ბორის პაიჭაძის 100 წლის იუბილე 3 02 2015
გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის 100 წლის იუბილე.
იხილე მეტიგამოჩენილი ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის 100 წლის იუბილე.
იხილე მეტიპლეხანოვის ქუჩაზე, ზღვის პირას მდებარე ავარიული შენობის ფლიგელი ჩამოინგრა. ამჟამად იქ ორი ოჯახი ცხოვრობს, ისინი წლებია ავარიული შენობიდან მათ გაყვანასა და ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფას ადგილობროვ მუნიციპალიეტეს თხოვენ. „კურსორში’’ გასულ სიუჟეტში მათ პრეტენზიები ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის მისამართითაც გამოთქვეს. მობინადრეები აცახდებენ, რომ ეკა ბესელია არჩვენებამდე მათ დახმარებას ჰპირდდებოდა, თუმცა საკითხი ისევ მოუგვარებელია დაკვლავ რისკის ქვეშ უქევთ ცხოვრება. კურსორში გასულ სიუჟეტს დღეს მაჟორიტარის ბიურო გამოეხმაურა.
იხილე მეტიფოთის „ნაციონალური მოძრაობის’’ წევრი ნინო მჭედლიშვილი მერიის მიერ დაფუძნებული ტურიზმის განყოფილებიდან გაათავისუფლეს. დღეს ამ თემას ფოთელმა ნაციონალებმა ბრიფინგი მიუძღვნეს, მათი განცახდებით მჭედლიშვილის გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. მერის მოადგილე გიორგი მოისწრაფიშვილი კი მჭედლიშვილის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს, და აცხადებს რომ მჭედლიშვილს შრომითი ხელშეკრულება იმიტომ არ გაუგრძელდა რომ, იგი იგი დაკისრებულ მოვალეობას არაჯეროვნად ასრულებდა. ნინო მჭედლიშვილი ნაციონალური მოძრაობისა და პოლიტ საბჭოს წევრია.
იხილე მეტიპლეხანოვის ქუჩაზე, ზღვის პირას მდებარე ავარიული შენობის ფლიგელი ჩამოინგრა. რა პირობებში აგრძელებს იქ ცხოვრებას ორი ოჯახი. რაში ადანაშაულებენ ისინი ადგილობრივ მთავრობას და მაჟორიტარ დეპუტატს? ძველი კორპუსის მობინადრეთა უცვლელი მოთხოვნა და პრეტენზიები. დეტალები ნახეთ სიუჟეტში.
იხილე მეტიმშვიდობის ქუჩაზე მაღალსართულიან კორპუსებში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები მათი საცხოვრებლის მიმდებარედ თხევადი გაზის სატუმბი მანქანის განთავსებას აპროტესტებენ. მოსახლეობა შიშობს, რომ ქალაქის ცენტრში, სადაც მჭიდრო დასახლებაა, მსგავსი ობიექტის ფუნქციონირება დაუშვებელია. როგორც დევნილები აცხადებენ, უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის და აქედან გამომდინარე მათ რისკის ქვეშ უწევთ ყოფნა. დევნილები ითხოვენ, რომ გაზის სატუმბი მანქანა აღნიშნული ტერიტორიიდან გაიყვანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ. ტერიტორია სადაც აღნიშნული მანქანა დგას კერძო საკუთრებაშია. მეპატრონე კომენტარს არ აკეთებს, პირად საუბარში კი ამბობს, რომ საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება.
იხილე მეტიფოთმა ეთერ კაკულიას საქველმოქმედო კონცერტს უმასპინძლა. თეატრის სცენაზე შესრულებული ძველი და ახალი სიმღერები ქართული ესტარდის ვარსკვლავების მონაწილეობით. ნახეთ ვრცლად ჩვენს სიუჟეტში.
იხილე მეტი2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეა. კოლხეთის ეროვნულ პარკში ამ დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. მას საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ. გამომსვლელებმა კოლხეთის ჭაობის უნიკალურობაზე ისაუბრეს. მონაწილეებმა ასევე ამ თემაზე შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინეს. კონფერენციის ბოლოს ვიქტორინა გაიმართა, რომლის გამარჯვებული მეხუთე საჯარო სკოლის გუნდი გახდა. დღევანდელი ღონისძიება კოლხეთის ეროვნული პარკისა და მეოთხე საჯარო სკოლის ორგანიზებით გაიმართა. ფოთში იგი ყოველწლიურად ტარდება.
იხილე მეტი„ეი-პი-ემ ტერმინალს ფოთის’’ ტერიტორიაზე არსებული გადასასვლელი ხიდი ჩამოინგრა და იქვე მდგომ მსუბუქ ავტომანქანას დაეცა. ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ფოთის პორტის ადმინისტრაცია მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. პირად საუბარში აცხადებენ, რომ ხიდის ჩამონგრევა მაშინ მოხდა, როცა აღნიშნულ ტერიტორიაზე კერძო კომპანიის მძიმეწონიან მანქანას გაბარიტული ტვირთი გადაჰქონდა.
იხილე მეტიფოთის ახლაგაზრდულმა საბჭომ ფილმების ჩვენება განაახლა კინოჩვენებას კულტურის სახლი მასპინძლობს.
იხილე მეტიჭადრაკში ფოთის გრანპრის გათამაშების პირველი ეტაპი დასრულდა. გამარჯვებული ნორჩი მოჭადრაკეები თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
იხილე მეტი