სიახლე 

დღეს ფოთში ავარიული შენობები დაათვალიერეს 23 07 19

დღეს სივრცითი მოწყობისა და უსახური შენობების დროებითი კომისიის მეორე სამუშაო დღე შედგა. კომისიის წევრებმა ის შენობა ნაგებობები დაათვალიერეს, რომლებიც მათი თქმით, ქალაქის იერ-სახეს ამახინჯებს, ავარიულია და ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. როგორც კომისიის წევრებმა განაცხადეს, შენობის მეპატრონეებთან მოლაპარაკება შედგება და შემდგომ გადაწყდება მათი ბედი. როგორც ისინი აცხადებენ, პრიორიტეტი მეპატრონეების დაჯარიმება არ იქნება. მათი თქმით, მთვარი მიზანი აღნიშნული შენობების აღდგენაა. იმ ნაგებობებზე, რომლებიც რეაბილიტაციას არ დაექვემდებარება, დემონტაჟი განხორციელდება. როგორც ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა აღნიშა, ნუსხაში შესულია 40-მდე შენობა, მათ შორის 21 კერძო პირის საკუთრებაშია, 8 სახელმწიფო ბალანსზე, 10 კი მუნიციპალური.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ირაკლი ლოლუას მემორიალი მიმდინარეობს 23 07 19

ფოთის საჭადრაკო კლუბში ირაკლი ლოლუას მემორიალი მიმდინარეობს. ღია ტურნირი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში ტარდება. შეჯიბრება სწრაფ ჭადრაკში უკვე გაიმართა და ის შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა, გათამაშების დრო 15 წუთი იყო. რაც შეეხება 3 წუთიან ბლიც ჭადრაკს, ისიც შვეიცარიული სისტემით, მაგრამ 11 ტურად ხვალ ჩატარდება. გამარჯვებული მოჭადრაკეები მედლებით, დიპლომებით თასებითა და ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან. შეჯიბრში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს დარეგისტრირების შემთხვევაში შეეძლო. საპრიზო ფონდია 1000 ლარი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში უამინდობის გამო ზღვაზე ბანაობა აიკრძალა 23 07 19

ფოთის სანაპირო ზოლზე წითელი ალმებია აღმართული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ზღვაზე 4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება და წინასწარი მონაცემებით, საშტორმო მდგომარეობა 25 ივლისამდე შენარჩუნდება. მათივე ინფორმაციით, დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +25 გრადუსი იქნება. მაშველების განცხადებით, უამინდობის გამო, ზღვაში ბანაობა სავარაუდოდ თვის ბოლომდე აიკრძალება.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ფოთის ეროვნულ პარკში ასოციაცია ,,ათინათმა” მეწარმეთა პროექტის ფარგლებში დასკვნითი შეხვედრა გამართა 23 07 19

დღეს, ფოთის ეროვნულ პარკში, “მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ” „action against hunger-მა“ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ და სამეგრელოს რეგიონში პარტნიორმა ორგანიზაციამ, ასოციაცია „ათინათმა“ ბოლო აქტივობა გამართა, რომელიც მეწარმეობის პროგრამის დახურვას მიეძღვნა. პროგრამა მიზნად ისახავს, მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებას სამხრეთ კავკასიაში. ამ პროექტის ფარგლებში, 5 თვის მანძილზე სამეგრელოს ოთხ მუნიციპალიტეტში: ფოთში, ზუგდიდში, წალენჯიხასა და სენაკში სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა, რომელიც დამწყები მეწარმეების ცოდნის გაღრმავებას და მათი დასაქმების უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესებას ემსახურებოდა. მასში 80 ბენეფიციარმა მიიღო მონაწილეობა და 19 პროექტი კი გრანტის ფარგლებში დაფინანსდა. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს პროექტის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე-14 საერთაშორისო ფესტივალი ჭადრაკში დსრულდა 23 07 19

ფოთის, მე-14 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი დასრულდა. მასში 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. მთავარი A ტურნირის გამარჯვებული და ნანა ალექსანდრიას თასის მფლობელი სომეხი დიდოსტატი ლევონ ბაბუჯიანი გახდა. ვერცხლის მედალი ასევე სომეხმა, ფესტივალის პირველ ნომრად განთესილმა დიდოსტატმა, ჰოვანეს გაბუზიანმა მოიპოვა. მესამე საპრიზო ადგილი კი, წარმოშობით ფოთელმა, ამჟამად რუსთავში მცხოვრებმა ლუკა პაიჭაძემ დაიკავა. A ტურნირში ქალთა შორის საუკეთესო დიდოსტატი მერი არაბიძე გახდა. B ტურნირის გამარჯვებული ალექს მანუკიანია. C ტურნირში პირველი ადგილი ზუგდიდელმა გიორგი ნაყოფიამ დაიკავა. D ტურნირში კი პირველი ადგილი არმენ გალოიანმა მოიპოვა. ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული 2 ბლიც ტურნირის გამარჯვებული ქალთა შორის, უკრაინელი…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, მიტოვებული შენობა ნაგებობების იერსახის მოწესრიგების დროებითი კომისიის სხდომა გაიმართა 22 07

