სტუდია ვაშინგტონი 23 10 20
სტუდია ვაშინგტონი“ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი“ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტი“კოვიდ 19″ის ეპიდემიის პირობებში მოსახლეობის ინფორმირებულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ამ რთულ პერიოდში მედიის როლზე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრშვილი გვესაუბრება, რომელიც ასევე რეგიონული მედიის კრიზისულ სიტუაციებში მუშაობასაც შეეხო, კონკრეტულად კი ზუგდიდში გუშინ განვითარებულ მოვლენებში მედიის ჩართულობაზეც ისაუბრა
იხილე მეტიფოთში, 11-ვე საჯარო სკოლა 27 ოქტომბრამდე დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რჩევიდან გამომდინარე იქნა მიღებული. მისივე თქმით, კორონავირუსი 8 საჯარო სკოლაში როგორც პედაგოგებს, ასევე მოსწავლეებს დაუფიქსირდათ. თუმცა გვაქვს გამონაკლისი შემთხვევებიც ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგად საგანმანათლებლო კერძო სკოლამ, რესურსცენტრს ჰიბრიდულ სწავლებაზე გასავლასთან დაკავშირებით მიმართა. სასწავლო პროცესს სკოლის კედლებში აგრძელებს თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლაც.
იხილე მეტიგუშინ ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა. ბოროტმოქმედი შეიარაღებული იყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით. მას მძევლად, როგორც მომხმარებლები ისე ბანკის თანამშრომლები ჰყავდა აყვანილი. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შედეგად, ბოროტმოქმედის მოთხოვნების შესრულების შემდეგ, მოხერხდა მძევლების უმეტესობის გათავისუფლება და მან გვიან ღამით სამ მძველათან ერთად ბანკის შენობა დატოვა. შეიარაღებულმა მძარცველმა მოგვიანებით სამივე მძევალი გაუშვა და ტყეს შეაფარა თავი. გუშინდელ მოვლენებს პოლიტიკოსთა მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ჩვენი გადამღები ჯგუფი დღეს ფოთელ პოლიტიკოსებს დაუკავშირდა ინტერვიუები სამწუხაროდ რამდენიმე პარტიის წარმომადგენელმა, მათ შორის მმართველი პარტიიდანაც კომენტარისგან თავი შეიკავა
იხილე მეტიფოთში, კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ნანა მხეიძის განცხადებით, ინფიცირებულები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან. აღნიშნულთან დაკავშირებით ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
იხილე მეტიხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხობის ახალ რეაბილი ტირებული ცენტრალური პარკის, მთავარი მოედნის ტერიტორიაზე ხეები დაირგო. ნერგების დარგვაში მოსახელობასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. აქციის მონაწილეებს სპეციალისტების მიერ მომზადებული დენდრო პროექტიც გადაეცათ, რის შემდგომაც, პარკის ტერიტორიის გასამწვანებლად 22 სხვადასხვა ჯიშის, 65 ძირი ნერგი დაირგო. გამწვანების აქციის მიზანი, პარკის ეკოსისტემასა და გარემოზე ზრუნვაა. ხის დარგვის საერთაშორისო დღე 1874 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი ამერიკელი ბოტანიკოსი სტერლინგ მორტონია.
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი“ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტი“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია “კოლხეთი 1913”-ის დირექტორი ზაზა ინაშვილი, რომელიც კოვიდის პირობებში გუნდში არსებულ მდგომარეობაზე გვესაუბრება
იხილე მეტიკორონავირუსის გავრცელების გამო ფოთის კიდევ 2 სკოლაში შეწყდა საკლასო ოთხებში სასწავლო პროცესი და დისტანციურ რეჟიმში გრძელდება სწავლება.ასეთ პირობებში , თუ როგორ ახერხებენ მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსებში მონაწილეობას, რა სხვაობაა დისტანციორ და საკლასო ოთხებში სწავლის პროცესებს შორის, ამის შესახებ მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი სანიკიძე გვესაუბრება
იხილე მეტიაგრარული ბაზრის ხელმძღვანელობამ დღეს განცხადება გაავრცელა, მათი თქმით ხელისუფლების მხრიდან ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის დეზინფექცია არ ხდება, რაც საგანგაშო მდგომარეობას ქმნის. ნოდარ კორსანტიას განცხადებით ადმინისტრაცია მზადაა საკუთარი ძალებით ჩაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა ამისათვის საჭიროა დეზინფექციის მიმდინარეობის დროს ტერიტორიიდან გარე მოვაჭრეთა გაყვანა მოხდეს, რაშიც მერია უნდა ჩაერთოს. ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაში სადეზინფექციო სამუშაოები, წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, სისტემატურად მიმდინარეობს და ბაზრის ადმინისტრაციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.
იხილე მეტი