სიახლე 

ბლიც ტურნირი ფოთის საჭადრაკო კლუბში Ana Jaxaia

ფოთის საჭადრაკო კლუბში, ფოთელი მოჭადრაკის, სპორტის ოსტატობის კანდიდატის, ფარვიზ ჩაჩიბაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ბლიც ტურნირი გაიმართა. რომელშიცფოთის,სენაკის,ხობის და მარტვილის 30-მდე მჭადრაკე მონაწილეობდა. ბლიც ტურნირში პირველი ადგილი გიორგი გამზარდიამ დაიკავა,მეორე ადგილი _ დათო კოდუამ, ხოლო მესამე ადგილი _ გოჩა ჩაჩუამ. ათ წლამდე მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო იყო კახაბერ კიზირია,ვეტერან მჭადრაკეთა შორის კი სენაკელი ზურაბ ლიფონავა.

იხილე მეტი
სიახლე 

სამეცნიერო კონფერენცია ახალი საქართველოს უნივერსიტეტში. 18 დეკემბერი, 2017

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ,ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში,გაიმართა სამეცნიერო კონფერენციათემაზე: ქრისტიანული ფლოსოფიის კლასიკოსები _ ნეტარი ავგუსტინე.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერი გოჩა კურდღელია თევზის გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა

ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია თევზის გადამამუშავებელი საწარმოების შპს „აისბერგ-2“-ის, შპს “შავი ზღვის პროდუქტები“-სა და შპს „მადაის“ ხელმძღვანელებს შეხვდა. საუბარი ქარხნების სამუშაო და პროდუქციის ტრანსპორტირების პროცესში ტექნიკური ნორმებისა და სტანდარტების დაცვას შეეხო.
ქალაქის მერი მზადაა ერთობლივი ღონისძიებების გასატარებლად ,რათა დაჩქარდეს პრობლემის მოგვარება . შეხვედრაზე განიხილეს ყველა ფაქტორი, რაც ხელს უშლის თევზის გემებიდან დროულად გადმოტვირთვას, ქარხნებამდე ტრანსპორტირებას და მის დამუშავებას.

იხილე მეტი
სიახლე 

წინა საახალწლო სამზადისი ფოთში

ფოთი ახალ წელს განსაკუთრებულად შეხვდება,ეს განცხადება „მეცხრე ტალღასთან“ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ინგა მასხულიამ გააკეთა.როგორც ის ამბობს,ფერადი, სადღესასწაულო ახალი განათებები, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და მთავარ ხიდზე დამონტაჟდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მოსწავლეებმა აქცია- მსვლელობა გამართეს

„არა ძალადობას“ ამ ლოზუნგით დღეს თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა გიმნაზიის მოსწავლეებმა აქცია- მსვლელობა გამართეს.ბავშვებმა პროტესტი გამოთქვეს არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულებების წინააღმდეგ.როგორც სკოლის დირექტორმა თამარ ფაჩულიამ განაცხადა, მოზარდებში აგრესიას კულტურის დაბალი დონე და გაუნათლებლობა იწვევს.

იხილე მეტი
სიახლე 

კოლხეთის ეროვნული პარკის “ნორჩი ელჩები“

ვინ არის ლიდერი და რა ტიპის ლიდერები არსებობენ, ამ თემაზე დღეს კოლხეთის ეროვნული პარკის ნორჩ ელჩებს ტრენინგი ჩაუტარდათ. ბავშვებმა სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა და საინტერესო დისკუსია გამართეს.

იხილე მეტი
სიახლე 

აშშ-ს საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის პრეზენტაცია ფოთში

„მეცხრე ტალღის“ ოფისში აშშ-ს საელჩოს მიერ გამოცხადებული დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ამერიკის საელჩოს გრანტების პროგრამის მენეჯერის განცხადებით, საელჩო სამი მიმართულების პროექტს დააფინანსებს, თითოეული პროექტისთვის მაქსიმალური თანხა 25,000 დოლარია განსაზღვრული. როგორც მენეჯერი ამბობს,კონკურსში მონაწილეობის მიღება არასამთავრობო, არაკომერციულ, საგანმანათლებლო და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს მე5 მოწვევის სხდომა

ფოთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების ადგილები განისაზღვრება. ეს გადაწყვეტილება დღეს საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. დადგენილების მიხედვით შშმ პირებზე საცნობი ნიშნის გაცემა მხოლოდ მერს ან მერის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია. ხოლო ამ ნიშნის განთავსება ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებაზე იქნება შესაძლებელი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა მოკრივემ ევროპის ჩემპიონატზე მ-3 ადგილი დაიკავა

ფოთელმა მოკრივემ ბადრი ხუციშვილმა ევროპის ჩემპიონატში მესამე, საპრიზო ადგილი დაიკავა.ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის ანტალიაში გაიმართა, რომელშიც 33 ქვეყნის სპორტსმენი ასპარეზობდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერიაში სტრუქტურული რეორგანზაცია მიმდინარეობს

ფოთის მერიაში სტრუქტურული რეორგანზაცია მიმდინარეობს.ამის შესახებ „მეცხრე ტალღას“ ვიცე მერმა მამუკა პაპასკირმა განუცხადა, მისი თქმით ეს პროცესი სამსახურების უფრო ეფექტური მუშაობის მიზნით დაიგეგმა. რეორგანიზაციის დასრულების ბოლო ვადა 22 დეკემბერს იწურება.

იხილე მეტი