სიახლე 

ფოთში სტიქიის მიერ დაზიანებული სახურავების შეკეთება მიმდინარეობს 15 01 19

ფოთში სტიქიია შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების და ობიექტების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, აღნიშნულთან დაკავშირებით ცენტრალური ბიუჯეტიდან მილიონი ლარი დაიხარჯება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გრიპის ვირუსით კლინიკებს 1525-მა პაციენტმა მიმართა 15 01 19

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცემტრის ინფორმაციით, ბოლო მონაცამებით გრიპის ვირუსით სამედიცინო დაწესებულებებს 1525 -მა პაციენტმა მიმართა, აქედან მწვავე რესპირატორული დაავადება 40-ს აღმოაჩნდა, ხოლო სამი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საქართველოს დროშის დღე აღნიშნეს 14 01 19

14 იანვარს, საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული სიმბოლოსთვის, ღირსი პატივის მიგების მიზნით, ფოთში, საჯარო დაწესებულებებთან ერთად, მოსახლეობის ნაწილმა საკუთარი სახლის აივნებზე, ფანჯრებზე თუ შენობის სახურავებზე საქართველოს ეროვნული დროშა გადმოფინეს და აღმართეს. სახელმწიფო დროშა, საქართველოს ერთიანობის, ერის ისტორიული გზის სიმბოლოა და ეროვნული დღესასწაულია, – განაცხადა აკაკი დარჯანიამ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან, ყოველი წლის 14 იანვარს აღინიშნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ამინდის პროგნოზი 14 01 19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სმსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 15 იანვარს დილით დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით + 12 ° +14 °; ღამით + 10 ° +12° -ია მოსალოდნელი. 16 იანვარს ძირითადად მოღრუბლული უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით + 8 ° +10 °; ღამით +4 °+ 6 ° დაფიქსირდება. 17 იანვარს დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით + 7 ° + 9 °; ღამით + 3 ° + 5 °იქნება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს 11 01 19

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრს ახალი სამხტვრო ხელმძღვანელი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, ცნობილი მსახიობი, რამაზ იოსელიანი დაინიშნა. მას თეატრალურ სფეროში, მთ შორის ფოთის თეატრში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში H1N1 ვირუსი არ დაფიქსირებულა 11 01 19

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, ფოთში H1N1 ვირუსი არ ფიქსირდება. ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებას 779-მა ადამიანმა მიმართა. აქედან 133 აღმოაჩნდა გრიპის მაგვარი დაავადება და მათ ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებიათ. ამ დროისთვის პლევმონიის დიაგნოზით ფოთში, სტაციონალურ მკურნალობას, სამი ასაკოვანი მოქალაქე გადის. ექიმების განცხადებთ მათი მდგომარეობა სტაბილურია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ამინდის პროგნოზი 11 01 19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 12 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით უნალექო ამინდი იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

სახელმწიფო დროშის დღისთვის მზადება ფოთში 11 1 19

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ღობეებიდან გადმოფინონ ან სახურავებსა და ავტომანქანებზე აღმართონ საქართველოს სახელმწიფო დროშა.ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განცხადებით, თავისუფალი საზოგადოების განმტკიცებასთან ერთად დგება დრო, სახელმწიფო დროშამ დაიმკვიდროს და აღიდგინოს ადგილი საქართველოს მოქალაქის ცხოვრებაში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მინი სტადიონების რეაბილიტაცია მიმდინარეობს10 01 19

ფოთში მინი სტადიონების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელმა, ჩვენთან საუბარში განაცხადა, ამ ეტაპზე აღდგენითი სამუშაოები ბარათაშვილის, ჭავჭავაძის, ნიკოლაძისა და ერთობის ქუჩაზე მდებარე სტადიონებს ჩაუტარდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ბიუჯეტიდან 24 079 ლარი დაიხარჯება.

იხილე მეტი
სიახლე 

თოჯინების თეატრის სპექტაკლი ფოთში 10 01 19

საახალწლო პროგრამის ფარგლებში, სახელოვნებო ცენტრთან არსებულმა თოჯინების სახალხო თეატრმა „საშობაო ზღაპარი“ წარმოადგინა. სპექტაკლი რუსული დიასპორის ოჯახების ბავშვებისთვის გაიმართა. „საშობაო ზღაპარმა“ პატარებში დიდი მოწონება დაიმსახურა, წარმოდგენა სრული ანშლაგით მიმდინარეობდა.

იხილე მეტი