სიახლე 

ფოთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იმყოფებოდა 29 10 20

დღეს ფოთს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სტუმრობდა. მან ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალურმა დირექტორთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ზონაში ახლადამოქმედებული საწარმოები დაათვალიერეს და მათ სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.სატესტო რეჟიმში მომუშავე თხილის გადამამუშავებელი საწარმოში სხვადასხვა სახეობის თხილის დახარისხება/გამოშრობა/მოხალვა და დაფასოება ხორციელდება; ხოლო შპს „ჯორჯიან ტექნოლოჯი“-ში უახლოეს მომავალში ელექტრონული მიკროსქემების, ინტეგრირებული სისტემების და სხვა ელექტრონული პროდუქტების წარმოება დაიწყება და მათი ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიდერლანდებსა და საუდის არაბეთში განხორციელდება.ამჟამად საწარმოში კადრების შერჩევის და გადამზადების პროცესი მიმდინარეობს .

იხილე მეტი
სიახლე 

პარტია „თავისუფალი საქართველო“-ს წევრებმა ფოთში განცხადება გაავრცელეს 29 10 20

დღეს პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი გოგი წულაია მაჟორიტარობის კანდიდატის თამარ ფაჩულიას მხარდასაჭერად ფოთს ესტუმრა. მათ ფოთის საზღვაო ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს. წლების წინ ე.წ ,,მორვაგზალის“ შენობის დემონტაჟი უნდა მომხდარიყო, თუმცა ფოთის საზოგადოებრივი აზრის დარბაზის ძალისხმევით იგი გადარჩა. წულაიამ ყურადღება ფოთის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

იხილე მეტი

“კურსორის” სტუმარია “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელი დავით ლოგუა 29 10 20

“კურსორის” სპეპციალური გამოშვების სტუმარია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთშორისო საზოგადოების” სამეგრელოს რეგიონალური ხელმძღვანელი დავით ლოგუა . რომელმაც მოახლოებულ არჩვნებში ორგანიზაციის გამოწვევებზე და “კოვიდ-19”-ის პირობებში მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ქურდობის ორი ფაქტი დაფიქსირდა 29 10 20

ფოთში, გვიან ღამით დაუდგენელმა პირებმა ერთ ერთი რესტორანი გაქურდეს.მეპატრონის განცხადებით, დილით ადგილზე მისულ თანამშრომლებს შენობის კარი გატეხილი დახვდათ. წაღებულია ძვირადღირებული სასმელები და ჭურჭელი. მომხდართან დაკავშირებით რესტორნის მეპატრონემ პოლიციას მიმართა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ორი არასრულწლოვანი ამხილეს. გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ქურდობას გულისხმობს. გუშინ ქურდობის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა. დაუდგენელმა პირებმა მერიის მალთაყვის უბნის მუნიიპალიტეტიდან პროცესორები წაიღეს. გავრცელებული ინფორმაციით ისინი შენობაში ფანჯრიდან შევიდნენ. წაღებულია კომპიუტერის პროცესორები ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

იხილე მეტი

გაიგე მეტი COVID-19 – ს შესახებ 28 10 20

“კურსორის” სპეციალური რუბრიკის სტუმარია ექიმი ფსიქიატრი, ექსპერტი ნარკოლოგი ზაზა გუნცაძეკორონავირუსის გამო (COVID-19) მშობლები და ბავშვები მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. სკოლების დახურვა, ფიზიკური დისტანცირება, და ბევრი სხვა რამის გათვალისწინება მეტად რთულია ოჯახის თითოეული წევრისთვის.როგორ შეუძლიათ მოზარდებს და მათ მშობლებს საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა კორონავირუსის (COVID-19) ეპიდემიის დროს, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთრივ მშობლის ქცევა კრიზისის დროს, რა რეკომენდაციებია იზოლაციაში მყოფი მოქალაქეებისათვის, რომლებიც თავს მარტოდ და ახლობელ-მეგობრებისგან მოწყვეტილად გრძნობენ, რა საშუალებები შეიძლება გამოიყენონ მათ რთულ გრძნობებთან გასამკლავებლად და საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის- ამ და სხვა საკიტხებზე სასაუბროდ სტუდიაში ექიმი ფსიქიატრი, ნარკოლოგ-ექსპერტი ზაზა გუნცაძე მოვიწვიეთპროექტის…

