სიახლე 

ფოთში 11 პირის ,,პისიარ” კვლევის პასუხს ელოდებიან 10 09 20

ფოთში, გამოვლენილი კოვიდინფიცირებული პირის კონტქატების მოკვლევა კვლავ გრძელდება. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილეს ზინაიდა გაგუას განცხადებით ამ დროისთვის 11პირის ბიოლოგიური მასალის პასუხს ელოდებიან. შეგახსენებთ რომ ფოთში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. მისი კონტქტები კი 70მდე გაიზარდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის იუსტიციის სახლში სპექტაკლი გაიმართა 10 09 20

გუშინ ფოთის იუსტიციის სახლმა ვალერიან გუნიას სახელმწიფო პროფესიულ თეატრს უმასპინძლა. თეატრმა იასმინა რეზას ნაწარმოების მიხედვით, რეჟისორ პაატა ციკოლიას მიერ დადგმული ერთმოქმედებიანი კომედია – „ხრამუნა“ წარმოადგინა. იუსტიციის სახლი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა, რომელმაც თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებს სპექტაკლზე დასწრების შესაძლებლობა საკუთრ შენობაში, იუსტიციის სახლის მომსახურების სივრცეში მისცა. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივითა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რამაზ იოსელიანის ძალისხმევით, იუსტისიციის სახლის 50-მდე თანამრშომელმა სპექტაკლი სრულიად უსასყიდლოდ ნახა, რაც უმნიშვნელოვანეს მიზანს, ფოთის სახელმწიფო თეატრის მხარდაჭერას და კულტურული-შემეცნებითი ღონისძიებების პოპულარიზაციას ემსახურება. ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო პროფესიული თეტრის შენობაში ამჟამად სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები…

იხილე მეტი
სიახლე 

ხვალიდან შეზღუდვები კვლავ ამოქმედდება 09 09 20

ხვალიდან სოციალური ღინისძიებები ისევ იკრძალება, ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. თეატრები და კინოთეატრები, ისევე როგორც ბავშვთა გასართობი ცენტრები პირველი ნოემბრიდან გაიხსნება. სოციალური და სარიტუალო ღონისძიებები ხვალიდან აიკრძალება. იგულისხმება ქორწილები, ქელეხები, იუბილეები. ეს შეზღუდვები დახურულ სივრცეებში მოქმედებდა, თუმცა ახლა ღია სივრცეებშიც იკრძალება”. 200-კაციანი შეზღუდვა არჩევნებთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე არ გავრცელდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მეზვრიშვილის განცხადებით, შეზღუდვა არ ეხება საარჩევნო აგიტაციასა და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს. მან საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდა, მსგავს ღონისძიებებზე უზრუნველყონ ორმეტრიანი დისტანციის დაცვის და…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 17 წლის ახალგაზრდა მდინარე რიონში დაიხრჩო 09 09 20

ფოთში, მდინარე რიონში არასრულწლოვანი დაიხრჩო. თვითმხილველთა ინფორმაციით, ბიჭი საბანაოდ შევიდა და დინებამ გაიტაცა. არსებული ინფორმაციით, იგი მარნეულიდანაა და ფოთში სტუმრად იმყოფებოდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში 2 პაციენტია მოთავსებული 09 09 20

ფოთში, გუშინ გამოვლენილი კოვიდინფიცირებული პირის კონტაქტები ცნობილია. გამოკვლეულთაგან არც ერთ მათგანს კორონა ვირუსი არ დაუდგინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, ეპიდკვლევა კვლავაც გრძელდება. კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომებით ფოთის სამედიცინო ცენტრში ორი პირია მოთავსებული. კლინიკის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ისინი ბოქსირებულ პალატებში იმყოფებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა 08 09 20

ფოთში 9 აპრილის მიმდებარე ტერიტორიაზე ახლად განთავსებული სავარჯიშო ტრენაჟორების ადგილას ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა. დღისით იქ მისულ მოსახლეობას ტრენაჟორები დაზიანებული და გაძარცვული დახვდათ.

იხილე მეტი

სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღის“ ოფისში ფონდი „სოხუმი“- ს შეხვედრა გაიმართა 08 09 20

სამაუწყებლო კომპანია ,,მეცხრე ტალღის“ ოფისში კულტურულ -ჰუმანიტარული ფონდი ,,სოხუმის“ შეხვედრა გაიმართა. მათ ფოთში 2 წლის განმავლობაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და მას ,,ქალთა კლუბის“ წარმომადგენლები და ფოთის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მეხანძრე-მაშველს COVID-19 დაუდასტურდა 08 09 20

ფოთში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 52 წლის მეხანძრე-მაშველს ვირუსი პისიარ კვლევით დაუდგინდა. ამ წუთებში მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა.

იხილე მეტი