უშიშროების შენობა, „კომანჩერო“, „ეგრისი“, „სმარტი“, „ავტოსადგური“, თევზის რესტორანი, პურის ქარხანა, ეს იმ ობიექტების მოკლე ჩამონათვალია, რომელიც ზედამხედველობის სამსახურმა, შენობა ნაგებობების, მიწების იერსახის მოწესრიგების დროებითი კომისიის სხდომაზე წარადგინა. საკრებულოს სხდომათა დარბაზში, დღეს სივრცითი მოწყობისა და უსახური შენობების კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა. სია, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, უსახური, დაუსრულებელი და ამორტიზებული 40 შენობა – ნაგებობა არის აღნიშნული, მათი ამჟამინდელი მდგომარეობა განიხილეს. როგორც ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა, აღნიშნა ნუსხაში 21 შენობა კერძო პირის საკუთრებაში, 8 სახელმწიფო ბალანსზე არსებული და 10 მუნიციპალური შენობაა. სხდომაზე, საკითხის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. დარჯანიამ, აღნიშნა, რომ შენობების დიფერენცირება უნდა…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთმა შავის ზღვის ქვეყნების რეგატას უმასპინძლა 22 07 19

ფოთი საერთაშორისო რეგატას მასპინძლობდა. ფოთში, საერთაშორისო რეგატა სახელწოდებით „DADDralli შავი ზღვა 2019’’ გაიმართა, სადაც საბერძნეთის, თურქეთისა და გერმანიის დროშის ქვეშ მცურავი 15 იახტა მონაწილეობდა. ფოთის საიალქნო კლუბში უცხოელ სტუმრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და თურქეთის კონსული მაქბულე ქოჩაკი დახვდნენ. საერთშორისო რეგატა „სამოყვარულო მეზღვაურთა ასოციაციის“ ორგანიზებით მოეწყო, რომლის მიზანი ნაოსნობის განვითარება და შავი ზღვის ქვეყნების პოპულარიზაციაა. ორგანიზატორების თქმით, წელს „DADDralli შავი ზღვა 2019’’-ის მთავარი ლოზუნგია „გაატარე შენი ზაფხული საქართველოში“. მან სტარტი საბერძნეთიდან აიღო.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ფონდი „სოხუმის” რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა 22 07 19

პროექტი „ძალადობის ჯაჭვის“ ფარგლებში, დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორის ლექცია – სემინარი გაიმართა. რიგით მეორე შეხვედრა ქალთა კლუბის წევრებთან შედგა, რომლის მთვარი თემა ოჯახური ძალადობა, მისი ფორმები და სახელმწიფოში არსებული რეფერალური მექანიზმები იყო. შეხვედრაზე, რომელსაც, იამზე გორგოტაძე უძღვებოდა, პრობლემის აღმოფხვრის გზებზე ისაუბრეს. სემინარი მიზნად ისახავს, კლუბის წევრთა ცნობიერების ამაღლებასა და ძალადობის პრევენციას.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში აფროსანთა ღია ჩემპიონატი ჩატარდა 22 07 19

ფოთში, საქართველოს აფროსანთა ღია ჩემპიონატი ჩატარდა. შეჯიბრი ორი დღის მანძილზე, „ლაზერისა“ და „ოპტიმისტის“ საერთაშორისო კლასებში მიმდინარეობდა, სადაც 6 წლიდან 20 წლამდე ასაკის სპორტსმენები ასპარეზობდნენ. შეჯიბრის ბოლოს გამარჯვებულები მედლებითა და თასებით დააჯილდოვეს. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე, საწყალოსნო სპორტის ბაზაზე ფოთელმა და თბილისელმა აფროსნებმა სასწავლო წვრთნები გაიარეს. ჩემპიონატის დასასრულს საიალქნო კლუბი „ფოთის“ გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. კლუბის ხელმძღვანელის, ნიკა იმნაძეს თქმით, სკოლაში დარეგისტრირება აფროსნობის მოყვარულ ყველა მსურველს შეეძლება. როგორც, საქართველოს აფროსანთა ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, სპორტის ეს სახეობა, ფოთში გარკვეული მიზეზების გამო რამდენიმე წელი არ არსებობდა. საიალქნო კლუბი „ფოთი“ საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის,…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საჭადრაკო ფესტივალის ფარგლებში ფეხბურთის ყოველწლიური ტურნირი ჩატარდა 22 07 19

ფოთის საჭადრაკო ფესტივალის ფარგლებში, საფეხბურთო ტურნირიც გაიმართა, რომელშიც 8 გუნდი იღებდა მონაწილეობას. მოჭადრაკეებმა ფეხბურთშიც ჩვეული ჟინი გამოავლინეს, და თავდაუზოგავად იბრძოლეს. ფინალში ერთმანეთს ქუთაისის-“რიონი” და ორგანიზატორების გუნდი “ფოთი” უშეღავათო ბრძოლაში დაუპირისპირდნენ, სადაც რამდენჯერმე “ვიდეორეფერის” გამოყენება გახდა საჭირო. საბოლოოდ სტუმრებმა გაიმარჯვეს და ბორის პაიჭაძის თასს დაეუფლნენ. აღნიშნული ტურნირი ფესტივალის ფარგლებში ყოველწლიურად იმართება.

იხილე მეტი