სიახლე 

ფოთში ასაკობრივი ტურნირი ჭადრაკში გრძელდება 12 12 18

ჭადრაკში ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი მე 9 ფესტივალი დადასრულს უახლოვდება. ამჟამად ასაკობრივი ტურნირი მიმდინარეობს, სადაც 3 ტურის შედეგებით ლიდერები გამოვლინდნენ. ფესტივალი ბლიც ტურნირით დამთავრდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში განახლებულ ნიკოლაძის კოშკში ჭერი დაზიანდა 12 12 18

ფოთში, განახლებულ ნიკო ნიკოლაძის კოშკში სახურავმა წყალი გაატარა და ჭერი დაზიანდა. რეაბილიტირებული ისტორიული ძეგლი, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 175 წლისთავთან დაკავშირებით,საზეიმო ვითარებაში გაისნა.ოპოზიციის წარმომადგენელი დარეჯან ცხვიტარია აცხადებს, რომ ობიექტი ფორსმაჟორულ სიტუაციში, სწრაფი ტემპით, უხარისხოდ იქნა გარემონტებული, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლაძის შვილიშვილი იყრიდა კენჭს და მისი გახსნა აუცილებლად წინასაარჩევნოდ უნდა მომხდარიყო. კოლხური კულტურის მუზეუმის დირექტორის, ელენე გაბლიანის განმარტებით, ძლიერი წვიმის დროს შემინულ კონსტრუქციაში წყალი ჩავიდა, დაზიანებული ჭერი მშენებლებმა თავად მოხსნეს და პრობლემის დროულად აღმოფრხვა უახლოეს დღეებში მოხდება.ცნობისათვის, ნიკო ნიკოლაძის კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის ზაფხულში დაიწყო. ძეგლის რეაბილიტაციის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოჭიდავე მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოსმედალოსანი გახდა 11 12 18

მსოფლიოს პირველობა კადეტთა შორის, ფოთელი მოჭიდავის ლუკა გადელიას წარმატებით დასრულდა. მან 46 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.შეჯიბრება სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარეობდა. ლუკა გადელიასთან ერთად მსოფლიოს პირველობაზე ფოთელი მარიამ თოდუაც ასპარეზობდა, რომელიც სამწუხაროდ დამარცხდა და ჩემპიონატს გამოეთიშა.

იხილე მეტი
სიახლე 

საფრანგეთში ფოთელი კანონიერი ქურდი დააკავეს 11 12 18

საფრანგეთში დაკავებული ერთ-ერთი ,,კანონიერი ქურდი“ რევაზ სესკურია ფოთელია, ის თამარ მეფის ქუჩაზე ცხოვრობდა. ახლა მისი სახოვრებელი ბინა დაკეტილია. მეზობლები სესკურიას დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ და არ იციან თუ რას საქმიანობდა იგი. ,,ამ კორპუსში მე-9 სართულზე ცხოვრობდა.მეზობელი იყო, მაგრამ დიდი ხანია არ მინახია,დედამისს ვხედავდი ხოლმე , წლებია რაც არ ყოფილან.ადრე მთელი ოჯახი აქ ცხოვრობდა. მის საქმიანობასთან დაკავშირებით არაფერი ვიცი.არც მისი დაკავების შესახებ მაქვს ინფორმაცია,“- განუცხადა ჟურნალისტებს რევაზ სესკურიას მეზობელმა რუსუდან გოგონაიამ. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით საფრანგეთში 2 ქართველი „კანონიერი ქურდი“- 1971 წელს დაბადებული მინდია ნიჟარაძე და…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ამინდის პროგნოზი 11 12 18

ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთი -ყულევის სანაპირო ზოლზე ამინდი დღეს საღამოს საათებიდან მკვეთრად გაუარესდება, გაძლიერდება ცვალებადი მიმართულების ქარი, ზღვის ღელვა 5 ბალამდე მოიმატებს. 13 დეკემბრიდან კი საგრძნობლად აცივდება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ჯემალ თოფურიას მემორიალი ჭადრაკში გრძელდება 10 12 18

გრძელდება ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში უკვე ჩატარდა 3 ტურნირი. დღეს სტარტი აიღო ასაკობრივმა ტურნირმა. ფესტივალი 15 დეკემბერს დასრულდება და საზეიმო ვითარებაში დაიხურება.

იხილე მეტი
სიახლე 

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ამერიკელი ფილოსოფოსის სემინარი გაიმართა 10 12 18

დღეს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ფილოსოფიის მკვლევარის, ლანსელოტ ფლეტჩერის სემინარი გაიმართა, რომელიც ორი დღის მანძილზე გაგრძელდება. პირველი სემინარი ამერიკელმა ფილოსოფოსმა, ფილოსოფიის ფუძემდებელს პლატონს მიუძღვნა. მან, ნელი კითხვის მეთოდით, მსმენელს პლატონის „სახელმწიფო“ გააცნო. საუბრისას პროფესორი ნელი კითხვის აუცილებლობასაც შეეხო.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, არასამთავრობო ორგანიზაციამ სკოლის დირექტორებთან შეხვედრა გამართა 10 12 18

დღეს, ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. რომელიც, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადეობის განვითარების ცენტრი-მა“ ჩაატარა. შეხვედრას, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ.როგორც, არასამთავრობოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, კამპანიის ძირითადი მიზანი არის, განათლების მიღმა დარჩენილი, სოციალურად დაუცველი და მიუსაფარი ბავშვებისთვის ცოდნის მიღება შესაძლებელი გახადონ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ასოცირებული პროფესორის, გიორგი ხუროშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა 7 12 18

ახლი საქართველოს უნივერსიტეტში, ფილოსოფიის დოქტორის, ასოცირებული პროფესორის, გიორგი ხუროშვილის ლექცია გაიმართა, თემაზე, „პლატონი და არისტოტელე ისლამური პოლიტიკური ფილოსოფიის სათავეებთან“. ასევე ლექციის ფარგლებში ასოცირებული პროფესორის, ახალი ნაშრომის პრეზენტაცია შედგა. “პლატონი ალ-ფარაბის პოლიტიკურ ფილოსოფიაში” ასე ქვია წიგნს, რომელშიც დასავლური და აღმოსავლური რელიგიის საკითხებია განხილული.

იხილე მეტი