სიახლე 

ფოთში ევროპული საქართველოს კანდიდატის პლაკატების დაზიანებას აპროტესტებენ 8 10 18

ფოთში „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, განცხადება გაავრცელეს. მათი თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის საარჩევნო პლაკატებზე, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატები გადააკრეს. ირაკლი დუნდუას მტკიცებით, აღნიშნული ფაქტი ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ არის ჩადენილი და პასუხისმგებლობას, მმართველ გუნდს აკისრებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მორაგბეები ბოლნისის “ყოჩებთან” დამარცხდნენ 8 10 18

ფოთში, პარკი არენაზე, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პიველი ლიგის სეზონის პირველი კალენდარული მატჩი გაიმართა, სადაც ფოთელმა „ კოლხმა რაინდებმა“ ბოლნისის „ყოჩებს“ უმასპინძლა. გათამაშების ლიდერთან შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა და სტუმრების უპირატესობით წარიმარტთა. ფოთელებმა მხოლოდ ერთხელ შესძლეს მეტოქის ჩათვლის მოედანის დალაშქვრა და საბოლოო დიდი ანდარიშით 47:7 დამარცხდნენ შემდეგი თამაში 13 ოქტომბერს ქუთაისში გაიმართება, სადაც „კოლხი რაინდები“ ქუთაისის „ბაგრატს“ შეხვდება. ასევე 13 ოქტომბერს ბე ლიგის გუნდი თბილისში მერიის თასის გათამაშებაზე საასპარეზოდ გაემგზავრება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოსწავლე ნინო ფაჩუაშვილი სტუმრად ტელეკომპანია “გურია-ტვ”-ში 05 10 18

ფოთელი, მეთორმეტე კლასელი ნინო ფაჩუაშვილი     ტელეკონპანია “გურია-ტვ”-ს  ესტუმრა . ნინომ ,, მომავალ ლიდერთა ,, გაცვლითი პროგრამა   – ფლექსის შესახებ  შარშან ინგლისურის მასწავლებლისგან შეიტყო.  დაინტერესდა და   სამ ეტაპიან კონკურსში მიიღო მონაწილეობა. სამივე ეტაპი წარმატებით გაიარა აღნიშნულ პროგრამას სრულად ამერიკის შეერთებული  შტატების  სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიურო აფინანსებს. ფლექსის  პროგრამა უკვე 25- ე წელია  წარმატებით მუშაობს პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის და მოზარდებს საშუალებას აძლევს  გაეცნონ ამერიკულ კულტურას, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახთან ერთად. ამერიკულმა ოჯახმა  ნინო თბილად მიიღო. განსაკუთრებული ურთიერთობა მის თანატოლ ოჯახის წევრთან დაამყარა, რომელსაც დღესაც დას ეძახის და…

იხილე მეტი
სიახლე 

“ევროპული საქართველოს” ფოთელი წარმომადგენლები პლაკატების ჩამოხევას აპროტესტებენ 5 10 18

ფოთში „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის საარჩევნო პლაკატები ჩამოხიეს. „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგაანიზაციის წარმომადგენლები, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას, მმართველ გუნდს აკისრებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მასწავლებლის დღის აღსანიშნავად ემზადებიან 5 10 18

5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 5 ოქტომბერს პედაგოგები პროფესიულ დღესასწაულს ზეიმობენ. დღეს ფოთის საჯარო და კერძო სკოლებში, მასწავლებლებს თავიანთმა მოსწავლეებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ფოთის რესურს ცენტრის უფროსის, გოჩა ქორქიას თქმით, 17 ოქტომბერს ფოთის, განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით ქალაქში პედაგოგებისადმი მიძღვნილი კულტურული ღონისძიება, გაიმართება, სადაც 2017 წლის საუკეთესო მასწავლებლები სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდევიან

იხილე მეტი
სიახლე 

პროტესტის ნიშნად გადაკეტილი გზა ფოთში 05 10 18

ფოთში, ჭავავაძის ქუჩაზე აქცია გაიმართა. ადგილობრივებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. მათ ახლოს მდებარე „კავკასიური მეტალის ტერმინალის“ მუშაბა გააპროტესტესტეს, რადგან როგორც ისინი ამბობენ, ტერმინალის მუშაობის პროცესში წარმოქმნილი მტვერი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ადგილობრივები, პრობლემის უმოკლეს ვადებში მოგვარებას ან სხვა ადგილას გადასახლებას მოითხოვენ. კომპანიის ადმინისტრაციაში ტვირთის მავნებლობას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ საწარმო სტანდარტების შესაბამისად მუშაობს. ჭავავაძის ქუჩის მაცხოვრებლები, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პერმანენტული აქციებით იმუქრებიან

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის “კოლხეთი1913” “ჩიხურასთან” დამარცხდა 5 10 18

დღეს ფოთის პარკი არენაზე, საქართველოს ჩემპიონატის მორიგი კალენდარული მატჩი ფეხბურთში გაიმართა. ფოთის „კოლხეთმა“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა. თამაში სტუმრების უპირატესობით დაიწყო და მათ მეტოქის კარში გოლი მესამე წუთზე გაიტანეს. „ჩიხურამ“ უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა და საბილოოდ „კოლხეთი“ ანგარიშით 1:0 დამარცხდა. ფოთის „კოლხეთი“ სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა და უმაღლესი ლიგის დატოვების საშიშროების წინაშე დგას

იხილე მეტი
სიახლე 

ქართველი მოგზაურის ვიზიტი ფოთის იახტკლუბში 5 10 18

რამდენიმე დღის წინ ფოთის ნავსადგურს, ქართველი მოგზაური, გიორგი ვადაჭკორია, შვედეთის წარმოების, საოკოანო საცურაო აფრიანი ნავით, 48 ფუტიანი ჰაიდელ გრასით მოადგა. მან მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობის სტარტი 2 აგვისტოს პორტუგალიის ქალაქ ლაგოშიდან, თავის შვილთან, ლუკა ვადაჭკორიასთან ერთად აიღო და საქართველოში მოსვლამდე 2750 საზღვაო მილი გაიარა.  ქართველი მოგზაურის თქმით ისეთი ტრადიციების მქონე ქალაქში, როგორიც ფოთია იახტკლუბის არსებობა აუცილებლობას წარმოადგენს და ფოთის იახტკლუბის უფროსის, მიშა კილასონიას დახმარება რომ არა ის პორტში საერთოდ ვერ შემოვიდოდა.  გიორგი ვადაჭკორიას თქმით, მოგზაურობის გარკვეულ ეტაპზე, ფოთის იახტკლუბის წევრი, ირაკლი ყურაშვილი გაუწევს მეგზურობას. ის სტარტს ფოთიდან, უახლოეს დღეებში აიღებს და…

იხილე მეტი
სიახლე 

გამოკითხვა ფოთში 4 10 18

მიიღებენ თუ არა მონაწილეობას 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებში, არიან თუ არა ინფორმირებულნი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, ჰყავთ თუ არა თავიანთი კანდიდატი და გადაამოწმეს თუა არა საკუთარი თავი საარჩევნო სიებში, – ამ კითხვებით დღეს სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღამ“ ფოთის მოსახლეობას მიმართა. როგორც გაირკვა, გამოკითხულთა უმრავლესობა მზად არის საკუთარი არჩევანი გააკეთოს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ამინდის პროგნოზი 4 10 18

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით , ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლზე ამინდის გაუარესება დღეს საღამოს საათებიდანაა მოსალოდნელი.გაძლიერდება დასავლეთის ქარი, ზღვის ღელვა 5 ბალამდე მოიმატებს.

იხილე მეტი