სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის შემთხვევები კვლავ დაფიქსირდა 16 10 20

ფოთში, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა. ,,ერთი ინფიცირებული ტრაილერის მძღოლია, მეორე კი მედიკოსია. მუხედავად ფოთში კორონავირუსის შემთხვევათა მატებისა, ვითარება კონტროლირებადია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.”- აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 459 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან 40 -ზე დადებითი პასუხია. აქედან გუბერნატორის ინფორმაციით 3 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, 27 შემთხვევა კი ზუგდიდში, 4 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, მათგან ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, 2 შემთხვევაა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ისინი უკვე ინფიცირებულის კონტაქტები არიან და…

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის„ სპეც.გამოშვების სტუმარია მაია ხომერიკი 15 10 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ქართველი ემიგრანტი იტალიაში, მაია ხომერიკი, რომელიც კორონავირუსის მეორე ტალღის პირობებში იტალიაში დაწესებულ რეგულაციებზე გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 15 10 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 16ოქტომბერს მოსალოდნელია ძირითადად მოღრუბლული ამინდი ღამით ბურუსი. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +19 ° +21°; ღამით: +17° +19° იქნება. 17 ოქტომბერს მოსალოდნელია ცვალებადი მიმართულების ქარი 5-10მწ სიჩქარით ჰაერის ტემპერატურა დღისით: +23° +25° ; ღამით: +16° +18°.

იხილე მეტი
სიახლე 

კოლხეთის ეროვნულ პარკში პროექტის ,,ვაცოცხლოთ რომ ვიცოცხლოთ” პრეზენტაცია გაიმართა 15 10 20

კოლხეთის ეროვნულ პარკში მე-4სკოლის მოსწავლეების ორგანიზებით სოციალური ინკლუზიის პროგრამის ფარგლებში პროექტის ,,ვაცოცხლოთ რომ ვიცოცხლოთ’ პრზენტაცია გაიმართა. ღონისძიება კოვიდ 19ის რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა. პროექტი მიზნად ისახავს ბოშა ბავშვების სოციალიზაციას თანატოლებთან. ორგანიზატორთა განცხადებით არაერთი აქტივობა იგეგმება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ირაკლი შონიას სახელობის ტურნირი ფეხბურთში გაიმართება 10 15 20

17-20 ოქტომბერს მალთაყვაში, ახალ დასახლებაში არსებულ მინი სტადიონზე ჭაბონამას ინიციატივით ირაკლი შონიას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში იმართება. მსურველებს 17 ოქტომბრამდე შეუძლია დარეგისტრირდნენ და მიიღოს მონაწილეობა აღნიშულ ტურნირში. გამარჯვებულები მედლებით თასებით და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 15 10 20

ფოთში, კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელის განცხადებით, ინფიცირებულთაგან ერთი სამკერვალო ფაბრიკა ,,აჭარა ტექსტილს” უკავშირდება, ხოლო მეორე ახალი შემთხვევაა და მისი ინფიცირების წყაროს დადგენა მიმიდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ფოთში სამკერვალო ფაბრიკა ,,აჭარა ტექსტილში”, ბოლო კოვიდ ინფიცირების მონაცემებით 118 შემთხვევა დადასტურდა. მათ შორის ადგილობრივი 22 პირია. „აჭარა ტექსტილმა” მუშაობა უკვე შეაჩერა. ფაბრიკაში 1300-მდე ადამიანია დასაქმებული, მათგან 350 ადგილობრივია

იხილე მეტი
სიახლე 

გაიგე მეტი COVID-19 – ს შესახებ ფოთი 14 10 20

გადაცემის სტუმარია ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო ლეფსაია. რომელიც ბოლო დღეებში ფოთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვის გაზრდის შესახებ გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ახალი საქართველოს უნივერიტეტში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა 14 10 20

დღეს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა თემაზე „ეტიენ ჟილსონი – გონება და გამოცხადება“ წიგნის რედაქტორი, პროფესორი, თენგიზ ირემაძეა. კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი რეგულარულად აქვეყნებს სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომებს. ატარებს საერთაშორისო და რეგიონალურ სამეცნიერო კონფერენციებს და ახორციელებს სხვადასხვა სახის ფუნდამენტურ კვლევებს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა განხრით. ღონისძიება კოვიდ 19ის გამო დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა

იხილე მეტი