სიახლე 

ფოთის ნავსადგურში ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე აღნიშნეს 07 03 19

ფოთის საზღვაო ნავსადგურში ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე აღნიშნეს. ღონისძიება Maersk-ის მიერ გამოცხადებულ, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავს სამუშაო ძალის მრავალფეროვნების წახალისებას და გენდერულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ფილმი ქართველ ქალებზე, რომლებმაც წინააღდეგობების მიუხედავად მოახერხეს მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანათ საზოგადოების განვითარების პროცესში. ასევე გამომსვლელებმა წარმოადგინეს მოკლე ისტორიები იმ ქალებზე, რომლებმაც მანდილოსნებისთვის არატრადიციულ სფეროებში წარმატებას მიაღწიეს. ღონისძიების დასარულს მოწვეულმა სტუმრებმა ვიქტორინაში მიიღეს მონაწილეობა და სხვადასვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ლუკა ცომაიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა 06 03 19

ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შემოქმედებითად მრავალფეროვანი საღამო გაიმართა. სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის მაღალკლასელებმა ნაწარმოების შინაარსი თავიანთი ჩანახატებით და ლექსებით გააცნეს დამსწრე საზოგადოებას. პრეზენტაცია მუსიკალურად არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის ფოლკლორული ანსამბლის ,,პირიმზეს” წევრებმა, გია გურგენაძეს ხელმძღვანელობით გააფორმეს. ლუკა ცომაიამ როგორც აღნიშნა, ეს სერია მადლიერების ნიშნად პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებს საჩუქრად გადასცა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სამლოცველო გაქურდეს 06 03 19

ფოთში, ნაბადის უბანში, სარსანიას ქუჩაზე წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის სამლოცველო გაქურდეს. ტაძრის მოძღვარს დილით სამლოცველოს კარები და შესაწირი ყულაბები გატეხილი დახვდა. მესანთლის განცხადებით, ყველა ხატი ადგილზეა და დაზიანებული არაა. წაღებულია გაურკვეველი რაოდენობის თანხა. რამდენიმე საათში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე არასრულწლოვანი ამხილა, რომელმაც ჩადენილი დანაშაული აღიარა. გამოძიება სსკ-ის 177 მუხლით მიმდინარეობს.

იხილე მეტი

,,კურსორი”-ს სტუმარია შერეული ორთაბრძოლების მწვრთნელი, ბაჩუკი სულამანიძე და ორგზის ტურნირის ჩემპიონი 05 03 19

,,კურსორი”-ს სტუმარია შერეული ორთაბრძოლების მწვრთნელი, ბაჩუკი სულამანიძე და ორგზის ტურნირის ჩემპიონი ბექა კორტავა. სტუმრებმა ისაუბრეს სპორტ დარბაზში არსებულ მდგომარეობაზე, სავარჯიშო ინვენტარის აღჭურვაზე, სპორცმენების წარმატებაზე და სამომავლო გეგმებზე.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო 05 03 19

ფოთში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს. სერვისების ცენტრის გამწვანების განყოფილებამ, ქალაქის მასშტაბით ხეების დარგვის პროცესი დაიწყო. პირველი ხე ნაბადის უბანში, არსებულ სკვერში დარგეს. მათი თქმით, სამუშაოების დასრულებამდე 70-მდე პალმის, ჭაობის კვიპარისის, წყავფოთოლასა და ქაფურის ძირი დაირგვება. ქალაქის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის, გამწვანების განყოფილებაში დააანონსეს, რომ საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, ცენტრალური პარკის ირგვლივ სხვადასხვა სახეობის ხეებსა და ფერად ყვავილებს დარგავენ.

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოს პირველობა ჭიდაობა სამბოში ფოთელების წარმატებით დასრულდა 05 03 19

თბილისში, საქართველოს ჩემპიონატის პირველობა ჭიდაობა სამბოში ფოთელების წარმატებით დასრულდა. შეჯიბრი, ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის ჩატარდა, სადაც ჭიდაობის სპეციალიზირებული სპორტული სკოლის 15 ფოთელი სამბოისტი მონაწილეობდა. მოჭიდავეებმა ორივე ასაკობრივ ჯგუფში წარმატებით იასპარეზეს და სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ასევე, ჭაბუკებს შორის გუნდური I ადგილი დაიკავეს. საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები, ევროპის ჩემპიონატში იასპარეზებენ, რომელსაც კვიპროსი აპრილის თვეში უმასპინძლებს. სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატისთვის აქტიურად ემზადებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 7 მარტის ჩათვლით მოღრუბლული ამინდი დაფიქსირდება 4 03 19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 7 მარტის ჩათვლით ცვალებადი მოღრუბლული ამინდი დაფიქსირდება, უმნიშვნელო ნალექით. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +14° იქნება. 5 მარტს აღმოსავლეთის ქარი დაქროლავს 12მ/წმ სიჩქარით. მოსალოდნელია ცვალებადი მოღუბლულობა უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +12° +14 °; ღამით კი + 6 ° + 8 ° იქნება. 6 მარტს ცვალებადი მიმართულების ქარია მოსალოდნელი, რომელიც 12-17 მეტრი წამი სიჩქარით დაქროლავს. ძირითადად მოღრუბლული, უნალექო ამინდი დაფიქსირდება, ღამით დროგამოშვებით წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12° +14°, ხოლო ღამით +8° +10° დაფიქსირდება. 7 მარტს სამხრეთ-დასავლეთის ქარი იქროლებს 10-15…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატის I ლიგა დაიწყო 4 03 19

ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო კლუბში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის ტურნირი 8-10-12 წლის ჭაბუკთა და გოგონათ შორის მიმდინარეობს. ჯამში დასავლეთ საქართველოდან 95 მოჭადრაკე მონაწილეობს. ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 7 ტურად მიმდოინარეობს. ხუთეულში გასული მოჭადრაკეები, საქართველოს შესაბამისი ასაკის უმაღლესი ლიგის საგზურით დაჯილდოვდებიან, სადაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურების მოსაპოვებლად ითმაშებენ. ჩემპიონატი 8 მარტს დასრულდება.

იხილე მეტი
სიახლე 

“კურსორის” სტუმარია ფოთის პროფესიული კოლეჯი „ფაზისი“-ს დირექტორი ნინო ბაკურაძე 04 03 19

კურსორის სტუმარია პროფესიული კოლეჯი „ფაზისი“-ს დირექტორი ნინო ბაკურაძე, რომელმაც განათლების, მეცნიერების სპორტის და კულტურის სამინისტროს მხრიდან გატარებულ საგანმანათლებლო რეფორმებზე ისაუბრა. მან საბაზო განათლების მქონე იმ მოსწავლეებზე ისაუბრა, რომლებიც კოლეჯში ჩაირიცხვის შემდეგ, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას მოისურვებენ. კოლეჯის დირექტორმა, ასევე ყურადღება გაამახვილა სასწავლებელში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე.

იხილე მეტი
თემა სიახლე 

“თემა”, სტუდიის სტუმარია ფოთის საკრებულოს წევრი მაია ჩხარტიშვილი 01 03 19

გადაცემა “თემა”, სტუდიის სტუმარია ფოთის საკრებულოს წევრი, “შენების მოძრაობის” წარმომადგენელი- მაია ჩხარტიშვილი

იხილე მეტი