სიახლე 

დღეს ევროპული საქართველოს ფოთის ოფისში ტრენინგი გაიმართა 14 10 20

დღეს ევროპული საქართველოს ფოთის ოფისში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ,,ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების“ ორგანიზებით ფოთელი ახალგაზრდებისთვის ტრენინგი გაიმართა. სადაც საინტერესო იდეების მქონე ახალგზარდებს საშუალება აქვთ გაიარონ კარიერული კონსულტაციები და შეარჩიონ მომავალი პროფესიები. ტრენინგები მოიცავს საპროექტო განაცხადის წერას. ინტერვიუ აღსანიშნავია რომ ყოველ პარასკევს 19:00 სთ-ზე სხვადასხვა თემაზე, საჯარო ლექციები მიმდინარეობს რომელიც ხელმოსაწვდომია ყველასთვის მისი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სვეტიცხოვლობა აღინიშნა 14 10 20

დღეს სვეტიცხოვლობა, იგივე კვართის დღესასწაული აღინიშნება. სვეტიცხოვლობის დღესასწაული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ არის დაწესებული და მას ყოველი წლის 14 ოქტომბერს აღნიშნავენ. ფოთის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა აღავლინა, თუმცა კოვიდ 19ის პანდემიის გამო წირვა-ლოცვა უჩვეულო გარემოში ჩატარდა. მომლოცველები იცავდნენ დისტანციას და იმყოფებოდნენ პირბადეებით ტაძარში ქადაგებისას ქართული ეკლესიისა და რწმენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში COVID-19 – ს 44 შემთხვევა დაფიქსირდა 14 10 20

ფოთში,covid -19 ყველაზე მაღალი 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.ინფიცირებულთა უმრავლესობა ფოთის აჭარა ტექსტილის თანამშრომელია. ფოთის საზოგადოებრივ ჯანდაცვაში აცხადებენ,რომ შესაძლოაფოთის აჭარა ტექსტილში ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს ,რადგან საბოლოო კვლევა დასრულებული არ არის.საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორის ნანა მხეიძეს თქმით პანიკის საფუძველი არ არსებობს და ფოთში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

იხილე მეტი
სიახლე 

გიგა ბოკერიამ ფოთში ბრიფინგი გამართა 14 10 20

,,ევროპული საქართველოს” ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარმა კანდიდატმა გიგა ბოკერიამ ბრიფინგი მოაწყო. მისი თქმით ტელეკომპანია ,,იმედი” ,,ევროპული საქართველოს” მიერ მიწოდებული კლიპის მათ ეთერში განთავსებაზე უარს აცხადებს, რაც კანონდარღვევაა. მისი თქმით, აღნიშნული ტელევიზია მმართველი გუნდის პოლიტიკას ატარებს და ამიტომაც, კლიპის შინაარსი მათთვის მიუღებელია. ბოკერია მედიასაშუალებებს აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ირაკლი ხახუბია ხობის მოსახლეობას სეხვდა 14 10 20

ქართული ოცნების ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს, გაღმა საჯიჯაოს, ხეთაში – წინაგოლის უბანის და ნოჯიხევის მოსახლეობას შეხვდა და სარჩევნო პროგრამა გააცნო. კანდიდატის განცხადებით, გუნდის პრიორიტეტია ყველა სოფელი ინფრასტრუქტურულად გამართული და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს მორგებული, იყოს მთავარი მიზანი კი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებაა.

იხილე მეტი
თემა სიახლე 

თოქშოუ „თემა“ 13 10 20

არჩევნები 2020თოქ შოუ “თემა”გადაცემის სტუმარია პარტია “თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა”-ს თანათავმჯდომარე და საარჩევნო სიის პირველი ნომერი ირაკლი ჯამბურია

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია ფოთის სპორტისა და ტურიზმის ცენტრის დირექტორი 13 10 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთის სპორტისა და ტურიზმის ცენტრის დირექტორი ბექა გუგუშვილი, რომელმაც კორონავირუსის პირობებში სპორტული სკოლების ფუქნციონირებაზე, წარმოქმნილ პრობლემებზე და ინფრაასტუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მესამე საჯარო სკოლის 2 პედაგოგს კოვიდ-19 დაუდასტურდა 13 10 20

ფოთში ივანე ჯავახიშვილის სახელობის მე-3 საჯარო სკოლის კიდევ ორ პედაგოგს კოვიდ ინფექცია დაუდგინდა. სკოლაში პირველი შემთხვევა 9 ოქტომბერს გამოვლინდა. ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციისა და სამინისტროსთან შეთანხმებით მე-3 საჯარო სკოლა ერთი კვირით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ფოთის რესურსცენტრის დირექტორის თქმით საბოლოო გადაწყვეტილება საკლასო ოთახებში სწავლის აღდგენასთან დაკავშირებით კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. მე-3 საჯარო სკოლაში სულ 950 მოსწავლეა რეგისტრირებული და ყველა მოსწავლე დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს სწავლას. ფოთის დანარჩენ საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა ამ დროისათვის ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა 13 10 20

ფოთის მერიაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი შტაბის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ქალაქში შექმნილ ეპიდსიტუაციაზე, არსებულ რისკებსა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთობლივად გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. კურდღელიას განცხადებით, ამ ეტაპზე ფოთში ზოგადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.

იხილე მეტი