როგორ ემზადება თეატრთან არსებული ლიტერატურული კლუბი ხვალინდელი პრემიერისთვის?
ხვალ ფოთის თეატრში პრემიერაა. როგორ ემზადებიან თეტრთან არსებული ლიტერატურული კლუბის წევრები ამ დღისთის, ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი.
იხილე მეტიხვალ ფოთის თეატრში პრემიერაა. როგორ ემზადებიან თეტრთან არსებული ლიტერატურული კლუბის წევრები ამ დღისთის, ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი.
იხილე მეტისურსათის უვნებლობის სააგენტომ სამტრედიისა და ბათუმის საბავშვო ბაღებში შეტანილ ხორცპროდუქტებში ნაწლავური ჩხირები გამოავლინა. რა ხდება ამ მხრივ ფოთის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში და რამდენად უსაფრთხო პროდუქტებით იკვებებიან ბაღების აღსაზრდელები. დღის მთავარი თემა „კურსორში“.
იხილე მეტისურსათის უვნებლობის სააგენტომ სამტრედიისა და ბათუმის საბავშვო ბაღებში შეტანილ ხორცპროდუქტებში ნაწლავური ჩხირები გამოავლინა. რა ხდება ამ მხრივ ფოთის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში და რამდენად უსაფრთხო პროდუქტებით იკვებებიან ბაღების აღსაზრდელები. დღის მთავარი თემა „კურსორში“.
იხილე მეტიადგილობრივი ბიზნეს სექტორის ზოგიერთი წარმომადგენელი, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საკითხებზე, ფოთში გამართულ შეხვედრას ეხმაურება. მიაჩნიათ, რომ საინფორმაციო კამპანია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება, მათზეც ვრცელდება, თუმცა მსგავსს შეხვედრებზე მათ არავინ იწვევს.
იხილე მეტიგრძელდება ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი ჭადრაკში. დღეს მესამე ტური შედგა. 8 წლამდე ასაკის უმაღლესი ლიგის ტურნირში სამ სამი ქულით გიორგი ჩაკვეტაძე და დაჩი ფალავანდიშვილი ლიდერობენ. რაც შეეხება 10 წლის მოჭადრაკეებს, აქ სამი სამი ქულით საუკეთესო შედეგი ლაშა არველაძესა და ნინო სოლომინიას აქვთ.
იხილე მეტირესპუბლიკური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს დროებით ემიჯნება. გაიოზ ქინქლაძე აცხადებს, რომ იგი არ გადაუყენებიათ და საკუთარი სურვილის საფუძველზე გადაირჩიეს, თუმცა პოლიტიკიდან და პარტიიდანაც წასვლას ჯერ არ აპირებს. რატომ მიიღო პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილება, რა პრეტენზიები აქვს მას კოალიციის მისამართით და რატომ ეპარება ეჭვი მმართველი ძალის საკადრო პოლიტიკის სისწორეში? დეტალები ჩვენს სიუჟეტში.
იხილე მეტიგრძელდება ჭადრაკში ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეორიალი. წელს მასში 90-მდე ნორჩი მოჭადრაკე მონაწილეობს. სულ ხუთი ტური ჩატარდება, მათგან ნაწილი შვეიცარული, ნაწილი კი წრიული სისტემით გაიმართება. დღეს მეორე ტური შედგა. შეჯიბრი 30 მარტს დასრულდება. ოთარ ხომერიკის სახელობის ტურნირი ფოთის ნანა ალექსანდრიას საჭადრაკო სკოლის ორგანიზებით ეწყობა.
იხილე მეტიდევნილი ოჯახი თვითნებურად დაკავებული ბინიდან გამოასახლეს. ისინი ახალ რაიონში, დევნილთათვის აშენებულ ბინაში რამდენიმე კვირის წინ შეიჭრნენ. როგორც თავად ჰყვებიან, საცხოვრებელი ფართი სამართალდამცავბემა მათ ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
იხილე მეტიევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების საკითხებზე დღეს ფოთში იმსჯელეს. შეხვედრა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში შედგა და მას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბიზნეს სექტორის წევრები ესწრებოდნენ. საინფორმაციო კამპანია, რომელიც სხვა ქალაქებსაც მოიცავს ევროკავშირთან შეთანხმების შესახებ ბიზნესმენების ინფორმირებულობას გულისხმობს.
იხილე მეტიდღეს ჭადრაკში დაიწყო ოთარ ხომერიკის მეცამეტე მემორიალი. შეჯიბრში 90-მდე ნორჩი მოჭადრაკე მონაწილეობს. სულ ხუთი ტური ჩატარდება, მათგან ნაწილი შვეიცარული, ნაწილი კი წრიული სისტემით გაიმართება. შეჯიბრი 30 მარტს დასრულდება. ოთარ ხომერიკის სახელობის ტურნირი ფოთის ნანა ალექსანდრიას საჭადრაკო სკოლის ორგანიზებით ეწყობა.
იხილე მეტი