სიახლე 

“jerusalemachallenge” მსოფლიო ჩელენჯში ფოთის მე-5 სკოლაც ჩაერთო 6 10 20

“jerusalemachallenge” მსოფლიო ჩელენჯია რომელსაც 2020წლის თებერვალში ჩაეყარა საფუძველი და ის კოვიდ-19ის გარცელებას უკავშირდება. სწორედ მსოფლიო პანდემიით მოცული ადამიანები წერენ ვიდეობს, რომელზეც ასახულია მხიარული ცეკვა სამხრეთ აფრიკელი დიჯეის სიმღერაზე jerusalema. გამოწვევაში ფოთის 5საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებიც ჩაერთვნენ. და მათ ვიდეოს უკვე 450 000 ნახვა აქვს და სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსი “ევექსის” 3 ექთანს დაუდასტურდა 06 10 20

ფოთში, კოვიდ კლინიკის სამ ექთანს კორონავირუსი დაუდგინდა ორი ფოთელია, ერთი კი სუფსიდანაა ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით მათ სიმპტომები არ აღენიშნებათ და თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან. ამ დროისთვის ფოთის კოვიდ კლინიკაში 19 პაციენტია მოთავსებული მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 309 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან 17 დადებითია აქედან 9 შემთხვევაზუგდიდს უკავშირდება სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა 186 მოქალაქეს შეადგენს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 78 კოვიდ პაციენტი გადის, აქედან 2-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცენტრალურ პარკში რომან მელიამ წიგნის პრეზენტაცია გამართა 05 10 20

ფოთის ცენტრალურ პარკში შაბათს რომან მელიას წიგნის ფოთი გუშინ, დღეს, ხვალ, პრეზენტაცია გაიმართა. რომელსაც სხვადასხვა სფეროს წარმოადგენლები, თბილისიდან მოწვეული სტუმრები და სამღვრდელო პირები ესწრებოდნენ. წიგნში ყურადღება გამახვილებულია ფოთის განსაკუთრებულ სტატუსზე.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს მასწავლებელთა დღე განსხვავებულად აღნიშნეს 05 10 20

5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. მასწავლებელთა საერთშორისო დღის დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის. როგორც დამფუძნებლებმა განმარტეს, ამ დღის დაწესება მიზნად მასწავლებლების მხარდაჭერას ისახავს. რადგანაც პანდემიის გამო ყველა ღონისძიება გაუქმებულია 11საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა მასწავლებელს პროფესიული დღე ასე მიულოცეს.

იხილე მეტი
სიახლე 

განსხვავებული სწავლების ფორმა ფოთის სკოლებში COVID-19 ის პირობებში 05 10 20

გაიგე მეტი “კოვიდ-19”-ზე. მთელი საქართველოსგან განსხვავებით ფოთისა და გორის სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით მიმდინარეობს. რამ გამოიწვია ეს განსხვავება, როგორი მდგომარეობაა ამჟამად ფოთის სკოლებში და რა უნდა ველოდოთ უახლოეს პერიოდში, ამ საკითხებზე ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი გოჩა ქორქია გვესაუბრება. ასევე ფოთის მე-11 სკოლის მაგალითზე გაჩვენებთ, თუ როგორ სტულდება რეკომენდაციები

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საჭადრაკო ტურნირი იმართება 05 10 20

4-10 ოქტომბრის ჩათვლით ფოთის საჭადრაკო კლუბში საქალაქო საჭადრაკო ფესტივალი “შემოდგომა-2020″იმართება. ფესტივალის პროგრამით ტარდება 3 ტურნირი: ღია, 10 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, და 8 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირები შვეიცარიული სისტემით 7 ტურად გაიმართება . ფესტივალში კლუბის 40 მოსწავლე მონაწილეობს. ყველა ტურნირში საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მედლებითა და დიპლომებით, პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკეები კი თასებით დაჯილდოვდებიან. ფესტივალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად ტარდება.

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია „ევექსის“ ფოთის ჰოსპიტლის დირექტორი თეა მიგინეიშვილი 05 10 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია “ევექსის” ფოთის ჰოსპიტლის დირექტორი თეა მიგინეიშვილი

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი 05 10 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია “ახალგაზრდობის სააგენტოს” ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი, რომელიც გვესაუბრება რეგიონში არსებულ პრობლემებზე და მათ მოგვარებაში ახალგაზრდების ჩართულობაზე.

იხილე მეტი