სიახლე 

ეპიდვითარებიდან გამომდინარე ფოთის ფიტნესკლუბებში ხალხის ნაკლებობაა 27 10 20

“კოვიდ 19”-მა დიდი გავლენა მოახდინა ჯანსაღი ცხოვრების წესზეც, რაც ქალაქებში ფიტნეს დარბაზების დახურვით გამოიხატა. ფოთში მოქმედი ფიტნეს დარბაზი თვეების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა და ყველა სახალხო შეკრების ადგილებს შორის დარბაზები მოგვიანებით, ყველაზე გვიან აგვისტოდან გაიხსნა. დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთის ფიტნეს დარბაზს ,,fitness star ’’ ესტუმრა და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო. როგორც ჩვენთან საუბარში fitness star დირექტორი ლუკა მარღანია აღნიშნავს ქალაქში კოვიდ19-ის შემთხვევების მატების გამო მომხმარებელთა რაოდენობამ იკლო. აღსანიშნავია რომ ფიტნეს დარბაზი სრულად აკმაყოფილებს დაწესებულ სტანდარტებს და სამუშაო პროცესი კოვიდ19ის გამო დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ფოთში კოვიდ19-ის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 27 10 20

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამართულ ბრიფინგზე კოვიდ 19-ის გამოვლენილ შემთხვევებზე ისაუბრეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში1 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ჯამური მაჩვენებელი 32 127-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ იმატა და სულ 1 262-ია. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 238 გარდაცვალების შემთხვევაა. ამ ეტაპზე აქტიურ ინფიცირებულთა რიცხვი 19 231 შეადგენს. მათგან 3 847 ადამიანი მკურნალობის კურს საავადმყოფოში გადის., 13 146 კი მკურნალობას ბინაზე, ხოლო საკარანტინე სივრცეში 3 757 ადამიანი ფიქსირდება. რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 407 ნიმუშის გამოკვლევა მიმდინარეობს. ფოთის ჰოსპიტალში კი 38 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის…

იხილე მეტი
სიახლე 

პარტია ,,სამართლიანობისთვის“ წარმომადგენლებმა ფოთის სასამართლოსთან აქცია გამართეს 27 10 20

დღეს ფოთის საქალაქო სასამართლოსთან პარტია ,,სამართლოანობისთვის“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. სადაც აფხაზეთიდან დევნილი იაგო გადელიას საქართველოში დაბრუნებას ითხოდნენ. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით , ის 2013 წელს თაღლითობის მუხლით დააკავეს და პირობთი სასჯელი მიუსაჯეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებს გამო, პრობაციის სამსახურთან შეთანხმებით, იაგო გადელიას გერმანიაში 1 თვით მოუწია გამგზავრება, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო გერმანელი ექიმების მოთხოვნით, მას სამკურნალოდ დარჩენა ხანგრძლივი ვადით მოუწია. რაზეც პრობაციის სამსახურმა სასამართლოში უჩივლა და დღეის მდგომარეობით მასზე ძებნაა გამოცხადებული. პარტია ,,სამართლიანობისთვის წევრების განცხადებით დღევანდელი აქციის მიზანი საქართველოში სამართლიანობის აღდგენაა და მსგავსი აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება.

იხილე მეტი
სიახლე 

,,ქართული იდეას“ მაჟორიტარი დეპუტატი ფოთში გიორგი გაკხოკიძეა. 27 10 20

პოლიტიკური პარტია “ლევან ჩაჩუა, გურამ ფალავანდიშვილ- ქართული იდეადან” ფოთი, ხობის და სენაკის მაჟრიტარულ ოლქში, კენჭს გიორგი გახოკიძე იყრის. პარტია 7 წელია რაც დაარსდა და გიორგი გახოკიძის თქმით მათი მიზანია ,,ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის ბრძოლა“ და სოროსულ-ლიბერალური სახელმწიფო მართვის სისტემის შეცვლა. გიორგი გახოკიძე პარლამენტში შესვლას დევიზით ,,მრევლის ხმა პარლამენტში“ აპირებს.

იხილე მეტი
სიახლე 

კოვიდით გამოწვეული პრობლემები ფოთის სილამაზის სალონებში 26 10 20

დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთის ერთ-ერთ სალონს ,,ბიუთი ლაბს’’ ესტუმრა. და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო. როგორც ჩვენთან საუბარში ბიუთი ლაბის დამფუძნებელი თამუნა ჯიშკარიანი აღნიშნავს ქალაქში კოვიდ19-ის შემთხვევების მატების გამო მომხმარებელთა რაოდენობამ იკლო. აღსანიშნავია რომ სალონი სრულად აკმაყოფილებს დაწესებულ სტანდარტებს და სამუშაო პროცესი კოვიდ19ის გამო დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

იხილე მეტი

“კურსორის” სტუმარია სტუდენტი ნათია კაკულია 26 10 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი ნათია კაკულია, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში კოვიდპანდემიის გამო შექმნილ მდგომარეობაზე, დისტანციური სწავლების ავკარგიანობაზე და მოსალოდნელ შედეგებზე გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის კრივის სკოლაში ვარჯიშები სპეც.პროგრამით მიმდინარეობს 26 10 20

შექმნილი ეპიდ სიტუაციის მოიუხედავად ,,კრივის სასპორტო სკოლა“ მოკრივეების მომზადებას განაგრძობს. სასწავლო საწვრთნო ვარჯიშები საქართველოს ფედერაციის ნებართვით 15 კაციანი ჯგუფებით ხორციელდება. მოკრივეები ორ ნაკადად არიან დაყოფილნი, რომელთა ვარჯიშებიც 4 საათსა და 6-ის ნახევარზე მიმდინარეობს. ეპიდ ვითარებიდან გამომდინარე საქართველოს ნაკრების ბავშვებმა შეკრებაზე წასვლა რეგულაციების დაცვით მაინც მოახერხეს. ,,კრივის სასპორტო სკოლა“ აქტიურ რეჟიმში და სრული დატვირთვით განაგრძობს წვრთნას.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 26 10 20

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კოვიდ 19-ის 26 ოქტომბრის სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია 1 872 ახალი შემთხვევა, ხოლო ჯამური მაჩვენებელი 30 303-ს შეადგენს. დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან 90 სამეგრელოსა და ზემო სვანეთშია , მათ შორის 8 ფოთში გამოვლინდა ინტერვიუ დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით 401 მძიმე პაციენტია, საკარანტინო სივრცეში კი 3 769 ადამიანი, ხოლო 12 611 პირი მკურნალობის სრულ კურსს ბინაზე გადის.

იხილე მეტი
სიახლე 

სენაკში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა 26 10 20

სენაკში საჭადრაკო კლუბის დახურვიდან 27 წლის შემდეგ, ჭადრაკის სახლი გაიხსნა, რომელიც საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის მიხეილ ქურდოვანიძის სახელს ატარებს. ჭადრაკის სახლი სიმბოლურად სენაკის მერმა და მიხეილ ქურდოვანიძის შვილმა, გახსნეს. მსურველებს თამაშს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ლიცენზირებული მწვრთნელები, შეასწავლიან. სენაკს საჭადრაკო ცხოვრების და გამოჩენილ მოჭადრაკეთა აღზრდის დიდი ისტორია და ტრადიცია აქვს. ამ ეტაპზე სასპორტო გაერთიანების“ ჭადრაკის სექციაში 50 მოზარდი ირიცხება.

იხილე მეტი