სიახლე 

დღეიდან ფოთში იმუნიზაციის პროცესი დაიწყო 05 05 21

ფოთში დღეს პირველად იმუნიზაციის პროცესი დაიწყო. ვაქცინაცია ევექსის კლინიკების ფოთის პოლიკლინიკაში მიმდინარეობს. მსურველები ჩინური ,,სინოფარმით” იცრებიან. მედიკოსების ინფორმაციით მოსახლეობის აქტივობა მაღალია.პოლიკლინიკა სადაც ვაქცინაცია მიმდინარეობს, პირველადი დახმარებისთვის სრულადაა აღჭურვილი.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 04 05 21

4 მაისს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში 5 მაისის დილამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 6 მაისის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.ოთხშაბათს, 5 მაისს ფოთში  +11°  + 16° გრადუსი სითბო გველოდება, უმეტესად ღრუბლიანი დღეა მოსალოდნელი, დროგამოშვებით იწვიმებს.ხუთშაბათს 6 მაისს + 12° +  23° გრადუსი  სითბო გველოდება,უმეტესად მზიანი დღე გველოდება.პარასკევს 7 მაისს  +12°   +19° სითბო იქნება…

იხილე მეტი
სიახლე 

2 მაისს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასაწაულს აღნიშნავადა 04 05 21

აღდგომა — უმთავრესი დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის კარიბბჭე. ,,ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა’’. ამ დღეს 23:00 საათიდან საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა–ლოცვა იწყება, რომელიც დილამდე გრძელდება. ქრისტიანები ერთმანეთს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეს ულოცავენ სიტყვებით „ქრისტე აღსდგა! — ჭეშმარიტად აღსდგა!“ ფოთის საკათედრო ტაძარში სააღდგომო წირვა რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა, რამაც ხელი შეუშალა კორონავირუსის გავრცელებასა და შეუწყო მობილობის შემცირებას, აღნიშნულ თემაზე მეუფე გრიგოლმა ქადაგებაშიც ისაუბრა. ქადაგება ქადაგების შემდეგ…

იხილე მეტი
სიახლე 

4 – დან 11 მაისის ჩათვლით საქართველოში უქმე დღეები ცხადდება 04 05 21

საქართველოს მასშტაბით, დღეიდან 11-მაისამდე უქმე დღეები ცხადდება, აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, კორონავირუსის გავრცელების შეჩერებისა და მობილობის შემცირების მიზნით მიიღო, 12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს,დაშვებულია მხოლოდ საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება. ამასთან უქმე დღეებში არ მუშაობს არცერთი საჯარო დაწესებულება: მერია, საკრებულო, სკოლები, ბაღები, უმაღლესი სასწავლებლები, სამინისტროები , ამასთან ზოგიერთი  კერძო დაწესებულებაც, თუმცა  აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ უქმე დღეებში მომხმარებლებს შეუფერხებლად მოემსახურება იუსტიციის სახლები, ამასთან აკრძალულია სასაფლაოებზე გასვლა და ძალაში რჩება  21:00 დან  05:00 მდე გადაადგილების შეზღუდვაც.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 04 05 21

საქართველოში კორონავირუსის 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ამირან გამყრელიძემ ჩინური „სინოფარმი“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთა. 27 აპრილიდან დღემდე სინოფარმით აცრის სურვილი 15 ათასამდე მოქალაქემ გამოთქვა. საერთო ჯამში, ქვეყანაში ამ ეტაპზე “სინოფარმის” 100 000 დოზაა შემოტანილი. ქვეყანა ახლა „ფაიზერის“, „ასტრაზენეკისა“ და „სინოფარმის“ დამატებით დოზებს ელოდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვერნებელი გაზრდილია. მისივე თქმით, მოსახლეობის დაახლოებთ 20 პროცენტს გადატანილი აქვს ინფექცია და უკვე გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტია შექმნილი. ამასთან, გამყრელიძე აბობს, რომ მზის სხივი ვირუსზე მოქმედებს, რის გამოც თბილ…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სააღდგომო სამზადისი რეგულაციების სრული დარღვევით მიმდინარეობს 30 04 21

დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთის აგრარულ ბაზარში იმყოფებოდა ,სადაც ყველა კოვიდ რეგულაციის დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეაგირება, ინსპექტირების სამსახურმა მოახდინა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთისა და ხობის ეპარქიასთან არსებულ უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებს ნობათი გადაეცათ 30 04 21

დღეს ფოთისა და ხობის ეპარქიასთან არსებულ „უპოვართა სასადილოს “ ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადადეცათ. ამ დროისთვის სასადილოს მომსახურებით 57 ადამიანი სარგებლობს. აღნიშნული აქცია კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა. ფოთისა და ხობის ეპარქიასთან არსებული „უპოვართა სასადილო უკვე 20 წელია რაც ფუნქციონირებს. და მისი მხარდამჭერია APM terminal poti„კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 30 04 21

საქართველოში კორონავირუსის 1 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.„სინოვაკის“ ვაქცინების 100 ათასი დოზა საქართველომ უკვე მიიღო. „სინოფარმის“ მსგავსად, „სინოვაკის“ ვაქცინაც ტრადიციული მეთოდებით არის დამზადებული. ამასთან, 6 მაისს ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 ათასზე მეტ დოზას ელოდებიან.ჩინური ვაქცინა არის საკმაოდ უსაფრთხო, რაც ბევრმა ქვეყანამ და საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა საქართველოში, ლი იენმა. მისი თქმით, ჩინური ვაქცინა საქართველოს კორონავირუსის დამარცხებაში დაეხმარება.ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 150 მილიონს გადააჭარბა.კორონავირუსის 1 476 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო ზემო სვანეთში 104 შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელოს რეგიონში პაციენტები რუხის,სენაკის,აბაშის კლინიკებში,ფოთისა და ზუგდიდის ჰოსპიტალებში მკურნალობენ. ამ დროისთვის…

იხილე მეტი