ფოთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 04 02 21

ბოლო 24 საათში საქართველოში, ვირუსით ინფიცირების 588 დადასტურებული შემთხვევაა, რუხის კლინიკაშიჯ მკურნალობის კურსს გადის 50 კოვიდ პაციენტი,.. სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 35 პაციენტი, მათ შორის მძიმე 5. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 20 მათ შორის მძიმე 3. 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 75ადამიანი,ხოლო საკარანტინე სივრცეში იმყოფება 58 ფოთში არსებულ ვითარებაზე უფრო ვრცლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი ნინო ლეფსაია გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

იძულებით გადაადგილებულ პირებს მინიტრაქტორები გადაეცა 04 02 21

დევნილთა სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით მინიტრაქტორები გადასცა. აღნიშნული ტრაქტორები გაამჯუბესებს მათ ყოველდღიურ ეკონომიურ ყოფას. პროგრამის მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილი ოჯახების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის გაჩენა წარმოადგენს. როგორც ფოთის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის დევნილთა განყოფილების უფროსმა ირაკლი ლეჟავამ განაცხადა : პროგრამა 2020 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. სახელმწიფო აქტიურად ზრუნავს დევნილთა დასაქმებაზე და მხოლოდ 2020 წელს 400 ზე მეტი ოჯახი დასაქმდა. ყოველწლიურად სააგენტო დევნილთა დასახმარებლად არაერთ მსგავს პროგრამას ახორციელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრში პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა 04 02 21

ფოთის თეატრში პირველი ეტაპით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რამაზ იოსელიანის და დირექტორის თენგიზ ხუხიას განცხადებით , მიუხედავად იმისა ,რომ პროექტი დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, თეატრის სარესტავრაციო სამუშაოები იმდენად უხარისხოდაა შესრულებული, რომ განმეორებით სამუშაოებს საჭიროებს. თეატრის დასი მეორე ეტაპის სამუსაოებზე ტენდერის გამოცხადებას ელოდება , რომ შენობის რესტავრაცია დასრულდეს და ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ, მანამდე კი რეპეტიციები კულტურის სახლში გრძელდება.

იხილე მეტი

„კურსორის“ სტუმარია ეკა კუპრეიშვილი 03 02 21

სპეციალური რუბრიკის სტუმარია ფოთის ცენტრალური საავადმყოფო ,,ბომონდის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი ექიმი, ეკა კუპრეიშვილი რომელიც კოვიდ 19 ის პირობებში,ფოთის ცენტრალურ კლინიკა ,,ბომონდში” არსებულ მდგომარეობაზე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

ხმაური იყო ფოთის ბაზარში 03 02 21

ხმაური იყო ფოთის ბაზარში,როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, მათ განუცხადეს რომ ხვალიდან 15 თებერვლამდე ყველა სავაჭრო ობიექტი ისევ უნდა დაიხუროს. ამ განცხადებას მათი მხრიდან პროტესტი მოჰყვა, მოვაჭრეები ბაზრის ადმინისტრაციას ადანაშაულებენ, თუმცა დირექტორმა ნოდარ კორსანტიამ განაცხადა , რომ ეს არა მისი ერთპიროვნული გადაწვეტილება, არამედ ზედამხედველობის სამსახურის დავალებაა. კორსანტია მოვაჭრეებს მხარს უჭერს.ამ საკითხის გასარკვევად ჩვენ ფოთის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს დათო ჯგერენაიას ვესაუბრეთ,როგორც ის აცხადებს ობიექტები უნებართვოდ არის გახსნილი და კანონით მუშაობის უფლება 15 თებერვლამდე არ ჰქონდათ . მოვაჭრეები ამ ფაქტთან შეგუებას და სავაჭრო ობიექტების დაკეტვას არ აპირებენ და მეტიც მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე პერმამენტულ აქციებს…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 03 02 21

ფოთში კორონავირუსის ახალი 16 შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში კი საქართველოში, ვირუსით ინფიცირების 688 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან სამეგრელო ზემო სვანეთში 69. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 58 კოვიდ პაციენტი,ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტია, მათ შორის მძიმე 5 . სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 34 პაციენტი, მათ შორის მძიმე 5. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 25 მათ შორის მძიმე 3. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 9 პაციენტი. სენაკი ლაზიკა მედში – 25 პაციენტი.ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 88 ადამიანი,ხოლო საკარანტინე სივრცეში იმყოფება 58 ფოთში არსებულ ვითარებაზე უფრო ვრცლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის…

იხილე მეტი
სიახლე 

ხალხის აზრი ტრანსპორტის გახსნასთან დაკავშირებით 03 02 21

1 თებერვალს მუნიციპალური ტრანსპოპრტის მოძრაობა აღდგა. აღნიშნულთან დაკავშირებით შევეცადეთ ჩვენი თანაქალაქელების მოსაზრება გაგვერკვია. გამოკითული მოსახლეობის ნაწილი ემხრობა, ტრანსპორტის მოძრაობას ყველა გათვალისწინებული რეგულაციის დაცვით და მიაჩნიათ რომ, ტრანსპორტის მოძრაობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მათი პირადი ეკონომიკური მდგომარეობისთვის.შედარებით მცირე ნაწილისთვის მიუღებელია ტრანსპორტის გახსნა,რადგან მიაჩნიათ რომ მოსახლეობა რეგულაციით გათვალისწინებულ წესებს არ დაიცავს და ვირუსის გავრცელების საფრთხეც მოიმატებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მეოთხე საჯარო სკოლაში კოვიდ -19 ის შემთხვევა დაფიქსირდა 03 02 21

ფოთის მეოთხე საჯარო სკოლაში “კოვიდ 19”-ის შემთხვევა დაფიქსირდა. გავრცელდა ინფორმაცია ,რომ სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სკოლის დირექტორს გივი ხომერიკს დავუკავშირდით, მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ სკოლა დისტანციურ რეჟიმზე არ გადასულა და სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში რეგულაციების სრული დაცვით საკლასო ოთახებში მიმდინარეობს. გივი ხომერიკის თქმით : მშობლების მხრიდან პანიკაა რის გამოც სკოლაში გამოცხადებულ მოსწავლეთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. მშობლებს აქვთ უფლება სწავლების სასურველი ვარიანტი აირჩიონ. გადავა თუ არა სკოლა დისტანციურ რეჟიმზე პასუხი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

იხილე მეტი
სიახლე 

ქალაქს ხუთი ახალი ავტობუსი მოემსახურება 03 02 21

1 თებერვლიდან ფოთში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ქალაქს ხუთი ახალი ავტობუსი მოემსახურება,რომლებიც თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება, ავტობუსები აღჭურვილია ევროსტანდარტების შესაბამისი ვენტილაციის სისტემით,გარდა ამისა კორონავირუსის პრევენციის მიზნით უსათრხოებისთვის საჭირო ყველა რეგულაცია დაცულია. მგზავრები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან. როგორც სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა ლადო გუნიავამ განაცხადა ქალაქს კიდევ 5 ახალი ავტობუსი დაემატება,ხოლო რეგულაციების დაცვა მკაცრად გაკონტროლდება. მგზავრების გადაყვანამდე, ავტობუსებზე მომუშავე მძღოლებმა შესაბამისი ტრენინგები გაიარეს მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს ყოველდღე, გარდა შაბათ-კვირისა.

იხილე მეტი