საატესტატო გამოცდების თარიღი ცნობილია
საატესტატო გამოცდების თარიღი ცნობილია. ფოთის 11- ივე საჯარო სკოლა პროცესისთვის მზადაა.
იხილე მეტისაატესტატო გამოცდების თარიღი ცნობილია. ფოთის 11- ივე საჯარო სკოლა პროცესისთვის მზადაა.
იხილე მეტიფოთელი მოკრივე გიორგი გოგატიშვილი მინსკის საერთაშორისო ჩემპიონატზე მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა. იგი 56 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. შეჯიბრში სულ 18 ქვეყნის 150 სპორტსმენი მონაწილეობდა. გიორგი გოგატიშვილი საქართველოს ნაკრების წევრია. ახლა იგი ევროპის ოლიმპიადისთვის ემზადება, რომელსაც ივნისში აზერბაიჯანი უმასპინძლებს. ბაქოში შეეცდებიან მოკრივეები ასევე 2016 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზიის მოპოვებას.
იხილე მეტიგაფიცვის მეშვიდე დღე. ფოთის ნავსადგურის თანამშრომელთა დიდი ნაწილი კვლავაც გაფიცულია. ხელფასის 14 %-ით გაზრდა, მეცამეტე ხელფასის ყოველწლიურად მიღება, ოპერაციების დეპარტამენტის სამოტივაციო სისტემის გადახედვა და კოლექტიური ხელშეკრულების პირობების გადახედვაზე შეთანხმება. ეს ის მოთხოვნებია, რომელიც თანამშრომლებმა ადმინისტრაციას წარუდგინეს, თუმცა მათ შორის შეთანხმება არ შედგა. ნავსადგურის ადმინისტრაციისათვის გაფიცულთა მოთხოვნები მიუღებელია. იქ აცხადებენ, რომ 2014 წელს თანამშრომლებს მეცამეტე ხელფასიც დაურიგა და პირობების გაუმჯობესებასთან ერთად საპრემიო სისტემაც განახლებულია. ამჯამად, პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ჩაერთო, რომელიც მხარეებს შორის ვითარების დარეგულირებას და შეთანხმების მიღწევას ცდილობს.
იხილე მეტიგანათლების სამინისტრომ ფოთის სკოლებს გაფრთხილების წერილი გამოუგზავნა. რესურსცენტრი კი დააჯარიმა. მოკვლევის შედეგები, რომელიც ფოთსა და რამდენიმე ქალაქში გახმაურებული ძალადობის შემცველი ფილმის მოზარდებისთვის ჩვენებას მოჰყვა ცნობილია.
იხილე მეტი,,ფოთის კოლხეთი\” ,,დილასთან\” 1:0 დამარცხდა. მატჩი გასვლითი იყო და გორში ჩატარდა. ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერთან გამართული შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ფეხბურთელთა მცდელობის მიუხედავად, პირველი ტაიმი ორივე გუნდისთვის უშედეგოდ დასრულდა, მეორე ტაიმის პირველივე წუთებში მასპინძლებმა იმარჯვეს და მოდებაძემ ანგარიში გახსნა. სატურნირო ცხრილში გორის ,,დილა\” პირველობას ინარჩუნებს, ,,ფოთის კოლხეთი \” კი 11-ე ადგილზეა. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მომდევნო მატჩს ,, კოლხეთი\” 13 მაისს გამართავს და მარტვილის ,,მერანს\” დაუპირისპირდება.
იხილე მეტიგააჩნიათ თუ არა ხანძარსაწინააღმდეგო მექანიზმები, მათ შორის ინვენტარი ადგილობრივ ზოგადსაგანმანათლებლო, სკოლამდელი აღზრდის თუ სხვა საჯარო დაწესებულებებს? დღეს ,,კურსორი\” იმის გარკვევას შეეცადა, დაცულია თუ არა ამ კუთხით ქალაქში უსაფრთხოების ზომები. ქობულეთში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ქვეყანაში უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვასა და ამ მიმართულებით ევროპული პრაქტიკის გაზიარებაზე სახელისუფლებო ეშელონებშიც ალაპარაკდნენ. ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილმა ხანძარმა გვიან ღამით 3 მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა.
იხილე მეტიმიწვევა სინჯებზე საფეხბურთო გუნდიდან ,,ლილი“. ფოთის „კოლხეთის“ ფეხბურთელი ლევან შენგელია საფრანგეთში მიემგზავრება.
იხილე მეტირეგიონულ დაგეგმარებაში საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობასა და საზოგადოების ცოდნის გაძლიერებაზე დღეს ფოთშიც იმსჯელეს. სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების რეგიონული ქსელის პროექტს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ასოციაცია ,,ათინათი“ ახორციელებს.
იხილე მეტინიკო ნიკოლაძის ძეგლთან საპროტესტო აქცია გრძელდება. გაფიცვის მეოთხე დღე ფოთის პორტში.
იხილე მეტინიკო ნიკოლაძის ძეგლთან საპროტესტო აქცია გრძელდება. გაფიცვის მეოთხე დღე ფოთის პორტში.
იხილე მეტი