სიახლე 

ფოთში, ახალგაზრდული კონკურსი “იდებატე ” ჩატარდა 10 12 18

ფოთში, ახალგაზრდული კონკურსი ,,იდებატე” დაიწყო. 8 დეკემბერს , ფოთის მე-15 საჯარო სკოლაში მეათე კლასელებს შორის დებატები სოციალურ თემაზე გაიმართა, კონკურსი გუნდურობის პრინციპზეა აგებული და მასში 40 მოსწავლე მონაწილეობს.მე-15 საჯარო სკოლის კონკურსებისა და პროექტების მენეჯერის თქმით, მეათე კლასელები, მომავლის აკადემიის პროექტ ,,იდებატეს” ფინალისტები გახდნენ. მათ გადაწყვიტეს, რომ ქალაქში ყველა თანატოლისთვის მიეწვდინათ ხმა, შეეკრიბათ ისინი და გაეზიარებინათ ბრიტანული სტილით დებატების წარმართვა. ,,იდებატე” – ბრიტანული საპარლამენტო სტილით დებატების კონკურსია, რომელიც საქართველოს მომავლი აკადემიის პროექტის ფარგლებში იმართება. ფოთში კი პირველად ფონდ ,,ბილივის” მხარდაჭერით ხორციელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ხელბურთში სპორტული შეჯიბრი გაიმართა 7 12 18

ფოთში, სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში   ხელბურთში ტურნირი დასრულდა, შაბათს კალათბურთის დარბაზში ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები გაიმართა  და  გამარჯვებულები გამოვლინდნენ. სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში, 20 დეკემბერს სკოლებს შორისმხიარული სტარტები  გაიმართება, სადაც ყველა გამარჯვებული სპორტსმენი სიგელებითა და მედლებით დაჯლდოვდებიან.

იხილე მეტი
თემა სიახლე 

გადაცემა “თემა” 7 12 18

გადაცემა “თემა” რა მიღწევები აქვს,,საქართველოს უნივერსიტეტს“, რას სთავაზობს აბიტურიენტებს და რითია განსხვავებული სხვა უმაღლესი სასწავლებლებისგან . ამ და სხვა მრავალ კითხვას გადაცემის სტუმარი, საქართველოს უნივერსიტეტის “ სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი ნათია კალაძე პასუხობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში დამწყებ მოჭადრაკეთა შორის ტურნირი დასრულდა 6 12 18

გრძელდება ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-9 საჭადრაკო ფესტივალი. სადაც 300 მდე სხვადასხვა ასაკის მოჭადრაკე ასპარეზობს. ფესტივალის ფარგლებში 5 ტურნირი ჩატარდება. უკვე დასრულდა დამწყებ მოჭადრაკეთა ტურნირი და გამოვლინდნენ გამარჯვებულები.  

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საახალწლო სამზადისი დაიწყო 7 12 18

ფოთში საახალწლო სამზადისი დაიწყო. ქალაქის ქუჩებში ფერადი განათებების დამონტაჟდება მიმდინარეობს. გიორგი ფარეშიშვილის თქმით, მიუხედავად ქალაქის არც თუ ისე დიდი ბიუჯეტისა, შესაბამისმა სამსახურებმა უკვე დაიწყეს მუშაობა. მისივე თქმით, კულტურის სამსახური მოქალაქეებს საინტერტესო ღონისძიებებს ჰპირდება. სადაც ძირითადათ, ხელოვნების სფეროს ადგილობრივი წარმომადგენლები იქნებიან ჩართულნი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საჭადრაკო ფესტივალის ფარგლებში საოჯახო ტურნირი გაიმართა 7 12 18

გრძელდება ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-9 საჭადრაკო ფესტივალი. სადაც 300 მდე სხვადასხვა ასაკის მოჭადრაკე ასპარეზობს. ფესტივალის ფარგლებში 5 ტურნირი ჩატარდება. უკვე დასრულდა დამწყებ მოჭადრაკეთა ტურნირი და გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ნოდარ დუმბაძეს საიუბილეო ღონისძიება გაიმართა 6 12 18

