სიახლე 

პროექტი „დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი“ 19 06 19

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) სააგენტოსთან ,,აწარმოე საქართველოში” პარტნიორობით, საგანმანათლებლო პროექტს- „დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი”იწყებს. პროექტი, ბიზნესის სტიმულირებისა და განვითარების მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონში, მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს. პროექტის პარტნიორები სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ (მთავარი პარტნიორი), საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, შემოსავლების სამსახური, ფინანსთა სამინისტროს აკადემია და დამსაქმებელთა ასოციაცია არიან. პირველ ეტაპზე, პროექტის პარტნიორმა და თანაპარტნიორმა ორგანიზაციებმა უკვე მოახდინეს ტრენერთა ნომინირება. ორი კვირის განმავლობაში მათი გადამზადება მოხდება. სამომავლოდ კი, საქართველოს მასშტაბით, გადამზადებული ტრენერები მიკრო და მცირე მეწარმეებს მოდულებში: „შეიმუშავე შენი იდეა“ და „დაიწყე…

იხილე მეტი
სიახლე 

დასაქმების პროგრამა ფოთში 19 06 19

დღეს დასაქმების პროგრამის ოფისში საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა. დასაქმების პროგრამა სამუშაოს მაძიებელი ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი. პროგრამა საქართველოს ოთხ ქალაქში ხორციელდება ფოთში, თბილისში, მარნეულსა და ზუგდიდში. საჭირო უნარ-ჩვევების განსავითარებლად ჩატარდება ტრენინგები, რომელიც პროგრამის ფარგლებში კვირაში 3-ჯერ 3 საათის განმავლობაში გაიმართება. დასაქმების პროგრამის მონაწილეები შეხვდებიან სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებსაც და უშუალოდ მათგან გაეცნობიან შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს და აღმოაჩნენ ახალ შესაძლებლობებს. ტრენინგებს გაუძღვება დასაქმების პროგრამის მენტორი. ზემოთ აღნიშნული პროგრამა მსუსრველთათვის უფასოა. მისამართი: ფოთი, ბარათაშვილის 19

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში დაავადებული თევზი იყიდება 19 06 19

სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღას“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა მომართა, რომელმაც ფოთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე შეძენილი წითურათი დაავადებული ე.წ. კარასის ფოტო გამოაგზავნა. გადამღები ჯგუფი საკითხით დაინტრერსდა. თუმცა ბაზრის ტერიტორიაზე გარე მოვაჭრეებმა გასაყიდი თევზი გადამალეს და ჩვენთნ საუბარი არ ისურვეს. ამ საკითხთან დაკავშირებით ბაზრის დირექტორს, ნოდარ კორსანტიას ვესაუბრეთ. მისი თქმით, არ გამორიცხავს მიმდებარე ტერიტორიაზე დაავადებული თევზის რეალიზაციას, რადგან სურსათის უვნებლობის სამახური და აგრარული ბაზრის ლაბორატორია ვერ ახორციელებს გარე მოვაჭრეების შემოწმებას. ნოდარ კორსანტიას თქმით, გარე მოვაჭრეების პრობლემა ისევ არსებობს, ხოლო აგრარული ბაზრის გარეთ სარეალიზაციოდ გატანილი საქონლის კონტროლი მათ კონპენტენციაში არ შედის.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ზღვის გამოკვლევის შედეგები ცნობილია 19 06 19

ქიმიური და მიკრობიოლოგიური გამოკვლევების შედეგების მიხედვით, ფოთის სანაპირო ზოლში, ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია. ლაბორატორიულმა კვლევის ცენტრის წარმომადგენლებმა, დაახლოებით ორი კვირის წინ, ზღვის წყლის სინჯი ოთხი სხვადასხვა ადგილიდან აიღეს. როგორც ლაბორატორიული ცენტრის დირექტორმა განაცხადა, მთელი სეზონის განმავლობაში, ზღვის ხარისხობრივი მაჩვენებლის მონიტორინგი, თვეში სამჯერ განხორციელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი 18 06 19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, 21 ივნისის ჩათვლით ფოთისა და ყულევის სანაპიროზე წვიმიანი ამინდი დაფიქსირდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +26° მიაღწევს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში FLEX-ელთა კლუბი ჩამოყალიბდა 18 06 19

