სიახლე 

ფოთში მასწავლებლები დააჯილდოვეს 18 10 18

ფოთში წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვეს ფოთში, მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, 2017-2018 სასწავლო წლის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოვების საზეიმო საღამო გაიმარა. სახელოვნებო სკოლის ბაღში, დაჯილდოვების ცერემონია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა. სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ფოთის მერიასთან ერთდ, საჯარო და დამოუკიდებელი სკოლების 65 წარმატებული პედაგოგი და დირექტორი დიპლომებით, სიგელებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვეს, იმ გაწეული წვლილსთვის რომელსაც მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ. ცერემონიაზე,  ზეინაბ ცანავას ხსოვნას  წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფონდი „ქველმოქმედი-2015“-ის სამი წლის იუბილე ფოთში 18 10 18

ფონი „ქველმოქმედი-2015“-ის სამი წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. საღამოს საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მაყურებლის წინაშე ადგილობრივ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად,აჭარის კონსერვატორიის მევიოლინე, დოდო დოლიძე გამოვიდა. ის ერთადერთი ქალბატონია, რომელიც თანაბარი წარმატებით 7 ინსტრუმენტზე უკრავს. ფონდი „ქველმოქმედი“ 2015 წლის 17 ოქტომბერს დაარსდა. მისი დამფუძნებლები არიან ზაზა გუნცაძე, მონიკა რუხაძე, ჯული ქილიფთარი და იამზე გორგოტაძე. ფონდი თავის საქმიანობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საკუთარი წესდების შესაბამისად ახორციელებს. სამი წლის განმავლობაში ფონდი 400-ზე მეტ თანაქალაქელს, საკვები პროდუქტით, შეშით,ტანსაცმლითა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით დაეხმარა.ასევე 24 თანაქალაქელს ჯამრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში შეეხიდა. ფონდი შემოწირულობებსა და გრანტებს, მისი საქმიანობით დაინტერესებული…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში დაიწყო პეტრე ზამბახიძეს თასის გათამაშება ფეხბურთში 18 10 18

დღეს, ფოთში სპორტის დამსახურებული მუშაკის, საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ კაპიტნის პეტრე ზამბახიძის თასის მოსაპოვებლად, „პარკი არენაზე“ ფეხბურთის, რეგიონალური ტურნირის პირველი ტური საზეიმოდ გაიხსნა. ტურნირი 2005 წელს დაბადებულ ბავშვებს შორის ჩატარდა. დღეს სამი მატჩი გაიმართა, ერთმანეთს ფოთის „კოლხეთი II“ და სენაკის „ეგრისი“ შეხვდა, თამაში 5:0 სენაკის სასარგებლოდ დასრულდა. სასპორტო სკოლა „ბათუმი“ ლანჩხუთის „გურიასთან“ ანგარიშით 5:0 დამარცხდა, ხოლო მარტვილის „დინამომ“ თამაში ხობის „კოლხეთთან“ ანგარიშით 2:1 დაასრულა. რეგიონალური ტურნირი, პეტრე ზამბახიძის ოჯახის ინიციატივითა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა. „კოლხეთის“ კაპიტნის, პეტრე ზამბახიძის თასის მოსაპოვებლად,…

იხილე მეტი
სიახლე 

19 ოქტომბერს ფოთში ნიკოლაძის საიუბილეო დასკვნითი ღონისძიება გაიმართება 17 10 18

ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 175 წლისთავთან დაკავშირებით, 19 ოქტომბერს ნიკოლაძის განახლებული კოშკი საზეიმო ვითრებაში გაიხნება. როგორც მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა განაცხადა, ღონსძიების ფაეგლებში, მთელი დღის მანძილზე ქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის აქტივობები ჩატარდება. ასევე ცენტრალურ პარკში 2 საათიდან ფესტივალი „ფუძეობის“ აღნიშვნა დაიწყება. ღონისძიება საღამოს გრანდიოზული კონცერტით დასრულდება. მაყურებლის წინაშე ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების შემდეგ, მომღერლები ლელა წურწუმია და მაკა ზამბახიძე წარსდგებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

