სიახლე 

ფოთში კოვიდ19-ის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 13 10 20

ფოთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადასტურებს. რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 390 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან 25 -ზე დადებითი პასუხია, ასევე 3 დადასტურებული შემთხვევაა, რომლებიც კვლევაში იყო დარჩენილი. აქედან 18 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 8 უკვე დადასტურებული შემთხევვის კონტაქტები არიან, 1 მოქალაქის ინფიცირება თბილისში მოგზაურობას უკავშირდება, ხოლო 9-ის დაინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობას, ისინი რუხის და ევექსის კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები არიან. სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა 253 მოქალაქეს შეადგენს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 79 კოვიდ პაციენტი გადის, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.…

იხილე მეტი

გაიგე მეტი „COVID-19 “- ს შესახებ. ფოთის საბავშვო ბაღები 12 10 20

ეთერშია სპეციალური რუბრიკა „გაიგეთ მეტი კოვიდ 19-ზე“ , რომელსაც სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან ერთად „იუნისეფის“,“ გაეროს ბავშვთა ფონდისა“ და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს დღეს ფოთის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა.  ყველა შენობას ჩაუტარდა შესაბამისი დეზინფექცია და ბაღები ყველა საჭირო ინვენტარითა აღიჭურვა. “კურსორის” სპეციალური რუბრიკის სტუმარია ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელი მაკა ზარანდია, რომელიც ფოთის ბაგა-ბაღებში არსებულ სიტუაციაზე და ჩატარებულ ღონისძიებებზე გვესაუბრება

იხილე მეტი

„გირჩის“ მაჟორიტარი კანდიდატი მისი ოჯახის წევრზე ფოთის მერიის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს 12 10 20

“გირჩიდან” ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბორის ყურუას  მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  ამ  პოსტზე მისი კანდიდატურის დაყენებას მისი ოჯახის წევრის  მისამართით  მუქარები მოჰყვა. ბორის ყურუას თქმით , შპს “ტოპ გრუპს“, რომლის დირექტორიც მამამისია, მერიის წარმომადგენლები სამშენებლო სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტით, ხელმძღვანელს კი დაჭერით ემუქრებიან. კანდიდატის განცხადებით მიუხედავად “ტოპ გრუპის“ მხრიდან არაერთგზის დასაბუთებული მოთხოვნისა, რომ ვადები გაეგრძელებინათ, მერიის მხრიდან უარი მოჰყვა. ფოთის მერიაში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს და წერილობით გვიპასუხეს , ისინი აცხადებენ ,  რომ შპს “ტოპ გრუპი“ სამუშაოებს თავდადებულის ქუჩაზე, 15 ივლისიდან  აწარმოებდა ,  თუმცა სამუშაოები მიმდინარეოდა ხარვეზებით, უხარისხოდ,…

იხილე მეტი
სიახლე 

16 წლამდელთა საქართველოს ჩემპონატში ფოთელმა მოჭადრაკეებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვეს 12 10

თბილისში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში 10 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტული, ფოთის საჭადრაკო სკოლის წარმომადგენლებმა დიანა ლომაიამ და აკაკი ყალიჩავამ მოიპოვეს

იხილე მეტი
სიახლე 

მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან მარტიაშვილი ფოთელ დევნილებს შეხვდა 12 10 20

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ბეჭან გუნავა-ქართული არჩევანის” მაჟორიტაობის კანდიდატი ,ადვოკატი ლევან მარტიაშვილი დღეს ახალ რაიონში დევნილებს შეხვდა და მათთან პარტიის გეგმებზე და პრიორიტეტებზე ისაუბრა, მისი თქმით განსაკუთრებული ყურადღება სოციალურ პაკეტებს დაეთმობა

იხილე მეტი
სიახლე 

„ლელო“- ს წარმომადგენლებმა ქობულეთში აქცია მოაწყვეს 12 10 20

ხმაური და შეხლა შემოხლა იყო ქობულეთის აგრარულ ბაზარში . დაპირისპირება “ლელოს” მხარდამჭერებსა და ბაზრის ადმინისტრაციას შორის მოხდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, პაატა ცივაძის თქმით ბაზრის ადმინისტრაცია მათ აქტივისტებს სააგიტაციო მასალის დარიგებას და კამპანიის თავისუფალ წარმოებას უშლის. ცივაძეს განცხადებით ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გუშინ ლელოს 2 აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ბაზრის ტერიტორიიდან გააძევეს. ამ ფაქტის გასაპროტესტებლად მისულ “ლელოს” წევრებს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გზა გადაუღობეს და ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს. ბაზრის მფლობელმა, ალექსანდრე რომანაძემ ლელოს წევრებს უთხრა, რომ ეს კერძო საკუთრებაა და საარჩევნო აგიტაციის გატარებას “ლელოს” პარტიის წარმომადგენლებს არ მისცემს, რადგან წლების წინ სწორედ…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 6 შემთხვევა დაფიქსირდა 12 10 20

ფოთში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მათი ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში კვლევისთვის გუშინ გაიგზავნა.„ექვსივე ბიოლოგიური მასალა ინფიცირებულის კონტაქტებია. ისინი თვითიზოლაციაში იყვნენ. ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს. ფოთში ვითარება კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 61 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან 14-ზე დადებითი პასუხია.აქედან 3 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 1 უკვე დადასტურებული შემთხევვის კონტაქტები არიან, ხოლო 1 -ის დაინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობას.2 შემთხვევაა სენაკში, რომელთაგან 1 უკვე გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია, ხოლო მეორეს ინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობს.2 შემთხვევა დაფიქსირდა…

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია ფოთის სასწრაფო დახმარების ცენტრის მენეჯერი კესო გელენიძე 12 10 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარი ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მენეჯერი კესო გელენიძე, რომელიც, ცენტრის თანამშრომლებში კოვიდის გავრცელების პირობებში, სამსახურის მუშაობის შესახებ გვესაუბრა

იხილე მეტი
სიახლე 

ირაკლი ხახუბია ამომრჩევლებთან შეხვედრებს აგრძელებს 12 10 20

აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს “ქართული ოცნებიდან” ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია. ამჟამად ის ფოთში ტაბიძის, 9 აპრილის და ბერდიანკის ქუჩების მოსახლეობას სახელი სუფლებო გუნდის სამომავლო გეგმებზე, სოციალური პროგრამებზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა . კანდიდატის თქმით, ფოთი სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქია და მისი განვითარება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია, რაც ასევე ნიშნავს ქალაქის კეთილმოწყობას და ფოთელებისთვის უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნასაც. ირაკლი ხახუბიამ განსაკუთრებით საგზაო ინფრასტრუქტურის უახლოეს პერიოდში მოწესრიგების აუცილებლობაზე ისაუბრა.

იხილე მეტი