სიახლე 

ფოთში სოხუმის დაცემის დღეს აღნიშნეს 27 09 18

სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოების და პოლიტიკური  პარტიების წარმომადგენლებმა, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს,ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მოგვიანებით, საკათედრო ტაძარში, აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოჭადრაკეები საქართველოს გუნდური ჩემპიონატისთვის ემზადებიან 26 09 18

ფოთის საჭადრაკო კლუბ „ნანას“ მოსწავლეები სამეგრელოს ნაკრების შემადგენლობაში,სწრაფ ჭადრაკში, საქართველოს გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის ემზადებიან, რომელიც ქალაქ ბათუმში 29- 30 სექტემბერს გაიმართება. დღეს, მოჭადრაკეებმა საბოლოო შეკრება გამართეს და სპეციალურად მათთვის მოწყობილ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა.

იხილე მეტი
სიახლე 

“გახდი ბილიველი”-მსურველთა რეგისტრაცია დაწყებულია 26 09 18

“გახდი ბილიველი“ ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი „ბილივი“ უკვე მეხუთე წელია ფოთელი მოსწავლე ახალგაზრდებისთვის ატარებს. ფონდის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვების, მოხუცებისა და ოჯახების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და მოსწავლე-ახალგაზრდების ცხოვრება გაუმჯობესდეს.პროექტის პარტნიორი და მხარდამჭერია ,,ბილივის” ერთგული მეგობარი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი”. ფონდი “ბილივი” არის არაკომერციული, არაპოლიტიკური, დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც 2014 წლიდან დაფუძნდა დასავლეთ საქართველოში საქველმოქმედო, კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდასაჭერად. ფონდის მიზანია გაუმჯობესდეს სოციალურად დაუცველი ბავშვების, მოხუცებისა და ოჯახების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და მოსწავლე-ახალგაზრდების ცხოვრება.

იხილე მეტი
სიახლე 

მალთაყვის განვითარების გეგმის საჯარო განხილვა ფოთში 26 09 18

ფოთის ადმინისტრაციული შენობის დარბაზში, მალთაყვის რეკრეაციული სივრცის განვითარების გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტი შ.პ.ს „ურბანიკას“ დირექტორმა ირაკლი მურღულიამ წარმოადგინა. როგორც მან განაცხადა მალთაყვაში დაგეგმილია ტურისტული, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება. მისი თქმით, ძირითადი აქცენტი სასტუმროების და სპორტული ბაზების მშენებლობაზე გაკეთდება, რაც მალთაყვის სანაპირო ზოლის აქტიურ განვითარებას შეუწყობს ხელს. შპს „ურბანიკამ“ მალთაყვის რეკრეაციული სივრცის განვითარების პროექტი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით შეიმუშავა.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 25 09 18

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლზე ამინდი დღეს ღამის საათებიდან გაუარესდება, გაძლიერდება დასავლეთის ქარი და 8-13 მ/წმ სიჩქარით იქროლებს. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექით.

იხილე მეტი
სიახლე 

საჭადრაკო ტურნირი ფოთში 25 09 18

საჭადრაკო კლუბ „ნანაში“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ამჯერად კლუბს 60 მოსწავლე დაემატა და შესაბამისად ოთხი ახალი ჯგუფი გაიხსნა. საჭადრაკო სკოლაში სულ 140- ზე მეტი ბავშვი დადის. კლუბის ხელძღვანელების განცხადებით, მსურველთა მიღება გრძელდება. ცნობისათვის,საჭადრაკო კლუბი „ნანა“ 1987 წლიდან ფუნქციონირებს. საჭადრაკო სკოლის მოსწავლეები,სამეგრელოს ნაკრების შემადგენლობაში,სწრაფ ჭადრაკში, საქართველოს გუნდურ ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 29-30 სექტემბერს ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის პარალელურად იმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი სამბისტების წარმატება 25 09 18

ხაშურში,ჭიდაობა სამბოში საქართველოს პირველობა ჭაბუკებში, ფოთელი სპორტსმენების წარმატებით დასრულდა. ფოთელებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. პირველი ადგილი 56კგ წონით კატეგორიაში ელიზბარ თურქიამ მოიპოვა. მეორე ადგილი 75 კგ წონით კატეგორიაში _ ბექა სანაიამ, ხოლო მესამე ადგილები, სხვადასხვა წონით კატეგორიაში დათო დგებიამ,ირაკლი შეყილაძემ, და ვიტალი ქუთათელაძემ დაიკავეს. ჩემპიონატში 300-ზე მეტი მოჭიდავე ასპარეზობდა. ელიზბარ თურქიამ ამ გამარჯვებით, მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზია მოიპოვა, რომელიც ოქტომბერის თვეში თბილისში გაიმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

მიდიან თუ არა არჩევნებზე ფოთელები. გამოკითხვა 25 09 18

მიიღებენ თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში და რა მოლოდინი აქვთ, – ამ კითხვებით დღეს სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღამ“ ფოთის მოსახლეობას მიმართა. როგორც გაირკვა ადგილობრივების უმრავლესობა არჩევნებში წასვლას გეგმავს, ხოლო მოლოდინთნ დაკავშირებით არაერთგვაროვანი პოზიცია დააფიქსირეს. შეგახსენებთ რომ საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება გეგმიურად შეეზღუდა 25 09 18

დღეს ფოთის რამდენიმე უბანს ელექტრო ენერგია არ მიეწოდებოდა, მათ შორის რუსთაველის რკალისა და მშვიდობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებს. თუ რატომ შეუწყდათ ელ. ენერგიის მიღბა ფოთის მოსახლეობას, სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“ „ენერგო პრო ჯორჯიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ეკა ურიდიას დაუკავშირდა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ნიჩბოსნობაში საქართველოს თასის გათმაშების მესამე ეტაპი გაიმართა 24 09 18

ფოთში ორი დღის მანძილზე ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით საქართველოს თასისის გათამაშების მესამე ეტაპი მიმდინარეობდა. შეჯიბრში საასპარეზოდ გოგონათა და ვაჟთა გუნდები გამოდიოდნენ. გათამაშებაში საქართველოს გუნდებთან ერთად აზერბაიჯანიდან ჩამოსული ნიჩბოსნებიც მონაწილეობდნენ

იხილე მეტი