„კურსორი“ სპეც.გამოშვების სტუმარია იამზე გორგოტაძე 19 10 20
“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ფონდი ქველმოქმედი2015 ის დამფუძნებელი იამზე გორგოტაძე, რომელიც ფონდის საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება
იხილე მეტი“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ფონდი ქველმოქმედი2015 ის დამფუძნებელი იამზე გორგოტაძე, რომელიც ფონდის საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება
იხილე მეტიპარტია ,,თავისუფალი საქართველო”ს მაჟორიტარმა კანდიდატმა თამარ ფაჩულიამ დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა. მისი თქმით ქალაქში,, რამდენიმე ადგილას საარჩევნო პლაკატების დაზიანების შემთხვევები დაფიქსირდა თამარ ფაჩულია კონკურენტ პოლიტიკოსებს ეთიკის ნორმების დაცვისკენ და ჯანსაღი კონკურენციისკენ მოუწოდებს.ინტერვიუთამარ ფაჩულია მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიზნით შესაბამის სამსახურებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს
იხილე მეტისაქართველოს სპინინგით თევზჭერის ფედერაციის ორგანიზებით 18 ოქტომბერს ფოთში ე.წ დამბის ტბაზე სპინინგით თევზჭერაში წლის დასკვნითი ტურნირი “ფოთი 2020” ჩატარდა. მასში საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული მეთევზეები მონაწილეობდნენ. გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი “ქუთაისი ფიშერს”-მა მოიპოვა, მეორე “არეა მასტერს”-მა ხოლო მესამე ადგილზე “ზასტავა სპინ” გავიდა. ინდივიდუალურ პირველობაში სამივე საპრიზო ადგილი ქუთაისის წარმომადგენლებმა დაიკავეს, პირველი შედეგი მიხეილ კაპანაძემ აჩვნა, მეორე ბესიკ სვანიძე იყო, ხოლო მესამე ადგილზე ზურაბ კუხიანიძე გავიდა აღსანიშნავია რომ ტურნირის განმავლობაში 400-მდე თევზის დაჭერა შესძლეს. ტურნირის მონაწილეების თქმით მიუხედავად ბრაკონიერობის ფაქტებისა ფოთის წყალსატევებში თევზის სახეობების მრავალფეროვნება აღინიშნება და იმ შემთხვევაში თუ მათ…
იხილე მეტიფოთის ჰიდროგრაფიული სამსახურის სკვერში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ ფოთის,ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია წარადგინა. კანდიდატის წარდგენას პრემიერ- მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ. შეკრებილ საზოგადოებას პოლიტიკური ძალის პრიორიტეტებზე ესაუბრნენ. ირაკლი ხახუბიამ შეკრებილებს ქალაქში ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები გააცნო და ასევე შემგდომი განვითარების გეგმებზე ისაუბრა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენა ასევე ხობსა და სენაკში გაიმართა.