არასამთავრობო ორგანიზაცია „დიოსკურიაში“ ფოთელ “FLEX”-ელთა კლუბი ჩამოყალიბდა, სადაც ამ პროგრამაში გამარჯვებული ახალგაზრდები გაწევრიანდნენ. ორგანიზატორების განცხადებით, კლუბის შექმნა მიზნად ისახავს მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა “FLEX”-ით დაინტერესებულ მოსწავლეთათვის გამოცდილების გაზიარებას. შეხვედრას მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისეებიც ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მშვიდობის კორპუსის მოხალისე ჩამოვიდა 18 06 19

სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა და სამოქალაქო განვითარებისა და ინტეგრაციის ცენტრი, ერთობლივი პროექტის ფარგლებში ამერიკელ მოხალისეს მასპინძლობს, რომელიც მრავალ საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავს ფოთელ ახაგაზრდებთან ერთად. სამოქალაქო განვითარებისა და ინტეგრაციის ცენტრში არსებობს ინგლისური ენის ცენტრი, სადაც მოსწავლეები ეუფლებიან ინგლისურ ენას. მათ საშუალება აქვთ გაეცნონ ამერიკულ კულტურას და ამერიკელი ახალგაზრდების ცხოვრების წეს-ჩვეულებებს, რაშიც ორგანიზაციის თანამშრომლებს ამერიკელი მოხალისე დაეხმარება . იგი ივლისის თვიდან 2 წლის განმავლობაში აქტიურად შეუდგება საქმიანობას. სამოქალაქო განვითარებისა და ინტეგრაციის ცენტრი 2009 წლიდან ფუნქციონირებს, ამ დროის განმავლობაში 3500-ზე მეტმა ბენეფიციალმა გაიარა გადამზადება სხვადასხვა მიმართულებით. 15 ივლისიდან საზაფხულო სკოლისთვის რეგისტრაცია იწყება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცენტრალუბ ბიბლოთეკაში შეხვედრა გაიმართა 17 06 19

ქალაქ ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დისკუსია გაიმართა თემაზე – ,, საბჭოთა რეპრესიები საქართველოში”. დისკუსიის მოდერატორი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ზუგდიდის კოორდინატორი, არჩილ თოდუა გახლდათ. შეხვედრას მოსწავლე ახალგაზრდები და ბიბლიოთეკის თანამშრომლები ესწრებოდნენ. პროექტი, ღია საზოგადოების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს და მას ინტერნეტ გამოცემა ,,ლაივპრესი” ახორციელებს. დისკუსიები მთელი სამეგრელოს მასშტაბით გაგრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ტაეკვანდოს 3 მწვრთნელი დააკავეს 17 06 19

ფოთში, ტაეკვანდოს ღია ჩემპიონატზე სამი მწვრთნელი დააკავეს. ისინი ამ დრომდე ფოთის პოლიციის წინასწარი დაკავების საკანში იმყოფებიან. მათ ბრალს დღეს წაუყენებენ. ინციდენტი გუშინ, ტაეკვანდოს ფედერაციის პრეზიდენტის სულხან ბაბუაძის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მოხდა. ფედერაციის წევრების ნაწილი სულხან ბაბუაძეს არასწორ მენეჯმენტში ადანაშაულებს და მის გადაყენებას მოითხოვს. დაპირისპირება ჩემპიონატზე დაიწყო, რაც მოგვიანებით დარბაზის გარეთ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაკავებული მწვრთნელების ახლობლები ამ დრომდე პოლიციის შენობასთან იმყოფებიან. ისინი საპროცესო შეთანხმებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში აკადემიურ ნიჩბოსნობაში რეგატა ჩატარდა 17 06 19

ფოთში, მდინარე რიონზე ომარ ბერაიას სახელობის რეგატა აკადემიურ ნიჩბოსნობაში ჩატარდა, სადაც თბილისის, ქუთაისის, მცხეთის, აბაშის, კოლხი-2016-ის, ფოთის სპორტულ კლუბ ,,მალთაყვის’’ და ფოთის აკადემიური სასპორტო სკოლების ნიჩბოსანთა ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ. ფოთელებმა სამი ვერცხლის და ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

იხილე მეტი