სიახლე 

დღეს „წითელი პარასკევია“ 30 04 21

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს საეკლესიო მსახურებაზე იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებენ. წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ტაძრებში არ სრულდება წირვა . გარდამოხსნის რიტუალი შუადღის ორ საათზე დაიწყება. ეს დღე ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად დააწესა, როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს, იესოს მოძულე მღვდელმთავრებმა იუდას შემწეობით შეიპყრეს იგი და წარუდგინეს ურიასტანის მმართველს პონტოელ პილატეს და მისი ჯვარცმა ითხოვეს. იგი გოლგოთის მთაზე აიყვანეს, სადაც ებრაელები დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ, მაშინ პასექის დღესასწაული იყო და ერთი დასასჯელის განთავისუფლება შეიძლებოდა, პილატემ ავაზაკი ბარაბა გამოიყვანა და იკითხა: რომელი გავანთავისუფლოთო? ხალხმა ბარაბას…

იხილე მეტი
სიახლე 

აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება 30 04 21

ფოთში 2020 წელს აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე, N14, N16 და N21 ბინების რეაბილიტაცია დაიწყო. განხორციელდა დაზიანებული ფილების დემონტაჟი, რის შემდეგაც ფასადების მოწესრიგების მიზნით საპროექტო დოკუმენტაცია იქნა შესყიდული.როგორც ჩვენთან საუბარში, ფოთის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იაგო რომანაშვილი განმარტავს, გამოცხადებულია ტენდერი და მიმდინარე თვის ბოლოს ხელშეკრულება გაფორმდება.შეგახსენებთ რომ, აღნიშნული ბინების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 380 000 ლარს აღემატება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ახალი საწარმო გაიხსნა 29 04 21

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, სპორტული შლემების მწარმოებელი ქარხანა „ფარგინი“ გაიხსნა, რომელმაც პანდემიის მიუხედავად შეძლო საწარმოო პროცესის სრულად გამართვა, შესაბამისი მანქანა-დანადგარებით უზრუნველყოფა, ადგილობრივი კადრების მოძიება და გადამზადება. საწარმოში იკერება კარტინგის ჩაფხუთის ქვეშ გამოსაყენებელი შლემები, რომლის ექსპორტი განხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებში, როგორც ქართული ნაწარმი. ტექსტილის ფაბრიკაში პოლონური ინვესტიციით განხორციელდა 1 მლნ-მდე ლარის ინვესტიცია და დასაქმდა 25 ადგილობრივი პირი. აღსანიშნავია,ის ფაქტი,რომ საწარმო მომავალში სხვადასხვა სპორტული აქსესუარების შეკერვას და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდას გეგმავს

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს შ.შ.მ. პირებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ 29 04 21

დღეს, ფოთში არსებულმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კავშირმა, „იტელექტ პლიუსმა„ მცირეწლოვან შშმ ბავშვებს სააღდგომო ნობათი გადასცა, ორგანიზატორთა  განცხადებით მსგავსი სახის აქციები ყოველწლიურად იმართება. „ჩვენ ყოველ სადღესასწაულო დღეებში ვახორციელებთ მსგავსი სახის აქციებს, რომ გავახაროთ პატარები და დღესაც მორიგი აქცია გავმართეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით“-ჩვენთ5ან ინტერვიუში შშმ პირთა „ინტელექტ პლიუსის“ წევრმა იზოლდა მიროლაშვილმა აღნიშნა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ორგანიზაცია სააღდგომო ნოიბათის მიწოდებით დღეს 30-მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს დაეხმარა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში COVID -19 ის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 29 04 21

საქართველოში კორონავირუსის 1 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომელთა იმუნიზაციის პროცესი ადგილობრივ კლინიკებში აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მასწავლებელთა და სკოლის პერსონალის ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება. მსურველები რეგისტრირდებიან ინდივიდუალურად, ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე. 150 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში. რთული ვითარებაა ინდოეთში, სადაც ყოველდღიურად კოვიდი 300 ათასზე მეტ ადამიანს უდასტურდება და 3 ათასზე მეტი იღუპება.ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებს ინდოეთის დროულად დატოვებისკენ და ქვეყანაში გამგზავრებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.სრული ლოკდაუნისთვის ემზადება თურქეთი, სადაც მკაცრი…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება 29 04 21

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი სივრცეები და საბავშვო მოედნები, გარე განათების სისტემა, ღია სასცენო ნაგებობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის მწვანე ნარგავებით შევსება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ახალი შადრევნების მოწყობა და სხვა ღონისძიებები.  ფოთის ცენტრალური პარკი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ობიექტია. პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს განახლებული დასვენებისა და გართობის კერა ექნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სოციალური მომსახურების ცენტრის ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ 29 04 21

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს სოციალური მომსახურების ცენტრის ბენეფიციარებს სხვადასხვა საკვები პროდუქტებით სავსე კალათები გადაეცათ. პროდუქტის დარიგება კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, არსებული ყველა რეგულაციის დაცვით მიმდინარეობდა. სოციალური მომსახურების ცენტრი ყოველდღიურად 350 ბენეფიციარს ემსახურება. აღნიშნული აქცია 2დღის განმავლობაში გაგრძელდება ის ფოთის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

იხილე მეტი