სიახლე 

ფაროსანასთან ბრძოლა უცხოელი მეცნიერების ჩართულობით გრძელდება 6 11 18

,,ქართველ ფიტოსანიტარებთან ერთად, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებები უცხოელი სპეციალისტების ჩართულობითაც მიმდინარეობს“, – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი. ნიკა მესხის განმარტებით, უწყება აქტიურად იყენებს იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომლებსაც მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის მრავალწლიანი და წარმატებული გამოცდილება აქვს. დეპარტამენტის უფრო იხსენებს, რომ როდესაც საქართველოში აზიური ფაროსანას პრობლემა დადგა, უწყებამ უცხოელ მეცნიერებს იმთავითვე მიმართა და სწორედ მათი რეკომენდაციებით შემუშავდა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა, რომლის განხორციელებაც ახლაც მიმდინარეობს. მესხი აღნიშნავს, რომ პროგრამიდან მიღებულ შედეგებს უცხოელი სპეციალისტებისგან საკმაოდ მაღალი შეფასება აქვს. მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად…

იხილე მეტი
თემა სიახლე 

თოქ-შოუ “თემა” საარჩევნო დებატები 5 11 18

თოქ-შოუ “თემა” საარჩევნო დებატები გადაცემის სტუმრები: ზაალ კვინჩია -,,ქართული ოცნების“ ფოთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე მაგდა ჯახია- ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე  

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში შშმ პირთათვის საქველმოქმედო ლონცერტი გაიმართა 5 11 18

3 ნოემბერს, ფოთში შეზრუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, დახმარებისა და ინტეგრირების ლიგამ, კონცერტი გამართა. სადაც, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და პროექტ „ნიჭიერის“ მონაწილე ვანო ფიფია სხვადასხვა მუსიკალური ნომრით, შეკრებილი საზოგადოების წინაშე წარსდგა. დახმარებისა და ინტეგრირების ლიგის დირექტორის, არჩილ გოგბერაშვილის თქმით, ისინი 1999 წლიდან, ფოთში, მეთოთხმეტე აქციას ატარებენ. ლიგა საქართველოს მასშტაბით ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვებს, მშობლებთან ერთად საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის უწევს დახმარებას.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის “კოლხეთი 1913” სამტრედიასთან 1:0 დამარცხდა 5 11 18

პარკი არენაზე, ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩი გაიმართა. სადაც ერთმანეთს ფოთის „კოლხეთი-1913“ და საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ დაუპირისპირდა. ფოთელი ფეხბურთელებისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩი, სტუმრების გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. დღეისათვის ფოთის „კოლხეთი -1913“ გათამაშების ცხრილში ბოლო მეათე ადგილზე იმყოფება. ფოთელი ფეხბურთელებისთვის, ეროვნულ ლიგაში დარჩენის შანსი, ამ მატჩის შემდეგ მინიმუმამდე შემცირდა. 11 ნოემბერს, „კოლხეთი -1913“ გორში, „დილას“ წინააღმდეგ ითამაშებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში 5 11 18

გუშინ ფოთში, მერაბ კოსტავასა და 8 მარტის ქუჩების კვეთაზე ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი პირი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დაშავდა, რის გამოც ტრამვული დაზიანებებით ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც საავადმყოფოს დირექტორმა, თეა მიგინეიშვილიმა სატელეფონო საუბრისას განაცხადა, პაციენტებს შესაბმისი გამოკვლევა და მკურნალობა ჩაუტარდათ, რის შემდეგ ერთი არასრულწლოვანი ბინაზე გაწერეს. ამჟამად პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

იხილე მეტი
სიახლე 

ბრძოლა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ – 2018 წლის შეჯამება 5 11 18