იხილე მეტიზუგდიდში კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში სადეზინფექციო სამუშაოები აგრარულ ბაზარს ჩაუტარდა, რადგანაც ბოლოს კორონავირუსის დაფიქსირებული შემთხვევებიდან 33 სწორედ, ე.წ. ზუგდიდის ბაზრის კლასტერს უკავშირდება. სადეზინფექციო სამუშაოებში “კეთილმოწყობის მართვის ცენტრი, “ზუგდიდ დასუფთავება” და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იყო ჩართული. ფოთში ბაზარის ადმინისტრაციის განცხადებით სისტემატურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები და მოვაჭრეებისა და კლიენტების თერმოსკრინინგი შეგახსენებთ, რომ ფოთის ბაზარი ერთადერთი იყო რომელმაც კორონავირუსის პირველი ტალღს დროს, დროულად გატარებული პრევენციული ღონისძიებების გამო, ფუნქციონირების გაგრძელება შესძლო
იხილე მეტი17 და 18 ოქტომბერს ფოთში, მდინარე კაპარჭაზე აკადემიურ ნიჩბოსნობაში საქართველოს საშემოდგომო პირველობა გაიმართა. სადაც წარმატებით იასპარეზეს ფოთელმა ნიჩბოსნებმა და რამდენიმე ოქროს მედალი მოიპოვეს, ასევე წარმატებას მიაღწიეს ქუთაისელმა სპორტსმენებმაც. აღსანიშნავია აბაშის გუნდის საკმაოდ კარგი შედეგებიც, კორონავირუსის პანდემიის გამო ჩემპიონატში მონაწილეობა სპორტსმენთა შეზღუდულმა რაოდენობამ მიიღო
იხილე მეტიფოთში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ. ეპიდემიოლოგიური კვლევები ამ დრომდე გრძელდება.რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული ნიმუშებიდან 58-ზე დადებითი პასუხია. გუბერნიის მონაცემებით ფოთში მხოლოდ 4 შემთხვევაა, მათგან 1 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო სამზე კი მიმდინარეობს მოკვლევა და ინფიციების წყაროს დადგენა. 36 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში,ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 25 პირი. ფოთის კლინიკიდან გაეწერა 12 პაციენტი, მათგან 4- ფოთის მაცხოვრებელია, 3 გურიის და 5 კი აჭარის რეგიონიდანაარეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 232 ადამიანი იმყოფება.
იხილე მეტი“ძალა ერთობაშიას” ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა – მურთაზ ზოდელავამ ბრიფინგი მოაწყო. იგი ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარ კანდიდატს, ირაკლი ხახუბიას ნებისმიერ მედიასივრცეში, საჯარო დებატებში იწვევს. ზოდელავა ამბობს, რომ ხელისუფლება ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს. იგი დღეს მმართველ გუნდს მათი ხელისუფლებაში ყოფნისას დაწყებული, ინვესტირებული პროექტების დაუსრულებლობაშიც ადანაშაულებს. ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას შტაბში აღნიშნულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ, დებატებზე უარს აცხადებენ და კომენტარს არ აკეთებენ.
იხილე მეტი17 ოქტომბერს ფოთში ე.წ. “მალანიას” სტადიონზე შვიდკაცა მასტერლიგის გათამაშების ფინალური მატჩი გაიმართა. “ჭაბონამამ” ანგარიშით 3:2 “კუნძულს ” სძლია. მატჩი დაძაბულ, თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. “კუნძული” მატჩის პირველივე წუთზე დაწინაურდა და მოგების შანსიც ჰქონდა, როცა თამაშის მიწურულს, 2:2 ანგარიშისას გოლის გატანა მოახერხეს, თუმცა მსაჯებმა თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირეს და გოლი არ ჩაითვალა. მალევე უკვე ჭაბონამამ შესძლო გამარჯვების გოლის გატანა და თასსაც დაესაკუთრა. აღსანიშნავია, რომ შპს.”აისბერგ2″-ის დირექტორმა ირაკლი ვეკუამ გუნდებს ფულადი პრიზებიც გადასცა. პირველი ადგილის მფლობელი გუნდი “ჭაბონამა” 500 ლარით, ხოლო მეორე ადგილზე გასული გუნდი “კუნძული” 300 ლარით დაჯილდოვდა ჭაბონამამ” რეგიონალურ ტურნირში მონაწილეობის…
იხილე მეტი17 ოქტომერს ფოთის ცენტრალური სტადიონის საკონფერენციო დარბაზში სემინარი თემაზე ,, შესავალი სპინინგით თევზჭერაში“გაიმართა, რომელიც მოწვეულმა ტრენერმა საქართველოს სპინინგით თევზჭერის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან თასოშვილმა ჩაატარა. სპინინგით თევზჭერის ძირითადი საფუძვლების განხილვის შემდეგ, სემინარი ძირითადად კთხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პროექტი ,,სპორტული თევზჭერის სკოლა“ ფოთის მეთევზეთა კლუბ ,,ფაზისი”-ს მიერ პროექტის „საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში გაცემული ქვეგრანტის სახსრებით ხორციელდება.
იხილე მეტი