სიახლე 

ფოთელი ძალოსნები საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან 14 02 19

ფოთელი ძალოსნები, საქართველოს ჩემპიონატში იასპარეზებენ, რომელიც თბილისში 24 თებერვალს გაიმართება. სამჭიდელთა კლუბი – „ფაზი 2011“-ის შვიდი სპორტსმენი ოქროს მედლის მოსაპოვებლად აქტიურად ემზადება. როგორც იქ აცხადებენ, აღნიშნულ შეჯიბრში 10 წლის, მათე აბაკელია მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები, მსოფლიო ჩემპიონატში იასპარეზებენ, რომელსაც უკრაინა მაისში უმასპინძლებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ფიზიკა მათემატიკის სკოლამ, მაშველებს თანადგომა გამოუცხადა 14 02 19

მდ. რიონის სანაპიროზე დაბანაკებულ სამაშველო ჯგუფს, ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა თანადგომა გამოუცხადეს და პროდუქტები მიუტანეს. მოზარდებმა მადლობა გადაუხადეს დაკარგული ბავშვის სამძებრო სამუშაოებისთვის, რომელიც დღემდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ 29 იანვარს, ფოთში, მდინარე რიონში, ხიდიდან 16 წლის მოზარდი გადავარდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, ბიჭი ხიდის მოაჯირზე ავიდა, ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ავტოფარეხს ცეცხლი გაუჩნდა 13 02 19

ფოთში, ერეკლე მეფის ქუჩაზე დაკეტილ ავტოფარეხს ცეცხლი გაუჩნდა. მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად შეძლეს. როგორც გაირკვა, ავტოფარეხში მხოლოდ საბავშო ეტლი და კარადა იყო. როგორც მეხანძრეებმა განაცხადეს, შიგნით ელეექტრო გაყვანილობა ვერ აღმოაჩინეს და ამდენად გაურკვეველია ხანძრის გაჩენა რამ გამოიწვია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ახალი საქართველოს უნივერსითეტში ქრისტიანულ ჰერმენევტიკაზე კონფერენცია გაიმართა 13 02 19

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფრილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი არქივის წარმომადგენლებმა, კონფერენცია ჩაატარეს, თემაზე „ქრისტიანული ჰერმენევტიკა – ისტორია და თანამედროვეობა“. მათი თქმით, ეს პირველი კონფერენციაა, რომელიც ქრისტიანულ ჰერმენევტიკას შეეხო. ჰერმენევტიკა არის თეორია, რომლის მიხედვით ტექსტი, სხვადასხვა ინტერპრეტაციით და გაგებით იშიფრება. კონფერენციის მიზანია, სტუდებტებმა უკეთ გაიგონ ქრისტიანული აზროვნების ტექსტები, ახალი მეთოდები შეიმუშაონ და შესაბამისი კვლევა-ძიება განაგრძონ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოში მალთაყვის განვითარების გეგმა განიხილეს 13 02 19

საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე, მალთაყვის სარეკრეაციო ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმა განიხილეს. აღნიშნულ დოკუმენტზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „ურბანიკა“ მუშაობს. განაშენიანების გეგმა რამდენიმე ზონებადაა დაყოფილი, ძირითადი აქცენტი სპორტული ტურიზმის განვითარებაზეა გაკეთებული. საკრებულოს წევრებმა გეგმის დეტალურად გაცნობის შემდეგ, გამოთქვეს შენიშვნა, რომელიც კერძო მესაკუთრეების ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეული შეზღუდვების მოხსნას ეხებოდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრი მორიგი პრემიერისთვის ემზადება 13 02 19

ფოთის თეატრი მორიგი პრემიერისთვის ემზადება. „დედობილი“ ასე ჰქვია თოჯინურ სპექტაკლს, რომელიც ქართული ხალხური ზღაპრების მიხედვით შეიქმნა. საბავშვო წარმოდგენა, ბათუმიდან მოწვეულმა რეჟისორმა, ზურაბ ცინცაძემ დადგა. ერთმოქმედებიან 40 წუთიან წარმოდგენაში 5 მსახიობი თამაშობს. მუსიკალური ნომრებით გაფორმებული სპექტაკლის შინაარსი ასეთია: საქათმეში მელიას ხშირი ვიზიტით შეწუხებული მამალი გადაწყვიტავს მისი თავიდან მოცილების მიზნით, დაუპატიჟებელ სტუმარს კვერცხები აჩუქოს. წიწილების გამოჩეკვის შემდეგ კი ყველაზე საინტერესო იწყება, მელია მათ შესაჭმელად ვერ იმაეტებს… პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ არის დადგენილი, წარმოდგენას პატარები უახლოეს დღეებში, ფოლკლორის ცენტრის დარბაზში იხილავენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერი ქალაქში მიმდინარე ინფრასტუქტურულ სამუშაოებს გაეცნო 13 02 19

