ფოთელი პენსიონერების ბრიფინგი 02 10 19
პენსიონერთა კავშირი „ბერბერა“ ფოთში 2013 წლიდან ფუქნციონირებს. მათი თავშეყრის ადგილი კუნძულის უბნის სანაპიროზე, ე.წ. ჭადრებთანაა. წლების განმავლობაში ისინი ზამთარ-ზაფხულ იკრიბებიან, მსჯელობენ ქალაქის პრობლემებზე, თამაშობენ ჭადრაკს, ვარჯიშობენ, უმრავლესობა ზამთარშიც კი ზღვაში ბანაობს. გუშინ, პენსიონერთა კავშირის წევრებმა სახელდახელოდ გამართულ ბრიფინგზე, გულისწყრომა გამოხატეს იმ ფაქტის გამო, რომ მათთვის განკუთვნილი ფართის მშენებლობის ვადებმა მომავალი წლისთვის გადაიწია , მათივე განცხადებით სანაპიროზე მიმდინარე ბულვარის მოწყობის სამუშაოები არასწორდაა დაგეგმილი და ორი წლის წინ დაყენებული განათების სისტემის შეცვლაც მიმდინარეობს, რასაც ისინი ორმაგ ხარჯად თვლიან და აცხადებენ, რომ ამ განათებების გამოცვლის „ზედმეტი“ ხარჯი მათ შენობას სრულად ააშენებდა კიდეც. კავშირის…
იხილე მეტი