქართველოს მოქმედი და ექსჩემპიონები და პროზიორები სხვადასხვა ასაკში, საერთაშორისო დიდოსტატები, საერთაშორისო ოსტატები და ფიდეს ოსტატები.  ფესტივალის სპონსორი წელსაც ტრადიციულად იყო ფირმა ,,კავტრექს ფოთი“ ,ორგანიზაცია , რომლსაც წლების მანძილზე ჯემალ თოფურია ხელმძღვანელობდა.გამარჯვებული მოჭადრაკეები თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფულადი…

იხილე მეტი
სიახლე 

ადვოკატმა ზაურ კინტირაიამ ფოთში ბრიფინგი მოაწყო 16 12 19

ადვოკატმა ზაურ კინტირაიამ  ფოთში  ბრიფინგი მოაწყო და  სამეგრელო -ზემოს  სვანეთის   საოლქო პროკურატურა  სამოხელეო დანაშაულში დაადანაშულა. მისი  თქმით ერთ-ერთი  მოქალაქისგან ოპერატიული ინფორმაციის  საფუძველზე  მოხდა  ავტომანქანის ამოღება. ამ დროისათვის ჩატარებულია  საგამოძიებო მოქმედებები, ექსპერტიზა. დადგენილია  რომ მანქანა მოპოვებულია  კანონიერი  გზით და  არც  დანაშაული აქვს ჩადენილი ავტომანქანის  მფლობელს. მიუხედავად ამისა, მას იგი ამ დრომდე არ უბრუნდება. როგორც პროკურატურაში ჟურნალისტებს განუცხადეს, შსს-ში მიმდინარეობს გამოძიება რომელიც ჯერ არ დასრულებულა. ავტომანქანის ამოღების კანონიერება შემოწმებულ იქნა სასამართლოს მიერ და დაინტერესებულ მხარეს ეს განჩინება არ გაუსაჩივრებია, ამიტომ გამოძიება გრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

„ეს ქვეყანა შენია“ ანონსი lll გადაცემა ფოთი 16 12 19

„მეცხრე ტალღა“-ს პირდაპირ ეთერში გადაცემა „ეს ქვეყანა შენია“ გავიდა . ჩვენი ეთერი, ამჟამად დევნილთა თემას დაეთმო . სტუმრად გადაცემის პირველ ბლოკში ,,ასოციაცია დიოსკურიას” თავმჯდომარე ნონა ხუხია და ,,ფოთში განსახლებულ დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს” თავმჯდომარე რეზო წულაია იმყოფებოდნენ. გადაცემის მეორე ბლოკში სოხუმიდან და გულრიფშიდან დევნილები ციცინო დარჯანია და ნონა შკრედი, ასევე ფოთელი სამოქალაქო აქტივისტი ნუნუ წურწუმია. გადაცემის მესამე ბლოკში კი იყვნენ „აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანთა, ინვალიდთა და მარჩენალდაკარგულთა კავშირის“ თავმჯდომარე ზაურ გოცირიძე და გაგრიდან დევნილი ნანა ბიგვავა. წამყვანი და სტუმრები შეეხნენ ფოთში კომპაქტურად ჩასახლებული და კერძო სექტორში დაბინავებული დევნილების პრობლემებს, ასევე სახელმწიფოს და…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ჯემალ თოფურიას მემორიალი ჭადრაკში გრძელდება 13 12 2019

ფოთში გრძელდება ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ფესტივალი. დღეს კლასიკურ ჭადრაკში მიმდინარე ტურნირის მე-5 და მე-6 ტურები გაიმართა. უკვე გამოიკვეთნენ ლიდერებიც მე-6 ტურის წინ ღია ტურნირში ლიდერობს კახაბერ კიზირია. 7 წლამდე ჭაბუკებში პირველ პოზიციაზეა იაკობ რატიანი 7 წლამდე გოგონებში კი ნინო ძიმისტარიშვილი და ელენე ჯობავა ლიდერობენ 9 წლამდე ჭაბუკებში გიორგი ფხაკაძე, ხოლო გოგონებში კი მარიკა ბართაია ხვალ ბოლო მე-7 ტური გაიმართება, ხოლო ზეგ ფესტივალი ბლიც ტურნიტს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს უძლიერესი მოჭადრაკეები იასპარეზებენ, მათ შორის დიდოსტატებიც. ფესტივალის გენერალური სპონსორია „კავტრექსფოთი“

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ქალთა კლუბის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა 13 12 19

საკრებულოს დარბაზში ,,ძალადობის ჯაჭვის” ფარგლებში ქალთა კლუბის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კლუბის წევრებმა პროექტის ფარგლებში 6 თვის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და მიღებული შედეგები განიხილეს. შეხვედრის მიზანი ძალადობის დაფარული ფორმების პრევენცია, საკითხის ადვოკატირება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო. პროექტის ფარგლებში ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე მოკლე მეტრაჟიანი ფილმის ,,მე დავიკარგე საკუთარ სახლში” ჩვენება გაიმართა. შეხვედრის დასასრულს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორმა, ია გორგოტაძემ კლუბის წევრებს სერთიფიკატები გადასცა. აქვე გთავაზობთ მოკლემეტრაჟიან ფილმს- ,,მე დავიკარგე საკუთარ სახლში”.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკალათბურთო დარბაზში ღია პირველობა მხიარულ სტარტებში დასრულდა 13 12 19

11 და 12 დეკემბერს ფოთის საკალათბურთო დარბაზში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამით გათვალისწინებული ღია პირველობა ,,მხიარულ სტარტებში” გაიმართა. მასში 11 საჯარო და ერთი კერძო სკოლა მონაწილეობდა. ფინალში ერთმანეთს მეხუთე და მეექვსე საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ . დაძაბულ ბრძოლაში პირველობა მე-5 სკოლას ერგო. გამარჯვებული გუნდები სიგელებით, მედლებით და თასებით დაჯილდოვდნენ. მხიარული სტარტები ფოთის კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთი ახალ წელს ახალი ილუმინაციებით შეხვდება 13 12 19

ფოთი ახალ წელს ახალი ილუმინაციებით შეხვდება. ამის შესახებ ფოთის მერის მოადგილემ, პაატა ლაგვილავამ განაცხადა. ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ფოთის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანია ,,ქოლორფულ სფირით“-მა გაიმარჯვა, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე ქალაქგაფორმების სამუშაოებს განახორციელებს. ამჟამად ილუმინაციების და სადღესასწაულო განათების მოწყობილობების მონტაჟი აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარეობს და რუსთაველის რკალზე, აკაკის და სამეგრელოს ქუჩებზეც გაგრძელდება. რის გამოც ავტომობილების მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთებზე პერიოდულად შეიზღუდება. პაატა ლაგვილავას განცხადებით, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონიალი 25 დეკემბერს გაიმართება. საახალწლო პროგრამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ფოთის მერია უახლოეს დღეებში გაავრცელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

რუსეთის ერთადერთი ავიამზიდი იწვის 12 12 19

რუსეთის ერთადერთ ავიამზიდს ”ადმირალ კუზნეცოვს” ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ზედა გემბანზე მაშინ გაჩნდა, როდესაც გემი პორტში სარემონტო სამუშაოებისთვის იდგა. ინციდენტის დროს გემბანზე მყოფი რამდენიმე ადამიანი ადამიანი დაშავდა. ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ცდილობენ. რემონტისას რამდენიმე თვის წინ დოკი რომელზეც ავიამზიდი რემონტდებოდა ჩაიძირა, მას კი ამწე დაეცა.

იხილე მეტი