სიახლე 

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში დეკანოზ ფილიპ ლემასტერსის ლექციები მიმდინარეობს 17 02 20

ახალი საქართველოს უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის წმინდა ვლადიმირის სემინარიის ერთობლივი ორგანიზებით ახალი საქართველოს უნივერსიტეტში წმინდა ვლადიმირის სემინარიის პროფესორის, დეკანოზ ფილიპ ლემასტერსის საჯარო ლექციები მიმდინარეობს თემაზე ქრისტიანული ქორწინების ევქარისტიული კონტექსტი, ევქარისტიული თემის პოლიტიკური მოწმობა და სოციალური მსახურება, და სხვა რელიგიათა აღმსარებლებთან მშვიდობისმყოფელი ურთიერთობის რესურსები მართლმადიდებლობაში . დეკანოზი ფილიპ ლემასტერსი არის წმინდა ვლადიმირის სემინარიის პროფესორი ეთიკის მიმართულებით და მაკმიურეის უნივერსიტეტის პროფესორი რელიგიათმცოდნეობის მიმართულებით. იგი არის 100-ზე მეტი ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. დეკანოზ ფილიპ ლემასტერსის ლექცია სემინარები 3-დღის განმავლობაში გაგრძელდება. ახალი საქართველოს უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიის ერთობლივი ორგანიზებით ახალი საქართველოს უნივერსიტეტში წმ.…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი, ფოთი 17 02 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 18 თებერვალს მოსალოდნელია მოწმენდილი ცა უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +12° +14° ; ღამით: +6° +8 °.დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, სიჩქარით. 19თებერვალს მოსალოდნელია ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11 მ/წმ, სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +12° +14° ; ღამით: +6° +8° იქნება. 20 თებერვალს მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი ჰაერის ტემპერატურა დღისით +14° +16° ღამით +6° +8° იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთი 14 02 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 15 თებერვალს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით: 8° 10° ; ღამით: 4° 6°. დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 15-18 მ/წმ, სიჩქარით. 16 თებერვალს ასევე მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11 მ/წმ, სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: 9° 11° ; ღამით: 4° 6° იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სოლომონ კალანდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა 14 02 20

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საგამოფენო დარბაზში თვითნასწავლი მხატვრის სოლომონ (სულიკო) კალანდაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა. რომელსაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პეიზაჟი, ნატურმორტი და პორტრეტები. სოლომონ კალანდაძე დაიბადა 1956წლის 14თებერვალს გურიაში. ბავშვობიდან იტაცებდა ხატვა, თუმცა განათლება ამ კუთხით არ მიუღია. უყვარს ბუნება და მოგზაურობა, სწორედ ამიტომ მის ნამუშევრებში პეიზაჟები სჭარბობს. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ძალოვან სტრუქტურებში. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 100მდე ნამუშევარი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში დაკავებული მაღალჩინოსნები ზუგდიდის სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა 14 02 20

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის ყოფილ მერს ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. დაცვის მხრის თქმით, საქმეში არსებული ყველა მოწმე უკვე გამოკითხულია და შესაბამისად მათზე ზემოქმედების არანაირი საფუძველი არ არსებობს. ირაკლი კაკულიას 50 000, ზურაბ ყურუას, ნიკოლოზ გრიგოლიას და ლევან ჩოჩიას კი 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2019 წლის 8 ნოემბერს 3 მოქმედი, ერთი კი ყოფილი საჯარო მოხელე დააკავა. მათ შორის…

იხილე მეტი
სიახლე 

„დიოსკურიას” ოფისში ასოციაცია „ჰანგის” პროექტის პრეზენტაცია გაიმართა 14 02 20

ასოციაცია დიოსკურიას ოფისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაცია ,,ჰანგის“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ოჯახის წევრთა თვითდასაქმების წახალისებით ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარების ხელშეწყობას. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათ სრულუფლებიან წარმომადგენლებს. პროექტის ფარგლებში ბიზნეს საქმიანობით დაინტერესებული 90 ბენეფიციარი გაივლის ტრენინგ სემინარს ბიზნეს პროექტის წერაში და გაეწევათ უფასო ბიზნეს კონსულტაცია. გამოცხადდება საგრანტო კონკურსი და გაიცემა 9 ბიზნეს გრანტი თითეულ მუნიციპალიტეტში. ერთ პროექტზე 800 ლარია გათვალისწინებული. პროექტი მხარდაჭერილია ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ინიციატივების მცირე საგრანტო პროგრამა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების…

იხილე მეტი

“ეს ქვეყანა შენია” მე-4 გადაცემა. ფოთი 12 02 20

პროექტ „ეს ქვეყანა შენია“-ს მე-4 გადაცემა. გადაცემა ნაწილია სამოქალაქო კამპანიისა, რომელიც ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, კერძოდ კი – სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციასა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობას. დღევანდელი გადაცემა მთლიანად ადვოკატირების თემას დაეთმო. რა პრობლემებს აწყდება მოსახლეობა, როგორია სახელმწიფო სტრუქტურების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლი მის მოგვარებაში ამ საკითხებზე სასაუბროდ გადაცემის პირველ ბლოკში სტუდიაში მოწვეულნი იყვნენ იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს უფროსი ნათია ბოჯგუა და იურისტი მაია დარასელია, ხოლო მეორე ბლოკში „სამოქალაქო განთლებისა და ინტეგრაციის ცენტრის“ ხელმძღვანელი გიორგი მოისწრაფიშვილი და სამოქალაქო აქტივისტი , იურისტი დავით შეროზია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრმა თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობისათვის სპექტაკლი გამართა 13 02 20

12 თებერვალს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა მაყურებლის წინაშე ერთმოქმედებიანი კომედია აზიზ ნესინის- ,,მომკალ, მომკალ” წარმოადგინა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ : ლილი ბოდაველი, ჩიტო პატარიძე, მარიკა ბუკია და ნოდარ ბჟალავა.რეჟისორი: რამაზ იოსელიანია აღსანიშნავია, რომ სპექტაკლს საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა დაესწრო.

იხილე მეტი
სიახლე 

„ეს ქვეყანა შენიას“ მეოთხე გადაცემა გავიდა 13 02 20

ოთხშაბათს 12 თებერვალს 20:00 საათზე სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღის“ პირდაპირ ეთერში პროექტ „ეს ქვეყანა შენიას“ მე-4 გადაცემა გავიდა. გადაცემა ნაწილია სამოქალაქო კამპანიისა, რომელიც ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, კერძოდ კი – სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციასა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობას. დღევანდელი გადაცემა მთლიანად ადვოკატირების თემას დაეთმო. რა პრობლემებს აწყდება მოსახლეობა, როგორია სახელმწიფო სტრუქტურების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლი მის მოგვარებაში ამ საკითხებზე სასაუბროდ გადაცემის პირველ ბლოკში სტუდიაში მოწვეულნი იყვნენ იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს უფროსი ნათია ბოჯგუა და იურისტი მაია დარასელია, ხოლო მეორე ბლოკში „სამოქალაქო განთლებისა და ინტეგრაციის…

იხილე მეტი