სიახლე 

ეროვნული გამოცდები კვლავ მესამე სკოლაში ჩატარდება 09 06 20

ცნობილი გახდა რომ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6 ივლისს დაიწყება. სად ჩატარდება გამოცდები, როგორ მოხდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციის დაცვა, რამდენი გამოსაცდელი დაიშვება ერთ სივრცეში, როგორ მოხდება მეთვალყურეობა ამ და სხვა საკითხებზე ჩვენ ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს გოჩა ქორქიას ვესაუბრეთ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში დანიის საბჭო საბავშვო ბაღს ააშენებს 09 06 20

დღეს ფოთის ხელისუფლებასა და დანიის ლტოლვილთა საბჭოს წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება შედგა, სადაც განხილულ იქნა ფოთში 9 აპრილის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობის საკითხი. წარმოდგენილი იყო მუშა პროექტი, რომელზეც სხვადასხვა უწყებებმა თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს. ყველა შესაბამისი დოკუმენტის შეთანხმების შემდეგ, ფოთში 120 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება, რისთვისაც 800 000 ლარია გათვალისწინებული.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეწყვეტილია 09 06 05

დღეს ფოთის შესასვლელთნ 700 მილიმეტრიანი მაგისტრალური მილსადენი დაზიანდა, რის გამოც მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდებოდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფილიალის უფროსს დათა შელეგიას გავესაუბრეთ.დათა შეგელიას განცხადებით დაზიანება კოროზიამ გამოიწვია.

იხილე მეტი

”კურსორის” სპეც.გამოშვების სტუმარია ნინო კურტანიძე 08 06 20

”კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ნინო კურტანიძე , რომელიც რესტორნებში დრღისან მოხსნილ აკრძალვებზე და დადგენილ რეგულაციებზე გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საგრანტო კონკურსის პრეზენტაცია გაიმართა 08 06 20

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში საგრანტო კონკურსი გამოცხადდა. დღეს ფოთის მერიის სააქტო დარბაზში ამ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. კოორდინატორებმა დამსწრეებს გააცნეს საგრანტო კონკურსის მიზანი, მონაწილეების უფლებები თითოეულ პროექტზე 2 დან 5 ათას ევრომდე თანხაა გათვალისწინებული

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საკრებულოს მეცხრე „რიგგარეშე“ სხდომა გაიმართა 08 06 20

დღეს საკრებულოს მე-9 (რიგგარეშე) სხდომა გაიმართა სადაც ერთი საკითხი განიხილეს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს პროექტს „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის #29/31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 08 06 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით. 9ივნისს მოსალოდნელია მოწმენდილი ცა, უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +24 ° +27°; ღამით: 20- 22 იქნება. 10ივნისს მოსალოდნელია ძირითადად ცვალებადი მოღრუბლულობა უმეტესად უნალექოდ ჰაერის ტემპერატურა დღისით: +24 +26 ; ღამით: 20 +22

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ტრაილერის მძღოლების აქცია ჩატარდა 08 06 20

დღეს ფოთში, საპროტესტო აქცია გაიმართა სადაც ტრაილერის მძღოლები შეიკრიბნენ. ისინი იმ რეგულაციებს აპროტესტებდნენ რომლის მიხედვითაც, საზღვრის გადმოკვეთისას, სწრაფი ტესტის გაკეთების შემდეგ, 72 საათში თავისივე ფინანსური სახსრებით უნდა გამოცხადდნენ. საკარანტინო ზონაში განმეორებით ტესტისთვის. მძღოლების განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ მათ არ უწევთ საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება, 14 დღით საკარანტინო სივრცეში დარჩენა ევალებათ. ეს კი მათ დამატებით პრობლემას უქმნით. აქციაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომაგდნელბი მივიდნენ და მონაწილეთა მოთხოვნები მოისმინეს. მძღოლები დაწესებული რეგულაციის შეცვლას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრებიან

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ინფიცირებული ტრაილერის მძღოლის შესაძლო კონტაქტებს იკვლევენ 08 06 20

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის78 პირი იმყოფება რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 41 პირია თვითიზოლაციაში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ნანა მხეიძეს ინფორმაციით ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის 4 პირის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. ისინი ერთ-ერთი ინფიცირებული ტრაილერის მძღოლის შესაძლო კონტაქტებია. აღნიშნული კვლევა პრევენციული მიზნით ხორციელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

COVID 19-ის ზეგავლენა ეკონომიკაზე და ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფინანსურის მხარდაჭერა

კოვიდ19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისი ჯანდაცვის სისტემებთან ერთად ეკონომიკაზეც აისახება. 28 მაისს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა წინა წლის აპრილთან შედარებით, 16.6%-ით შემცირდა. საგანგებო მდგომარეობის პირობებში ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ არსებითი გავლენა მოახდინა ეკონომიკაზე და აქტივობაც შენელდა. საქსტატის მონაცემებით, კორონავირუსმა უმნიშვნელოვანესი გავლენა მოახდინა ტურიზმის სექტორზე და ვიზიტორთა მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით დაახლოებით 95 %-ით შემცირდა. მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა სასტუმროების, რესტორნების დარგში. ეკონომიკაში კლების ტენდენციაა მთელ მსოფლიოში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც, პროგნოზი დაახლოებით -4 %-ია. ამ ფონზე დასავლელი პარტნიორების მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა კიდევ უფრო დიდ…

იხილე მეტი