სიახლე 

სწორი წამლობთ მიღებული თხილის კარგი მოსავალი სოფელ ცხემლისხიდში 2 11 18

სწორი წამლობის შედეგად მიღებული თხილის კარგი მოსავალი სოფელ ცხემლისხიდში.აზიური ფაროსანას ზიანი გურიის რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული იყო, სოფელ ცხემლისხიდის მკვიდრი მურთაზ სიხარულიძე ამბობს, რომ მას თხილის პლანტაცია 1.2 ჰექტარზე აქვს გაშენებული. 15 წლიანი თხილის ბაღში გასულ წელს მოსავალი გაზაფხულის ყინვების გამო ვერ მოიწია, წელს კი შედარებით უკეთესი ამინდების, სწორი აგრო ტექნიკური სამუშაოების ჩატარებისა და წამლობის შედეგად, ფერმერმა 1 800 კილოგრამი მოსავალი მიიღო. ამ რეგიონში, ადგილობრივები თხილის მოსავლის გაფუჭებას, ძირითადად აზიურ ფაროსანას აბრალებდნენ, თუმცა მურთაზ სიხარულიძე თვლის,რომ ხარისხანი მოსავლის მისაღებად წამლობა აუცილებელია, როგორც მავნებლის, ისე სოკოვანი დაავადებებეის და ნაცარის წინააღმდეგ.

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ მიიღო ფერმერმა გურიაში მანდარინის კარგი მოსავალი 2 11 18

როგორ მიიღო ფერმერმა გურიაში მანდარინის კარგი მოსავალი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებების პარარელურად, აუცილებელია მოსახლეობის ჩართულობაც. სოფელ რცხმელისხიდის მკვიდრი ზვიად გობრონიძე, თხილის და მანდარინის პლანტაციებში ჩატარებული ოთხჯერადი კომბინირებული წამლობის შესახებ გვიყვება. ის, კულტურების სხვადასხვა დაავადებაზე ქიმიური დამუშავების დროს, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატსაც იყენებდა. ფერმერი ამბობს, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად გასულ წელთან შედარებით, კარგი მოსავალი მიიღო. ადგილობრივი ამბობს, რომ მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული საინფორმაციო კამპანიისა, მოსახლეობაში კვლავ ინფორმაციის ნაკლებობაა, მისი თანასოფლელების ნაწილმა შეწამვლითი სამუშაოები არ განახორციელეს, რამაც მოსავალის გაფუჭება გამოიწვია

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა 16 წლამდე მორაგბეებმა ქუთაისელი თანატოლები დაამარცხეს 1 11 18

დღეს, პარკი არენაზე საქართველოს ჩემპიონატის, B ლიგის მორიგი კალენდარული მატჩი გაიმართა. ერთმანეთს, ფოთის ,,კოლხი რაინდები’’ და ქუთაისის „არესი“ დაუპირისპირდა. თამაში 16 წლმდე მორაგბეებს შორის დაძაბულ ბრძოლაში ფოთელთა აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა. მატჩი კოლხი რაინდების გამარჯვებით, ანგარიშით 45-00 დასრულდა. ფოთის გუნდი, ამ ასაკის მორაგბეებს შორის ერთ ერთი ლიდერი გუნდია. საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე დასრულდა, სადაც რვა საუკეთესო გუნდი გამოვლინდა,  რომლებიც საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი პენსიონერი 60 წელია ეგზოტიკურ თევზებს ამრავლებს 1 11 18

9 აპრილის ხეივანზე 73 წლის მარტოხელა პენსიონერი მიხაილ სპირიდონოვი ცხოვროვს. ის აკვარიუმის თევზებს ამრავლებს. ამბობს რომ ამ საქმიანობით ბავშობიდანაა დაკავებული.გულდაწყვეტით იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც 20-ზე მეტი სახეობის წყლის ბინადარს უვლიდა. ამჯერად, კი უსახსრობის და ჯამრთელობის მდგომარეობის გამო მხოლოდ 5-მდა სახეობა ჰყავს. ორ ოთახიან ბინაში მარტო ცხოვრობს. მას უკრაინაში მცხოვრები ქალიშვილი ყოველდღე ტელეფონით ეკონტაქტება და მასთან გადასვლას სთავაზობს, თუმცა როგორც თავად ამბობს, საქართველოდან წასვლა უჭირს რადგან აქ დაიბადა.