იხილე მეტი

კოლხეთის ეროვნული პარკი ყველაზე მრავალფეროვანი პარკის ნომინაციის კონკურსში მონაწილეობს 28 10 20

კოლხეთის ეროვნული პარკი ყველაზე მრავალფეროვანი პარკის ნომინაციის კონკურსში იღებს მონაწილეობას,ამ დროისთვის მიღებული ხმების ის რაოდენობით მეორე ადგილზეა და გამარჯვებისთვის მხარდაჭერაა საჭირო . “კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა მომსახურების ცენტრის უფროსი სპეციალისტი ნინო გუჯაბიძე

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში “კოვიდ 19” რვა პიროვნებას დაუდგინდა 28 10 20

ფოთში დღეს კორონავირუსის 8 შემთხვევა დაფიქსირდა.საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ინფიცირებულები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან.მათ შორის არიან ბავშვებიც. „ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა გრძელდება. ასევე, გრძელდება პისიარკვლევები. შესაძლოა, ინფიცირებულთა რიცხვი შეიცვალოს. ველოდებით 28 პირის კვლევის შედეგს“, – აცხადებს ნანა მხეიძე.ჯამში, ფოთში ინფიცირებულთა რიცხვი 220- შეადგენს, გამოჯანმრთელდა 90, სტაციონარულ მკურნალობაზეა 15 პაციენტი, თვითიზოლაციაში კი იმყოფება 4 პირი.რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 392 ნიმუშებიდან 119 -ზე დადებითი პასუხია. აქედან 88 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში.რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 133 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 38 კოვიდპაციენტი…

იხილე მეტი
სიახლე 

მურთაზ ზოდელავამ ფოთში ბრიფინგი გამართა 28 10 20

,,ძალა ერთობაშიას” ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა – მურთაზ ზოდელავამ ფოთში ბრიფინგი მოაწყო. მისი თქმით, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და ამას მათი პოლიტიკური ძალა არ დაუშვებს. ზოდელავას მტკიცებით, იდენტიფიცირებულია ყველა ის პირი, რომლებიც გამზადებულები არიან ე.წ კარუსელისთვის. იგი მოუწოდებს ხელისუფლებას არჩევნები ჩატარდეს იმგვარად, რომ ,,ქართული ოცნება“ მშვიდობიანად, ეკონომიკური ექსესების გარეშე, ყოველგვარი არეულობის გარეშე გაისტუმრონ ოპოზიციაში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნა 28 10 20

ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნა. სასწავლებელი ქვეყანაში სანავსადგურე პროფესიების განვითარებას მოემსახურება , უახლოეს მომავალში საერთაშორისო და ადგილობრივ შრომის ბაზრებს მოთხოვნადი სპეციალისტებით მოამარაგებს და რეგიონის ლოგისტიკური ცენტრებისთვის კვალიფიციური კადრების მიწოდებას უზრუნველყოფს. ცენტრს აქვს მეზღვაურთა მაღალკვალიფიციური რიგითი და დამხმარე შემადგენლობის წვრთნის პირობები, რომელიც საერთაშორისო მოთხოვნებს პასუხობს ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად გახსნა. საზღვაო სასწავლებელი სტუდენტებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021 წლიდან მიიღებს, მიმდინარე წელს კი, მსურველები მოკლევადიანი სასწავლო კურსების გავლას შეძლებენ. სასწავლებელს 17 დონორი ჰყავს.

იხილე მეტი