დღეს ფოთის, მესამე საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა ღონისძიება გამართეს, რომელიც ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძეს დაბადებიდან 90 წლის იუბილეს მიეძღვნა. მოსწავლეებმა მწერლის მოთხრობების პერსონაჟები სცენაზე გააცოცხლეს. ბავშვებმა “მე, ბებია, ილიკო და ილარიონის”, “ხაზარულასა” და “სისხლის” ეტიუდები წარმოადგინეს და მის ლექსებზე დაწერილი სიმღერები შეასრულეს. ასევე მწერლის ბიოგრაფია დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნეს. ნოდარ დუმბაძე 1928 წლის 14 ივლისს დაიბადა, ქალაქ თბილისში. 1937 წლის რეპრესიების პერიოდში მამა მისი დახვრიტეს დედა კი დააპატიმრეს და გადაასახლეს. ნოდარი ჯერ აფხაძეთში დეიდებთან იზრდებოდა, შემდეგ საცხოვრებლად ბებიასა და ბაბუასთან გაგზავნეს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში. 1950-ანი წლებიდან ნოდარ დუმბაძეს…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში შშმ პირთა დღე აღნიშნეს 6 12 18

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფოთში, საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა. როგორც ფონდის დამფუძნებელმა, ია გორგოტაძემ აღნიშნა, „ქველმოქმედი-2015“ და ბავშვთა გასართობი ცენტრი „ბაკუგანი“ უკვე 4 წელია ტრადიციულად აღნიშნულ პირებს, მშობლებთან ერთდ მასპინძლობს. ღონისძიების დასასრულს ბავშვევბს საჩუქრად წგნები გადასცეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გრიგოლ ესებუას მხარდასაჭერი ღონისძიება გაიმართა 26 11 18

ფოთის კულტურის სახლის დარბაზში, 10 წლის გრიგოლ ესებუას მხარდასაჭერი საქველმოქმედო საღამო გაიმართა. რომელიც ფოთელი სტუდენტების ქრისტინა კოხიასა და შაკო ლაშხიას, ორგანიზებით ჩატარდა. კონცერტზე ახალგაზრდა შემსრულებლებმა მსმენელის წინაშე ყველასათვის ნაცნობი სიმღერები და მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულეს. ერთ-ერთი ორგანიზატორის, ია როგავას თქმით მომღერლები, პიანისტები, მელექსეები, სრულიად უანგაროდ დაუდგნენ გვერდში პატარა გრიგოლს. რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში პატარა ბიჭის, გრიგოლ ესებუას წერილი გავრცელდა, სადაც წერდა, რომ მის ოჯახს ერთ- ერთი ბანკის ვალი აქვს, რომელსაც ხელფასის სიმცირის გამო ვერ იხდიან. რის გამოც ბანკი სახლიდან გაძევებით ემუქრებათ. ამ წერილს, გრიგოლის დასახმარებლად საზოგადოების დიდი ნაწილი გამოეხმაურა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სამშენებლო კომპანიების ხემძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა 6 12 18

ფოთში, მერის მოადგილეებმა, მამუკა პაპასკირმა და კონსტანტინე თოფურიამ სამშენებლო კომპანიებთან შეხვეედრა გამართეს, სადაც სტიქიის შემდეგ, გაწეული სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინეს. როგორც მერიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს ფოთში, 30 ნოემბერს, სტიქიის შედეგად დაზიანებული, მრავალ სართულიანი საცხოვრებელი სახლებისა და სახელმწიფო ობიექტების აღდგენითი პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, რომელშიც ადგილობრივი კომპანიები არიან ჩართულნი.  ფოთში, 30 ნოემბრს ძლიერი ქარის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 3 მილიონ ლარს მიაღწია.

იხილე მეტი