სიახლე 

ფოთში, “გალერია 34”-ში პოეზიის საღამო გაიმართა 17 12 18

„არტ გალერეა 34“- ში ახალგაზრდა პოეტის, თამუნა გუჯაბიძეს პოეზიის საღამო გაიმართა. „მეხსიერება“ ასე დაარქვა პოეზიის საღამოს მწერალმა, სადაც თავისი ლექსები წაიკითხა და ღონისძიება მუსიკალურადაც გააფორმა. როგორც თავად ამბობს, პოეზიის დიდი ნაწილი წარსულ ცხოვრებას მიუძღვნა. თამუნა გუჯაბიძე მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეა და ის ბათუმის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია.

იხილე მეტი
სიახლე 

აფეთქება ფოთში 17 12 18

ფოთში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე თონე აფეთქდა. სავარაუდოდ, მომხდარის მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.შემთხვევის შედეგად თონეში მომუშავე ერთი პირი დაშავდა. სასრაფო -სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იგი ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება . ,,მამაკაცს აღენიშნებოდა პირველი ხარისხის დამწვრობა სახისა და ზედა კიდურების მიდამოებში. მას გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაყვანილია ჰოსპიტალში, -განუცხადა ჟურნალისტებს სასრაფოს მორიგე ექიმმა ქრისტინე დანელიამ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში წმ. დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღე აღნიშნეს 17 12 18

მართლმადიდებელი ეკლესია 17 დეკემბერს წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდა.წმინდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. იგი ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა და მდიდარი წარმართის ერთადერთი ქალიშვილი იყო. ქრისტიანად მონათვლის შემდეგ ბარბარემ ღვთის წინაშე ქალწულობის აღთქმა დადო, რომ თავს ღმერთს შესწირავდა.ბარბარეს სურვილმა დიოსკორე განარისხა. მან ქალიშვილი ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა, მამა ფიქრობდა, რომ ბარბარე წამებით სიკვდილის ღირსი იყო. ღვთის შემწეობითა და სიყვარულით, წმინდა ბარბარემ არაერთი სატანჯველი დაითმინა. წმინდა ბარბარეს თავი მისმა მამამ მოკვეთა. იმავე წამს დიოსკორეს ციდან ცეცხლი დაატყდა და მისი…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში დასრულდა ასაკობრივი პირველობა ჭადრაკში 14 12 18

ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-9 საჭადრაკო ფესტივალის ფარგლებში, დღეს დასრულდა ასაკობრივი ტურნირი კლასიკურ ჭადრაკში, რომელიც 5 დღის მანძილზე მიმდინარეობდა. მასში 7 დან 9 წლამდე ასაკის 43 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ფესტივალის ფარგლებში უკვე ჩატარდა 4 სხვადასხვა ტურნირი.ხვალ სტარტს აიღებს სამეგრელოს რეგიონის პირველობა ელვისებურ ჭადრაკში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა დღეს დასრულდა 14 12 18

საკალათბურთო დარბაზში, საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ფოთის სკოლებს შორის შეჯიბრი დღეს დასრულდა. თამაშები, ოთხ სახეობაში, ფეხბურთში, კალათბურთში, ხელბურთში და მხიარულ სტართებში მიმდინარეობდა. მასში სულ საჯარო და კერძო სკოლების 14 გუნდი მონაწილეობდა. ერთმანეთს 2005-2010 წლებში დაბადებული გოგონები და ვაჟები ეჯიბრებოდნენ. გამარჯვებული მონაწილეები სერთიფიკატებით, მედლებით და დიპლომებით დააჯილდოვეს. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

ზუგდიდში ფოთელმა მოკრივეებმა წარმატებით იასპარეზეს 14 12 18

ზუგდიდში ჩატარდა ღია პირველობა კრივში, სადაც დასავლეთ საქართველოს კრივის სკოლების წარმომადგენლები, ასევე თურქეთიდან და სომხეთიდან ჩამოსული სპორტსმენები ასპარეზობდნენ. ტურნირში ფოთის კრივის ორივე სკოლამ მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრი 2004-2010 წლებში დაბადებულ ასაკობრივ ჯგუფებში ჩატარდა და 160 მოკრივე მონაწილეობდა. ფოთელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და ჯამში 16 პირველი, 9 მეორე და 4 მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ.ფოთელი მოკრივეები მომავალი შეჯიბრებისთვის აქტიურად ემზადებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, შშმ პირები პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ 14 12 18

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენაქციის შესახებ, იუსტიციის სახლის ფოთის ფილიალის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელმა, თეონა გეთიამ განმარტა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, სრულწლოვნებისათვის პასპორტისა და პირადობის მოწმობების აღება სრულიად უფასო იქნება, არასრულწლოვნები კი, შესაბამისი ცნობის წარდგენის შემთვევაში უფასოდ პირადობის ელექტრონულ მოწმობებს მიიღებენ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ფოტოსურათის გადაღების საფასურისგანაც თავისუფლდებიან.შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები აქციით სარგებლობას 2019 წლის 10 იანვრის ჩათვლით შეძლებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის პირველობა მხიარულ სტარტებში 13 12 18

საკალათბურთო დარბაზში, საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამით გათვალისწინებული, ფოთის პირველობა მხიარულ სტარტებში მიმდინარეობს, რომელშიც საჯარო და კერძო სკოლების 12 გუნდი იღებს მონაწილეობას. ერთმანეთს 2005-2010 წლებში დაბადებული გოგონები და ვაჟები ეჯიბრებიან.მხიარული სტარტები დღეს დაიწყო და ხვალ დასრულდება. ფოთის პირველობა მხიარულ სტარტებში მეოთხე წელია ტარდება. ის ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით იმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ამინდის პროგნოზი 13 12 18

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთი-ყულევის სანაპიო ზოლზე ხვალიდან სამი დღის მანძილზე უნალექო ამინდი დაფიქსირდება. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +14 გრადუსია მოსალოდნელი.

იხილე მეტი
სიახლე 

უ-შუს ჩემპიონატში ფოთელებმა 10-ოქროს მედალი მოიპოვეს 13 12 18

რიგით მე-15 საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ,,უ-შუ კუნგფუში’’, ფოთელმა სპორსტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს. მათ 10 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ტურნირი თბილისში მიმდინარეობდა.შედეგები ასე გამოიყურება: I ადგილი იარაღით და ტაოლუში: სოფიკო აფხაზავამ, ილია ბოკუჩავამ,გვანცა ქარჩავამ და საბა გოგიამ 2-2 ოქროს მედალი მოიპოვეს.ჩენ-ტაიჩი-ში მაკა გაბესკირიამ 2 ოქროს მედალი აიღო,II ადგილი ტაოლუში: ელია შენგელიამ მოიპოვა, ხოლო III ადგილი ტაოლუში: ზუკა თოფურიამ და დაჩი გვასალიამ დაისაკუთრეს.

იხილე მეტი