სიახლე 

ფოთს უკვე მეორე დღეა ქალაქ იაზდის დელეგაცია სტუმრობს 13 02 20

ფოთს სამუშაო ვიზიტით უკვე მეორე დღეა ირანის ისლამური რესპუბლიკის ქალაქ იაზდის დელეგაცია სტუმრობს. დღეს ისინი ფოთის საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. საკრებულოს წევრებმა იაზდის დელეგაციის წევრებს ფოთის საკრებულოს მუშაობის სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ქალაქ ფოთისა და იაზდის დამეგობრების შესახებ, რაც ორ ქალაქს შორის ეკონომიკურ, კულტურულ, ჯანდაცვასა და სხვა სფეროებში ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: იაზდის მერი, იაზდის რეგიონული საბჭოებისა და საქალაქო საქმეთა გენერალური დირექტორი და ქალაქ იაზდის საკრებულოს წარმომადგენელი. შეხვედრას ესწრებოდნენ ირანის გენერალური საკონსულოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი აჰმად ბადფა და საკონსულოს სხვა…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთს ირანის დელეგაცია სტუმრობს 12 02 20

ფოთს სამუშაო ვიზიტით ირანის ისლამური რესპუბლიკის ქალაქ იაზდის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: იაზდის მერი_ ჯამალოდინ აზიზი ბონდარაბადი, მოჰამად იარმანდი, იაზდის რეგიონული საბჭოებისა და საქალაქო საქმეთა გენერალური დირექტორი და ელაჰე ჯურაბი_ ქალაქ იაზდის საკრებულოს წარმომადგენელი. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში სტუმრებს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ირანის გენერალური საკონსულოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი აჰმად ბადფა და საკონსულოს სხვა წარმომადგენლები. ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ქალაქ ფოთისა და იაზდის დამეგობრების შესახებ, რაც ითვალისწინებს ორ ქალაქს შორის ეკონომიკურ, კულტურულ, ჯანდაცვასა და სხვა სფეროებში ურთიერთთანამშრომლობას. დაგეგმილია შეხვედრები ქალაქ ფოთის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სამშობიარო სახლში ქალთა კონსულტაცია უახლოეს დღეებში ამოქმედდება 12 02 20

ფოთის 100 წლიანი ისტორიისა და ტრადიციის მქონე სამშობიარო სახლი, სადაც არაერთი სახელოვანი ექიმი მოღვაწეობდა და არაერთი საამაყო ფოთელი დაბადებულა, დღეს არ ფუნქციონირებს. ქალაქის ერთადერთი სამშობიარო სახლი 2002 წელს საპრივატიზაციო ნუსხაში მოხვდა, კოლექტივმა იძულებით შეიძინა და პროფილი შეინარჩუნა. სამედიცინო სფეროს სწრაფად განვითარდებამ და შესაბამისად მოთხოვნების გამკაცრებამ, რაც დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და სამშობიაროს კოლექტივის ძალებს აღემატებოდა, სამეანო განყოფილებას საქმიანობის უფლების შეჩერება გამოიწვია . ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა ინვესტორთან- ქუთაისის სამშობიარო სახლ „ბომონდთან“ მოლაპარაკების წარმატებით დასრულება და ფოთს მალე ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამშობიარო სახლი ექნება, სადაც თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიაც მოეწყობა. ფოთის სამშობიარო სახლში…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საახალწლო განათებების დემონტაჟი დაიწყო 12 02 20

გასული წლის ბოლოს ფოთის საახალწლოდ მოსართავად ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ 220 320 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა და ქალაქის ცენტრალური ქუჩები და სკვერები სადღესასწაულო განათებებითა და ილუმინაციებით მოირთო . ამჟამად საახალწლო განათებების დემონტაჟი მიმდინარეობს. რამ გამოიწვია ამ სამუსაოების დაგვიანებით წარმოება ამის გარკვევას ჩვენი გადამღები ჯგუფი შეეცადა. აღსანიშნავია რომ საქართველოს 5 თვითმმართველ ქალაქს შორის ფოთის მერიამ საახალწლო ღონისძიებებზე ყველაზე ცოტა თანხა დახარჯა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 10 დღეზე მეტია 32 წლის ირაკლი ჯაბუას ეძებენ 11 02 20

ფოთში 10- დღეზე მეტია 32 წლის ირაკლი ჯაბუას ეძებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი გადამზიდავი ავტომობილის მძღოლად მუშაობდა და ის 31 იანვარს მორიგი რეისის შესასრულებლად სახლიდან გავიდა, თუმცა მისი კუთვნილი ავტომობილი ქალაქის გასასვლელში მდინარე რიონზე არსებულ ხიდთან, მიტოვებული იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია სამეგრელო-ზემოსვანეთის და თბილისის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მმაშველთა ჯგუფები. შშს-ში აცხადებენ რომ საქმე აღძრულია სსკ-115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იხილე მეტი
სიახლე 

მარტვილის მუნიციპალიტეტში ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს 11 02 20

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. მათ მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარტე ტერიტორიიდან, უკანონოდ მოპოვებული 35 ერთეული წიფლის სახეობის მორი ამოიღეს. ვინაიდან, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის სამსახურებში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გარემოვაჭრე დახმარებას ითხოვს 11 02 20

მზია გოგოლი თავს გარევაჭრობით ირჩენს. ის ცოცხალ ფრინველს ყიდის. მისივე თქმით, დღეს დილით 20 ქათამი მიუსაფარი ძაღლების მიერ დაგლეჯილი დახვდა. ის სავაჭროდ ფართის გამოყოფას ითხოვს. ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ მოქალაქეს ფართის გამოყოფის მოთხოვნით მათთვის არ მოუმართავს. მიმართვის შემთხვევაში მას შესაბამის ფართს შესთავაზებენ. რაც შეეხება ძაღლების პრობლემას, ამასთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოხადებულია და უახლოეს მომავალში გამარჯვებული ფირმა იზრუნებს პრობლემის მოგვარებაზე.

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 11 02 20

კორონავირუსის გავრცელების გამო ბრიტანეთში მთავრობამ ვირუსი ჯანდაცვის „სერიოზულ და გარდაუვალ“ საფრთხედ გამოაცხადა. ეს სტატუსი მთავრობას ინფიცირებულთა იზოლაციისთვის და ვირუსის კონტროლისთვის მეტ ბერკეტს მისცემს. დღევანდელი მონაცემებით, ბრიტანეთში 8 ადამიანია ინფიცირებული. ჩინეთში კი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა უკვე 900-ს აჭარბებს. პეკინმა კვირას განაცხადა, რომ მათ სიას ერთ დღეში 97 ადამიანი დაემატა. ინფიცირებულთა რაოდენობაც კვირა დღეს 3 062-ით გაიზარდა. ამ ფაქტმა ბოლო დღეებში ვირუსის გავრცელების შენელების ტენდენცია დრამატულად საპირისპირო მიმართულებით შეცვალა. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ცნობით, ინფიცირების 40 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. იაპონიის პორტში ისევ იზოლირებულია საკრუიზო ლაინერი, რომელზეც ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება. დადასტურდა,…

იხილე მეტი