სტუდია ვაშინგტონი 19 10 20
სტუდია ვაშინგტონი“ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი“ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტიარჩევნები 2020თოქ შოუ “თემა”გადაცემის სტუმრები არიან:”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” მურთაზ ზოდელავა, ” ლეიბორისტული პარტიიდან” მამუკა ხორავა და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან” თეიმურაზ ფაჩულია
იხილე მეტი“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია კოლეჯ “ფაზისის” დირექტორი ნინო ბაკურაძე, რომელიც ევროკავშირის გრანტის ფარგლებში კოლეჯისთვის გადმოცემულ ტექნიკაზე და კოვიდეპიდემიის დროს სასწავლებლის ფუნქციონირებაზე გვესაუბრა
იხილე მეტიფოთში ფეხბურთში შვიდკაცა მასტერლიგის გათამაშების ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. “ჭაბონამამ” ანგარიშით 8:0 სძლია პარკისუბნის “არისტოკრატებს”, მეორე ნახევარფინალში კი “კუნძულმა” დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით 2:1 დაამარცხა “გოლეადორი”. ხვალ 11 საათზე სამაგრელოს ქუჩაზე, ე.წ. “მალანიას” სტადიონზე ფინალური შეხვედრა გაიმართება, სადაც ერთმანეთს “კუნძული” და “ჭაბონამა” დაუპირისპირდებიან. გამარჯვებული გუნდი თასით და დიპლომებით დაჯილდოვდება და რეგიონალურ ტურნირში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს
იხილე მეტი“კოვიდ19”-ით გამოწვეულ პანდემიასთან თანხვედრის გამო 2020-2021წლის სეზონზე მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული ყურადღება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ეთმობა. ვაქცინა საყოველთაოდ რეკომენდებულია 6 თვის ასაკიდან ზემოთ. თუ რამდენად ინფორმირებულები არიან ფოთელები აღნიშნულზე ამის გარკვევას ჩვენი გადამღები ჯგუფი შეეცადა. ვაქცინაცია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში იდეალურ შემთხვევაში ოქტომბრის ბოლომდე ანუ გრიპის სეზონის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს.
იხილე მეტიფოთში არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის ისტორიულ ეზო- ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ობიექტის რეაბილიტაცია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და ევროკავშირს შორის საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პროექტის—,,საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში” — ფარგლებში გაცემული ქვეგრანტით ხორციელდება . პროექტით გათვალისწინებულ სამუშაობს შ პ ს ,, მშენებელი 88′ აწარმოებს. . ამჟამად ეზო-ბაღის ტერიტორიაზე განახლებულია ბილიკები, დაგებულია მოზაიკური ფილები, დამონტაჟებულია დეკორატიული ლითონის მერხები და განათების სისტემა. განახლებულ ეზო-ბაღში ღია სივრცეში, შესაძლებელი გახდება საზოგადოების დისტანცირებით, არტ-აქტივობების ჩატარება. აღსანიშნავია რომ სახელოვნებო სასწავლებლის პირველი კორპუსი და მისი ეზო-ბაღი ისტორიულ-არქიტექტურული ღირებულების მქონეა, რომელიც გასული საუკუნის…
იხილე მეტიზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში პროექტის „სახელმწიფო – შენი პარტნიორი“ ფარგლებში მეწარმეებთან, ფერმერებთან და ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. დაინტერესებულ მოქალაქეებს პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობები და უკვე მიღწეული შედეგები წარუდგინეს. შეხვედრაზე თავიანთი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარებმა – მეწამრმეებმა და ფერმერებმა. შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის მომართვიანობის მაჩვენებლები, ასევე ბოლო წლებში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების სტატისტიკა მიმოიხილეს.
იხილე მეტიფოთში, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა. ,,ერთი ინფიცირებული ტრაილერის მძღოლია, მეორე კი მედიკოსია. მუხედავად ფოთში კორონავირუსის შემთხვევათა მატებისა, ვითარება კონტროლირებადია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.”- აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 459 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან 40 -ზე დადებითი პასუხია. აქედან გუბერნატორის ინფორმაციით 3 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, 27 შემთხვევა კი ზუგდიდში, 4 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, მათგან ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, 2 შემთხვევაა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ისინი უკვე ინფიცირებულის კონტაქტები არიან და…
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი“ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტი“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ქართველი ემიგრანტი იტალიაში, მაია ხომერიკი, რომელიც კორონავირუსის მეორე ტალღის პირობებში იტალიაში დაწესებულ რეგულაციებზე გვესაუბრება
იხილე მეტი