ფოთში, საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა. როგორც ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, ამ ეტაპზე გათვალისწინებული იყო, დასავლეთ ტრიბუნის, შიდა და გარე კომუნიკაციების, გასახდელების, საშხაპეების, სათავსოების მშენებლობა და ტრიბუნის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. სტადიონზე მიმდინარე სამუშაოებს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, პირველ მოადგილესთან კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო. მათი ინფორმაციით, საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ელიტა ბურჯი“ ახორციელებს . პროექტის ღირებულება 2 013 317,99 ლარს შეადგენს. სტადიონი 6 000 მაყურებელზეა გათვლილი. ფოთის მერი, გოჩა კურდღელია, ასევე გაეცნო მალთაყვის უბანში, სტიქიის შედეგად მრავლსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის აღდგენით სამუშაოებს. როგორც მათ განაცხადეს,…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ,,კარტოფილის კერძების დღე” აღნიშნეს 12 02 19

„კარტოფილის კერძების დღე“, ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელიც მეექვსე კლასელებმა კარტოფილის კულტურას მიუძღვნეს. მოსწავლეებმა კარტოფილით მომზადებული სხვადასხვა ქართული თუ უცხოური კერძები წარმოადგინეს. მათ დამსწრე საზოგადოებას კერძების ისტორია და მომზადების წესი გააცნეს. ღონისძიება კულინარიული შეჯიბრით დასრულდა. დღის ბოლოს მოსწავლეებმა სახელდახელოდ მომზადებული კერძები, მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად, სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცს. ღონისძიება ფოთის, მე-12 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, საქართველოს ისტორიის გაკვეთილის ფარგლებში გამართეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა მოჭადრაკებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვეს 12 02 19

ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო კლუბში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი დასრულდა. ფოთელმა მოჭადრაკეებმა 8, 12 და 16 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, წარმატებით იასპარეზეს და 5 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. როგორც საჭადრაკო კლუბში აღნიშნეს, 16 წლამდე მოჭადრაკეთა ტურნირი ფიდეს რეიტინგით დაითვალეს. გამარჯვებულებმა, საქართველოს უმაღლესი ლიგის ტურნირის საგზური მოიპოვეს. საპრიზო ადგილის მფლობელები ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ და მერის მოადგილეებმა დააჯილდოვეს. ასევე, ოქროს მედლები მოიპოვეს ელენე წოწონავამ (16წ გოგონები), ანა სანიკიძემ (12წ გოგონები), 7-დან 7 ქულით გაგა გვასალიამ (8წ ჭაბუკები), მარიკა ბართაია (8წ გოგონები). ვერცხლის მედლების მფლობელები…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, მეთევზეებმა ახალი რეგულაციები გააპროტესტეს 12 02 19

ფოთში, მეთევზეებმა სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები გააპროტესტეს. ისინი კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობაში შეიკრიბნენ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დახმარება სთხოვეს. მათი განცხადებით, არსებული შეზღუდვების პირობებში, პალიასტომის ტბაზე თევზაობას ვერ ახერხებენ, ეს საქმიანობა კი უმრავლესობისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. „ჩვენი გულისტკივილი ის არის, რომ აგვიკრძალეს პალიასტომის ტბის ნაპირთან მიახლოება. 500 მეტრი მოშორდითო გვითხრეს. მე მოხუცი კაცი ვარ, მინდა ნაპირთან ახლოს ვიყო, მეშინია ღრმაში შესვლა, როცა ქარია სად უნდა წავიდე. ასევე გვაწუხებს მეორე პრობლემა, ბადეები იკარგება, ძალიან ხშირად მიდის ქურდობა. უმრავლესობა თევზაობით ვარჩენთ ოჯახს, სხვა შემოსავალი არ გვაქვს“ – განაცხადა მეთევზე დევიზ ესართიამ.…

იხილე მეტი