სიახლე 

ნინო კემულარიას პოეზიის საღამო 01 03 19

,,დუმილის ხმაური“ – ასე ჰქვია ნინო კემულარიას ლექსების კრებულს, რომლის პრეზენტაცია ხობში გაიმართა. კრებულში არერთი საინტერესო ლექსია შესული. ღონისძიებაზე სხვადსახვა თაობის პოეზიის მოყვარულები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ. წიგნი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ,,ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში პალიასტომის ტბასთან სამედიცინო ნარჩენები აღმოაჩინეს 01 03 19

ფოთში, პალიასტომის ტბისა და მდინარე კაპარჭას მიმდებარე ტერიტორიაზე, სახიფათო კლასის ნარჩენებია დაყრილი. საუბარია სამედიცინო ნარჩენებზე, რომელიც ადგილობრივების მტკიცებით, დაახლოებით ერთი წლია რაც ღია ცის ქვეშ უცნობმა პირებმა განათავსეს. ისინი ეკოლოგიური პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამის სამსახურებს სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებენ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ ეს ფაქტი გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გუშინ დააფიქსირა და შესაბამისი ზომები უსწრაფესად იქნება მიღებული.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო 01 03 19

საქართველოს ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, ფოთის კოლხური მუზეუმის დარბაზში საქართველოს ეროვნული გმირების ფოტო-მასალის გამოფენა მოეწყო. ფოტო-გამოფენის გახნას მერის მოადგილე, გიორგი ფარეშიშვილი, უფროსკლასელებთან ერთად დაესწრო. მუზეუმში, სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით, კონკურსი-ვიქტორინა ,,ისტორიის კვალდაკვალ“ ჩატარდა. გამოფენის გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას, გიორგი ფარეშიშვილმა 1921 წლის თებერვლის ტრაგიკული დღეები და ის ახალგაზრდები გაიხსენა, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის თავი გაწირა. ქართული საზოგადოება უკვე რამდენიმე წელია, ტრადიციულად აღნიშნავს ამ დღეს. ფოთში, ოკუპაციის კვირეული 25-28 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა.

იხილე მეტი

“კურსორის” სტუმარია ფოთის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია 28 02 19

„კურსორის“ სტუმარია ფოთის მერის პირველი მოადგილე კოტე თოფურია. ის სახელმწიფო აუდუტის დასკვნაზე საუბრობს, სადაც 2016- 2017 წლებში მუნიციპალიტეტში არსებული დარღვევებია მითითებული. ასევე მან ქალაქში მიმდინარე ახალ პროექტებზე გააკეთა განცხადება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაეცემა 27 02 19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 1 მარტის ჩათვლით ცვალებადი ღრუბლიანობაა მოსალოდნელი, უმნიშვნელო ნალექით. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +3° დაფიქსირდება. 28 თებერვალს ცვალებადი მიმართულების ქარი დაქროლავს 7-12 მ/წმ სიჩქარით. ასევე მოსალოდნელია ცვალებადი ღრუბლიანობა, დროგამოშვებით წვიმა, დილით უმეტესად უნალექო. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +5° +7 °; ღამით კი + 3 ° + 5 ° იქნება. 1 მარტს, დასავლეთის და აღმოსავლეთის ქარია მოსალოდნელი, რომელიც 11 მ/წმ სიჩქარით დაქროლავს. ძირითადად ღრუბლიანი, უნალექო ამინდი დაფიქსირდება, ღმით დროგამოშვებით წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6° +8°, ხოლო ღამით +5° +7° დაფიქსირდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, წყალარინების ქსელის მოწყობა გრძელდება 27 02 19

ფოთში, წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით გრძელდება. მიმდინარე პროექტი ითვალისწინებს 145 კმ-იანი ქსელის მოწყობას, 28 ერთეული სატუმბი სადგურისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას, რისთვისაც 130 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. მხარის გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას თქმით, წყალარინების ქსელის მოწესრიგება და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. სინქრონი მოწერელიას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის, ეკატერინე გალდავას განცხადებით, საკანალიზაციო სისტემის მშენებლობას ჰოლანდიური კომპანია TAHAL GROUP აწარმოებს. უცხოურ კომპანიასთან ერთდ, სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი ქართული კომპანიებიც შეასრულებენ. ადგილზე სამუშაოების მიმდინარეობას, აზიის განვითარების ბანკის მისიასთან ერთად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული,…

იხილე მეტი
სიახლე 

ოპოზიციამ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე კორუფციაში დაადანაშაულა 27 02 19

ფოთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება სახელმწიფო აუდიტის დასკვნის განხილვამ გამოიწვია, რომლის მიხედვით, ფოთის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი დარღვევები, საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი კაკულიას მერობის პერიოდს ეხება. ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარე კორუფციაში დაადანაშაულა და უმრავლესობას უნიათო უწოდა. საკრებულოს თავმჯდომარემ აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ის სარეკომენდაციო ხასიათისაა და მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს მასში მოცემული ხარვეზები რომ გამოსწორდეს. სობოლოოდ სხდომაზე აუდიტის დასკვნა ცნობად მიიღეს და ხმათა უმრავლესობით მერიას, აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა დაევალა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 26 02 19

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილ პროექტებსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა და ცენტრის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა, გიორგი ფარეშიშვილმა ჩაატარა. როგორც აღნიშნეს, ეს პირველი მასშტაბური 18 თვიანი პროექტია, რომლის ფარგლებში გაძლიერდება და გაფართოვდება საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები. შეხვედრას ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობების, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნრენ. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე-3 საჯარო სკოლაში ,,ოკუპაციის კვირეული” აღნიშნეს 25 02 19

საბჭოთა ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, მესამე საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა სპექტაკლი სახელწოდებით _ „ახლა ეს ფიქრი სხვა სამარეა“ წარადგინეს. მაღალ დონეზე შესრულებულ 45 წუთიან სპექტაკლში, ბავშვებმა, ოკუპირებული საქართველოს ისტორია, საოცარი ოსტატობით გააცოცხლეს. სპექტაკლის სცენარისტი და რეჟისორი ლევან მაშავა გახლავთ. ღონისძიებას სხვადასხვა სკოლების დირექტორებთან და მოსწავლეებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ფოთის ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს 25 02 19

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ფოთის ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ცერემონიალს მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ. მოგვიანებით, საკათედრო ტაძარში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, 1921 წლის 25 თებერვალს დაღუპული იუნკრებისა და სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. „ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში 25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. ამ დღეს ქართველმა მებრძოლებმა, კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში, ქვეყნისთვის უპირველესი ფასეულობის – თავისუფლების დასაცავად თავდადებული გმირობის მაგალითი გვიჩვენეს. ფოთში, საბჭოთა რუსეთის არმიის მიერ საქართველოს 1921 წლის ოკუპაციის ფარგლებში საჯარო სკოლებსა და დაწესებულებებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება“_ განაცხადა მერის პირველმა მოადგილემ, კოტე…

იხილე მეტი