სიახლე 

ფილოსოფიური საუბრები ლირა კეკელიძისთან ერთად

31 მარტს ფოთში საბიბლიოთეკო გაერთიანების ლიტერატურული სალონ „გულის სამელნეში“, ფილოსოფიური საუბრების ციკლის საფინალო შეხვედრა გაიმართა. ლირა კეკელიძემ მსმენელებს ლექცია ავსტრიელი ფსიქოთერაპევტის და ფილოსოფოსის ვიქტორ ფრანკლის ნაწარმოების \”უთხარი ცხოვრებას დიახ!\” შესახებ ჩაუტარა. საუბარი ეძღვნებოდა ადამიანებს რომლებმაც საკუთარი „მეს“ შენარჩუნება და საკუთარი ცხოვრების აზრის პოვნა შეძლეს. დისკუსია 1972 წელს გამართული ვიქტორ ფრანკლის ცნობილი ლექცის განხილვით დასრულდა. ლიტერატული სალონი ახლო მომავალში ოთარ ჭილაძის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ-მუსიკალურ ღონისძიებას გეგმავს.

იხილე მეტი
სიახლე 

აზიური ფაროსანას მინიტორინგი კახეთში

1300 სპეციალური დამჭერი ხაფანგი- აზიური ფაროსანას წინააღმდეგ აქტიური სამუშაოები დაიწყო კახეთშიც. რეგიონში სპეციალური მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება მიმდინარეობს. ხაფანგი მეშვეობით მოხდება მავნებლის იდენტიფიცირება გავრცელების არეალის დადგენა და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებები შედეგების მიხედვით დაიგეგმება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი განცხადებით, მავნებელთან ბრძოლისას მნიშვნელოვანია მისი გავრცელების დროულად იდენტიფიცირება.

იხილე მეტი
სიახლე 

აზიური ფაროსანას წინააღდეგ შეწამვლა აპრილის მეორე ნახევრიდან დაიწყება

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამლითი სამუშაობი სავარაუდოდ აპრილის მეორე ნახევრიდან ან მაისის თვიდან დაიწყება, ეს მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მონიტორინგის შედეგებზე.- ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოსმცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ნიკა მესხის განმარტებით, საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია მონიტორინგის პროცესი, რაც პირველ რიგში მისი გავრცელების არეალის დადგენასა და იმ ვადის განსაზღვრას გულისხმობს, თუ როდის უნდა ჩატარდეს შეწამვლითი ღონისძიებები. ასევვე აუცილებელია მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მოსახლეობის ჩართულობა.სურსათის

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 2 აპრილს \\

2 აპრილს 15:00 საათზე ფოთის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ 2017-2018 გაიმართება. მეორე ეტაპზე გადასულ 72 მოსწავლეს შორის ფოთის „ეტალონ მოსწავლე“ შეირჩევა, რომელიც ავტომატურად ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალის მონაწილე გახდება და სხვა მუნიპალიტეტების ,,ეტალონ მოსწავლეებს’’ შორის ფოთის სახელით იბრძოლებს ,,საქართველოს ეტალონი მოსწავლის’’ ტიტულისათვის. კონკურსის პირველ ეტაპზე ყველა სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართული. მათ სპეციალური ტესტირება სკოლებში ,,ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად გაიარეს, კონკურსის მეორე ეტაპზე გადასვლის შანსი კი ქულების საშუალო მაჩვენებლის გათვალისწინებით მხოლოდ 72 მოსწავლემ მიიღო.

იხილე მეტი
სიახლე 

ერთიან ეროვნულ გამოცდებში რეგისტრაცია დასრულდა

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტების და მასწავლებლების მსურველებთა რეგისტრაცია 5 მარტს დაიწყო და დღეს დასრულდა. აბიტურიენტებს შეეძლოთ ზუსტად მიეთითებინათ სასურველი საგამოცდო ქალაქი, რადგან ხვალიდან მათ უკვე აღარ ექნებათ ამის შესაძლებლობა.

იხილე მეტი
სიახლე 

კოლხი რაინდების მორიგი გამაჯვება

დღეს პარკი არენაზე ბ ლიგის მატჩი გაიმართა სადაც ფოთის კოლხი რაინდების მორაგბეები ხაშურელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 24:10 დაამარცხეს მორიგ მატჩს კოლხი რაინდები სურამში 12აპრილს გამართავენ

იხილე მეტი
სიახლე 

28 წელი “კოლხეთი“-“დინამოს“ პირველი მატჩიდან

ზუსტად 28 წლის წინ, დინამო არენაზე 100 000 მაყურებლის თანდასწრებით გაიმართა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის გახსნის ცერემონია და პირველი მატჩი, სადაც ერთმანეთს საქართველოს ორი საუკეთესო კლუბი, თბილისის \”დინამო\” და ფოთის \”კოლხეთი 1913\” დაუპირისპირდა. მატჩი ფოთელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა-ერთადერთი გოლი დინამოს კაპიტანმა გელა კეტაშვილმა საკუთარ კარში გაიტანა.
ამ ისტორიული მატჩს მონაწილეები ემოციებით იხსენებენ.
დღეს კი „კოლხეთი 1913“ პრობლემების წინაშეა. სტადიონის მშენებლობის დასრულებამდე გუნდს საშინაო მატჩების გამართვა მეზობელ ქალაქებში უწევს, ვარჯიშებს კი რაგბის სტადიონზე ატარებენ.
„კოლხეთის“-ს გულშემატკივარი კი სტადიონის მშენებლობის დასრულებას ელოდება და იმედი აქვს რომ საკუთრი კედლები გუნდს თამაშის გაუმჯობესებაში დაეხმარება

იხილე მეტი
სიახლე 

ხალი სპეციალობების პრეზენტაცია ფოთის კოლეჯში

საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი,“ 10 აპრილიდან ახალ ავტორიზებულ სპეციალობებზე მიიღებს სწავლის მსურველებს: ფერმერობა მეთევზეობაში, გადამუშავება და ლაბორატორიული საქმე მეთევზეობაში, სამივე პროფესია საჭირო და აქტუალურია ქალაქისათვის.
ახალი ლაბორატორიებისა და სასწავლო კაბინეტის გახსნას კოლეჯში ფოთისა და ხობის ეპისკოპოსი მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, მერის მოადგილეები მამუკა პაპასკირი და გიორგი ფარეშიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

პენსიონერთა კავშირ “ბერბერას“ აქცია ფოთში

გუშინ კუნძულის უბნის სანაპიროზე ფოთის პენსიონერთა კავშირ „ბერბერას“ წევრებმა აქცია გამართეს, ლოზუნგებით:არა შეთხზული და ჩადებული საქმეებიტ უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრებას არა დაშინებას, საქმის კეთება სუფთა ხელებით, მოვუაროთ ქალაქს, მოვუაროთ ქვეყანას. ამ ფორმით მათ სალომე მიქაძის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრეს.

იხილე მეტი
სიახლე 

“თანაზიარი“ ფოთში პროექტის განხორციელებას იწყებს

რასამთავრობო ორგანიზაცია „თანაზიარმა“ ფოთში ასოციაცია „დიოსკურიას“ ოფისში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაცია წარადგინა. რომლითაც ისი აპირებენ:შშმ პირების მომვლელთა დახმარებას, პეტიციების შედგენა-დარეგისტრირებასა და სხვა აქტივობების განხორციელებას.

იხილე მეტი