გენდერი და პოლიტიკა” -დისკუსია ფოთში 17 10 18

ქალის როლი პოლიტიკაში, გენდერი და არჩევნები_ ამ თემაზე დღეს ფოთში დისკუსია გაიმართა. შეხვედრას პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლები და გენდერული საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. ორგანიზატორების განცხადებით დისკუსის მიზანი , საზოგადოების ნენბისმიერი ფენის გენდერული ცნობიერების ამაღლება და პოლიტიკური პარტიების მოტივირება იყო. შეხვედრა „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ ფოთის მედია ცენტრის ორგანიზებით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა

იხილე მეტი
სიახლე 

ღია კარის დღე ფოთის საზოგადოებრივ კოლეჯში 17 10 18

სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში ღია კარის დღე გაიმართა. დღეს სსიპ – საზოგადოებრივ კოლეჯ „ფაზისში“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართა, რომელიც კოლეჯის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ფაზისი “ ახალ სასწავლო წელს სხვადასხვა სიახლეებით იწყებს. მას ტურიზმის, ხელოვნების, ბიზნესის ადმინისტრირებისა და საინჟინრო მიმართულებებთან ერთად, თევზის მრეწველობასთან დაკავშირებით, სამი ახალი პროგრამა დაემატა. აქ მსურველებს შეუძლიათ ისეთ საჭირო სპეციალობებს დაეუფლონ როგორიცაა: ფერმერობა-მეთევზეობაში, თევზის გადამუშავება და ლაბორატორიული საქმე მეთევზეობაში. აღნიშნული პროგრამა „ათასწლეულის გამოწვევის“ საგრანტო პროექტის ფარგლებში ხორციელდება. ,,ფაზისი“ერთადერთი პროფესიული სასწავლო დაწესებულებაა ფოთში, რომელიც უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითაა აღჭურვილი. კოლეჯი ავტორიზებულია და ადაპტირებულია…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საოლქო კომისიაში ეთიკის კოდექს ხელი მოაწერეს 17 10 18

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებმა, კომისიის წევრთა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი. ეს პროცესი საქართველოს მასშტაბით ერთდროულად 2 საათზე გაიმართა. ეთიკის კოდექსის მიხედვით კომისიის წევრი ვალდებულია კანონის შესაბამისად იმოქმედოს.

იხილე მეტი
სიახლე 

სამბისტი ელიზბარ თურქია ფოთის მერმა დააჯილდოვა 17 10 18

ქალაქის მერმა მოჭიდავე ელიზბარ თურქიას დღეს წარმატება მიულოცა. მან ჭაბუკ სამბისტთა შორის მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა .შეჯიბრება რამდენიმე დღის წინ თბილისში გაიმართა, ელიზბარ თურქია 56 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

იხილე მეტი
სიახლე 

დასრულდა პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა 16 10 18

დღეს დასრულდა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა და ცესკოში არც ერთი განცხადება არ შესულა. ამრიგად 25-ვე კანდიდატი შეყვანილ იქნება საარჩევნო ბიულეტინში. ასევე ამოიწურა ამომრჩეველთ სიებში ცვლილებების შეტანის ვადაც

იხილე მეტი
სიახლე 

მხიარული სტარტები ფოთში 16 10 18

პედაგოგის დღესთან დაკავშირებით მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, დღეს სპორტის დარბაზში მხიარული სტარტები გაიმართა. სტარტებში ფოთის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები მონაწილეობდნენ. მასწავლებლები ერთმანეთს, სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ. საბოლოოდ გამარჯვებული პედაგოგები მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს. მხიარული სტარტები სპორტის, კულტურისა და განათლების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა

იხილე მეტი