სიახლე 

ფოთის “კოლხეთი 1913” 1:1 ბოლნისის “სიონი” 27 10 18

პარკი არენაზე, საქართველოს უმაღლესი ლიგის 30-ე ტურის საფეხბურთო მატჩი გაიმართა, სადაც ფოთის „კოლხეთი“ ბოლნისის „სიონს“ შეხვდა. ფოთელი ფეხბურთელები უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში სამი ქულის მოსაპოვებლად იბრძოდნენ. თამაში ფრედ 1:1 დასრულდა. ფოთის „კოლხეთი“ 13 ქულით გათამაშების ცხრილში, ბოლო მეათე ადგილზე იმყოფება. 4 ნოემბერს, პარკი არენაზე, ფოთის „კოლხეთი-1913“ საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ უმასპინძლებს.

იხილე მეტი
სიახლე 

არჩევნების შედეგები ფოთში , ცესკოს მონაცემები 29 10 18

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დასრულდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, ფოთში გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. ფოთის 32 საარჩევნო უბნიდან 21-თ უბანში გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს, ხოლო დარჩენილ 11 უბანში სალომე ზურაბშვილი. ვაშაძემ მმართველი გუნდის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 972 ხმით გაუსწრო. საერთო ჯამში ვაშაძემ 6 775 , ხოლო ზურაბიშვილმა 5 803 ხმა მოიპოვა. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებში, პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: N5 გრიგოლ ვაშაძე 39,82%; N48 სალომე ზურაბიშვილი 34,11%; N2 დავით ბაქრაძე 12,73%; N10 შალვა ნათელაშვილი 5,11%; N21 კახა კუკავა 2,26%; ფოთში, საპრეზიდენტო არჩევნებში…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი რაგბისტები ოზურგეთის გუნდთან დამარცხდნენ 27 10 18

პარკი არენაზე, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის მორიგი კალენდარული მატჩი გაიმართა, სადაც ფოთის „კოლხმა რაინდებმა“ ოზურგეთის „არწივებს“ უმასპინძლეს. შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. მატჩი არწივების გამარჯვებით ანგარიშით, 26:19 დასრულდა. როგორც „კოლხი რაინდების“ მთავარი მწვრთნელი, ბაჩო ჩაჩავა აცხადებს, გუნდის წაგება, შესაბამისმა ფინანსურმა პრობლემებმა განაპირობა. მისი თქმით, წამყვანმა მორაგბეებმა გუნდი შეუსაბამო პირობების გამო დატოვეს. ხოლო სკოლას მათი დაბრუნების ან სხვა მორაგბეებით ჩანაცვლების რესურსი არ გააჩნია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში არჩევნებში ამომრჩევლების 42.98% მიიღო მონაწილეობა 28 10 18

70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში 17 773 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო ამომრჩევლის 42,98% . საოლქოში სულ 31 საჩივარი შევიდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საარჩევნო უბნები 20:00 სთ-ზე დაიხურა 28 10 18

საპრეზიდენტო არჩევნების  32-ვე უბანი 8 სათზე დაიხურა. 28-ე  უბანზე  რეგისტრირებული 1 482 ამომრჩევლიდან, კენჭისყრაში 677 -მა მიიღო მონაწილეობა.

იხილე მეტი
სიახლე 

მაია ჩხარტიშვილი ფოთში მიმდინარე არჩევნებს აფასებს 28 10 18

ფოთში მიიმდინარე საარჩევნო გარემო შეაფასა“ შენების“ პარტიის წევრმა, მაია ჩხარტიშვილმა . მისი განცხადებით, დღევანდელი დღე არის „ქართული ოცნების”  წევრებისთვის უკანასკნელი ბრძოლა, რათა 2020 წელს ისევ ხელისუფლებაში დარჩნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის 27-ე უბანზე არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს 28 10 18

ფოთის 27-ე საარჩევნო უბანზე 1157 ამომრჩეველი არის დარეგისტრირებული. საუბნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, საარჩევნო უბანში 15:00 საათის მონაცემებით 368 ამომრჩეველმაა დააფიქსირა თავისი ხმა და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

„ლეიბორისტული პარტიის“ ფოთელმა ლიდერმა არჩევანი მე-2 უბანში გააკეთა 28 10 18

„ლეიბორისტული პარტიის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯრომარემ, მამუკა ხორავამ სკუთარი არჩევანი მე-2 საარჩევნო უბანში გააკეთა. მან იმედი გამოთქვა, რომ ხალხი სწორ არ ჩევანს გააკეთებს და ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს.

იხილე მეტი
სიახლე 

„ევროპული საქართველოს“ ფოთის ორგანიზაციის ბრიფინგი 28 10 18

„ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი დუნდუამ ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით საარჩევნო უბნებში მმართველი გუნდის მხრიდან ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს. მან „ქართულ ოცნებას“ კანონის დაცვისკენ მოუწოდა.  

იხილე მეტი
სიახლე 

“ევროპული საქართველოს” ფოთელმა ლიდერმა არჩევანი მე-12 უბანზე გააკაეთ 28 10 18

„ევროპული საქართველოს“ ფოთის, ორგანიზაციის თავმჯდომარე, ვახტანგ დარცმელიძე მე-12 საარჩევნო უბანში, ხმის მისაცემად შვილთან ერთად მივიდა. ვახტანგ დარცმელიძემ, საკუთარი არჩევანი გააკეთა, როგორც მან აღნიშნა, ხმა ქართველი ხალხის მომავალს მისცა. ფოთის 12-ე საუბნო საარჩევნო კომისიის მონაცემებით საარჩევნო უბანში 8:00 საათიდან 12:00 საათამდე 212 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა საუბნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით ჯერჯერობით საჩივარი არ დაწერილა. აღნიშნულ უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

იხილე მეტი