სიახლე 

ისარგებლებენ თუ არა შეღავათებით ფოთელი ფერმერები 19 05 20

საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ   სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად, ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. გახარიამ ბრიფინგზე თქვა, რომ გეგმა ფერმერების დახმარებას ითვალისწინებს და მასში შედის როგორც უკვე არსებული მხარდამჭერი პროგრამები, ასევე, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დამატებითი რესურსები.  დახმარების სრული ბიუჯეტი, მთავრობის მეთაურის თქმით, 300 მილიონი ლარი იქნება. ადრე არსებული პროგრამებში  თვითმმართველი ქალაქების (მათ შორის ფოთის) მოსახლეობა მონაწილეობას ვერ იღებდა. ეხება თუ არა ანალოგიური შეზღუდვა მთავრობის ახალ ინიციატივას და ვის უნდა მიმართონ  სასოფლო სამეურნეო დანიშნულების  მიწის მფლობელებმა,  ამის გარკვევას  სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელს გიორგი ქვარაიასთან შევეცადეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა რომ  ფერმერები იყვნენ…

იხილე მეტი
სიახლე 

„სამთავრობო შეღავათები არასაკმარისია“ აცხადებს ფოთელი ბიზნესმენი 19 05 20

კორონავირუსმა და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ბიზნესის წარმომადგენლები. სარესტორნო და სადღესასწაულო-რიტუალური მომსახურების ქსელის დამფუძნებელი ირმა გვალია სახელმწიფოსგან მცირე და საშუალო ბიზნესისთვის   მეტ ყურადღებას და დახმარებას ითხოვს. მისი თქმით გაუგებარია, თუ რა კრიტერიუმებით ხდება ზოგიერთი საქმიანობის დაშვება, სხვების კი გაურკვეველი ვადით ისევ აკრძალვა. ასევე არასაკმარისად მიიჩნევს იმასაც, რომ    სახელმწიფო დასაქმებულებს 300 ლარიან ერთჯერად  დახმარებას   დაჰპირდა. ირმა გვალია ამავე დროს აგრძელებს  შეჭირვებულთათვის დახმარების შეგროვებასა და დარიგების პროცესს, თუმცა აქციაში ჩართვის მსურველთა რაოდენობის შემცირებაზეც საუბრობს და ამას მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ მარაგების ამოწურვით და მომავლის გაურკვევლობის შიშით ხსნის

იხილე მეტი

„კურსორის„ სპეც.გამოშვების სტუმარია გოჩა ქორქია 18 05 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი გოჩა ქორქია, რომელიც ეროვნული გამოცდების ჩატარების წესზე, პირველკლასელთა რეგისტრაციაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 18 05 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით. 19მაისს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა . ღამით ნისლი ჰაერის ტემპერატურა დღისით: +16° +18°; ღამით: 13 -15 იქნება 20მაისს ჩვენი სინოპტიკოსები ცვალებად მოღრუბლულობას ვაუდობენ უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +23 +25 ; ღამით: +18° +20იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ანსამბლი „ლაზიკა“ ონლაინ ფესტივალის გამარჯვებული გახდა 18 05 20

კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი „არტ-ფოლკი“-სა და კულტურის ინსტიტუტის ორგანიზებით ცეკვისა და სიმღერის სხვადასხვა ასაკისა და კატეგორიების ჯგუფებისა და სოლო შემსრულებლებისთვის ონლაინ-ფესტივალი-კონკურსი გაიმართა. ფესტივალმა ახალგაზრდებისა და უფროსების ანსამბლებს შესაძლებლობა მისცა წარმოაჩინონ საკუთარი ტალანტი მაშინაც კი, როდესაც მსოფლიოში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით სცენაზე ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება შეუძლებელია. გამარჯვებულები წარმოდგენილი საკონსურსო მასალების ფესტივალის შესაბამის „ფეისბუკ“ გვერდზე და „იუთუბ“-არხზე ატვირთვის შედეგად მიღებული „მოწონებების“ რადენობის მიხედვით შეირჩა. გრან პრის მფლობელი ქ. ფოთის ბავშვთა სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ლაზიკა“ გახდა. რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი გიგლა თურქია, ხოლო ქორეოგრაფები: მარინა ფხაკაძე და ლაშა ჩოფლიანი არიან მეორე შედეგი უკრაინის ქალქს…

იხილე მეტი
სიახლე 

პროექტ „სამართალდამცავი 2“ -ს საუკეთესო მასწავლებლად ფოთელი შალვა სარდალიშვილი აღიარეს

პროექტ „სამართალდამცავი-2“-ის საუკეთესო მასწავლებლად, ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, შალვა სარდალიშვილი აღიარეს. პროექტი სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის (SCOPE) საგრანტო კომპონენტის ფარგლები განხორციელდა. პროექტის მიზანი ახალგაზრდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და სამართალდამცავებსა და ახალგაზრდებს შორის პოზიტიური ურთიერთობისა და ნდობის ფორმირება იყო პროგრამას ორგანიზაცია PH International-ი, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალის 5 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ 18 05 20

ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ  ცხელების კლინიკაში მოთავსებული ხუთი პაციენტის ანალიზის პასუხები ცნობილია, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. მათ ცხელება და რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათთ.   გუშინ, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, გამოკვლეული 56 ბიოლოგიური მასალიდან 24 ეკუთვნოდა იმ ტრაილერის მძღოლის კავშირებს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა  – გამოკვლეული ნიმუშებიდან 3 დადებითია (ტრაილერის მძღოლის კლასტერი – წარმოადგენენ ახლო ნათესავებს), ერთზე კი მოხდება ხელახალი კვლევა. ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ მიმდინარეობს ტრაილერის მძღოლის კავშირების დამატებითი ეპიდკვლევა. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის   47 პირია რაც შეეხება თვითიზოლაციას რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 195 პირია თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია მოეხსნა 920…

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეც. გამოშვების სტუმარია დარეჯან ცხვიტარია 15 05 20

«კურსორის» სპეციალურ გამოშვების სტუმარია ფოთს საკრებულოს წევრი, ნაციონალური მოძრაობის საქალაქო ორგანიზაციის თვმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტურობის შესახებ საკუთარ მოსაზრებებს წარმოგვიდგენს

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეც. გამოშვების სტუმარია ვაგნერ მხეიძე 15 05 20

„კურსორის“ სპეციალურ გამოშვების სტუმარია ფოთის მელიორაციის სამსახურის უფროსის მოადგილე ვაგნერ მხეიძე, რომელიც აღნიშნული სამსახურის შექმნის აუცილებლობაზე და ფოთის სეზონური დატბორვის პრობლების მოგვარებაზე გვესაუბრება

იხილე მეტი

‘კურსორის” სპეც.გამოშვების სტუმარია მიხეილ ფოცხიშვილი 15 05 20

„კურსორის“ სპეციალურ გამოშვების მეორე სტუმარია საერთშორისო ორგანიზაცია „ ფაუნა ენდ ფლორა ინტერნეშენელის“ პროგრამების ოფიცერი მიხეილ ფოცხიშვილი, რომელიც ზუთხისებრთა დაცვის საკითხში მდინარე რიონის მნიშვნელობაზე და კორონავირუსის პირობებში მონიტორინგსა და კვლევებში შექმნილ პრობლემებზე გვესაუბრება

იხილე მეტი