იხილე მეტი
სიახლე 

ამერიკელმა მედიაექსპერტმა ფოთის მერიაში შეხვედრა გამართა 1 11 18

ფოთში ამერიკელი მედია-ექსპერტი ბრაიან გრინი ჩამოვიდა. ის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში , თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა.როგორც მან „მეცხრე ტალღასთან“ განაცხადა, ვიზიტის მიზანია ადგილობრივი თვითმართველობის კომუნიკაციის გაძლიერება მოსახლეობასთან. აღნიშნული შეხვედრა, ამერიკის სახელწიფოს დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

კოლხეთის ეროვნული პარკში „ნორჩი ელჩები“ და მოხალისეები დააჯილდოვეს 1 11 18

31 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო დაცვის დღე აღინიშნება. შავი ზღვის დაცვის კვირეულის ფარგლებში, კოლხეთის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციამ, პროექტის მონაწილე „ნორჩი ელჩები“ და მოხალისეები, სხვადასხვა ეკო პროექტების განხორციელებისთვის სიგელებით დააჯილდოვეს. როგორც კოლხეთის ეროვნული პარკის წარმომადგენელმა, ხათუნა ქაცარავამ განაცხადა, “ნორჩი ელჩები”, პროექტის ფარგლებში, ჩატარებული ტრენინგების შაშუალებით, არსებულ ეკო პრობლემებს გაეცნენ, საჭიროებიდან გამომდინარე მათ პროექტები მოამზადეს და ეკოკლუბი დაარსეს, რომელიც შესაბამისი ინვენტარით აღჭურვეს. ერთ ერთი მოსწავლის მიერ ეკოლოგიის დაცვასთან დაკავშირებით შექმნილი რეკლემა გამარჯვებული გახდა. შავი ზღვის სართაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ნორჩმა ელჩებმა, სიგელებით დაჯილდოვების ცერემონიიის შემდეგ აქცია მოაწყვეს და სანაპირო ზოლი…

იხილე მეტი
სიახლე 

მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა ფოთის სკოლა-გიმნაზიაში 1 11 18

ნანა ალექსანდრიას სკოლა გიმნაზიაში მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. მეოთხე კლასელმა, რუსკა მელიშიანმა ხელნაკეთი ნივთები, ხოლო მესამე კლასელმა ანა ფარულავამ გუაშით შესრულებული ნახატები წარმოადგინეს. გამოფენის პარალელურად სკოლაში ჰელოუინის ფესტივალი მიმდინარეობდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ლიტერატურული სალონის წევრებმა ცისფერყანწელების შემოქმედება წარმოადგინეს 31 10 18

ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, მორიგი შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა. საბიბლიოთეკო გაერთიანებასთან არსებულმა ლიტერატურული სალონის წევრებმა,ცისფერყანწელების შემოქმედება და მოღვაწეობა წარმოადგინეს. ღონისძიებას საზოგადოების წარმომადგენლები და მერის მოადგილე,გიორგი ფარეშიშვილი ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

უნგრეთის ელჩი ახალი საქართველოს უნივერსიტეტში 31 10 18

უნგრეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში,ვიქტორია ჰოვარცი დღეს ფოთში ჩამოვიდა. ის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა,სადაც საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. ასევე უნგრეთის ელჩმა, ახალი საქართველოს უნივერსიტეტისა და საელჩოს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის  მერის პირველი მოადგილის  თანამდებობა კოტე თოფურიამ დაიკავა 31 10 18

ფოთის  მერის პირველი მოადგილის  თანამდებობა, კოტე თოფურიამ დაიკავა. ჟურნალისტებს ახალი  მოადგილე  ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ და   საკრებულოს თავმჯდომარემ  ირაკლი  კაკულიამ  წარუდგინეს. კოტე თოფურია   1994-2000 წწ  ახალგაზდრულ საქმეთა დეპარტამენტის ფოთის საქალაქო განყოფილების უფროსი იყო. 2004-2005 წწ ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი და    მთავრობის წევრი გახლდათ. ბოლო პერიოდში კი კერძო სექტორში მუშაობდა. შეგახსენებთ, 12 ოქტომბერს ფოთის მერის მოადგილემ, ირაკლი თოფუ რიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.  

იხილე მეტი