ბრძოლა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ – 2018 წლის შეჯამება 2018 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები და შედეგები აბაშის მუნიციპალიტეტში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში შეაჯამეს. ანგარიშის მიხედვით, მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად ჩატარდა. დასავლეთ საქართველოში-სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით 780 ათასამდე ჰექტარი ფართობი დამუშავდა. ტყის პერიმეტრებზე დამონტაჟდა „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, რის შედეგადაც შემცირდა მავნებლის გავრცელება, ტყის მასივებიდან სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე. აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ შტაბში, შეიქმნა მავნებელთან ბრძოლის სისტემა, რომელიც მონიტორინგსა და ანალიზზე დაფუძნებულ, კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს. მცენარეთა დაცვის სპეციალისტები ცალსახად აღნიშნავენ,…

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ დავიცვათ ფუტკარი ფაროსანას წინააღმდეგ წამლობის დროს 5 11 18

როგორ დავიცვათ ფუტკარი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობის დროს. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, დასავლეთ საქართველოში სახელმწიფომ ქიმიური პრეპარატით წამლობა რამდენჯერმე ჩაატრა, სამუშაოების დაწყებამდე კი ადგილობრივებს წინასწარ აფრთხილებდნენ. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა ამბობდა, რომ პრეპარატმა მათი ფუტკრის დახოცვა გამოიწვია. ჩვენ გურიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრს ვესაუბრეთ. მას ფუტკრის სკები ციტრუსის და თხილის ბაღებში აქვს განთავსებული, როგორც ამბობს ბაღში წამლობა არაერთხელ ჩაატარა, თუმცა წესების დაცვის და წამლობის საღამოს პერიოდში განხორციელების შედეგად ფუტკარს ზიანი არ მიყენებია.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი 2 11 18

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე ამინდი 3 ნოემბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით ცვალებადი მოღრუბლულობა დაფიქსირდება. დაუბერავს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ზღვის ღელვა 2-3 ბალი ქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრი ლიეტუვაში გასტროლებისთვის ემზადება 2 11 18

ვალერიან გუნიას სახელობის დრამატული თეატრი გასტროლებისთვის ემზადება.ფოთელი მსახიობები ლიეტუვაში, ალიტუსის საერთაშორისო ფესტივალზე მიემგზავრებიან. სადაც დრამატული სპექტაკლით „ყვითელ დღეები“ და მარიონეტული სპექტაკლით „ნაცარქექია“ წარსდგებიან  მაყურებლის წინაშე. ქართული ხალხური ზღაპრის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „ნაცარქექია“, ფოთის თეატრში შარშან ბახვა წერედიანის რეჟისორობით დაიდგა. დღეს კი, ფოთელი მსახიობები რეპეტიციებს აქტიურად გადიან. შეგახსენებთ, რომ ფოთის თეატრი, თითქმის ერთი წელია ავარიულ, მდგომარეობაშია, რის გამოც თეატრის დასი, საკუთარ სცენაზე სპექტაკლებს ვერ დგამს.

იხილე მეტი
სიახლე 

ამერიკელი მედია ექსპერტი ფოთში მედიის და არასამთავრობოების წარმომადგენლებს შეხვდა 2 11 18

ამერიკელი მედია ექსპერტი, ბრაიან გრინი დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში, ფოთში მედია საშუალებების წარმომადგენლებს, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებს და იმ სკოლის მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც ფლექსის პროგრამაში აქტიურად მონაწილეობენ. მედია ექსპერტის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი, ადგილობრივი თვითმმართბველობის კომუნიკაციის გაძლიერებაა. ამასთან დაკავშირებით ბრაიან გრინმა თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში განცხადებები გააკეთა. მან ისაუბრა იმ მეთოდებზე, თუ როგორ უნდა ეკონტაქტონ, სახელმწიფო მოხელეებმა, მოქალაქეებს, მედიის, სოციალური ქსელის თუ შეხვედრების სახით. კონფერენცია არასამთავრობო ორგანიზაცია „დიოსკურიას“ ოფისში გაიმართა.

იხილე მეტი