სიახლე 

ფოთის ცხელების ცენტრში ოთხი ახალი პაციენტია მოთავსებული 28 05 20

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით ცხელების კლინიკაში ოთხი ახალი პაციენტია მოთავსებული. სამის ბიოლოგიური მასალა უკვე გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ,,პისიარ” კვლევისთვის ერთი კი ხვალ გაიგზავნება. პაციენტთაგან ყველაზე პატარა, 7 თვის გოგონაა. ასევე 14წლის ბიჭი და 55წლის მამაკაცი ფოთიდან ასევე 37წლის ქალი ლანჩხუთიდან. ოთხივე პაციენტს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ მოთავსებულები არიან ბოქსირებულ პალატებში.

იხილე მეტი
სიახლე 

“კურსორის” სპეც.გამოშვების სტუმარია თამარ ფოფხაძე 27 05 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია კოალიცია სოციალური რეფორმებისთვის შ.შ.მ ბავშვთა დღის ცენტრის დირექტორი თამარ ფოფხაძე რომელიც კოვიდ19-მიერ შექმნილ პრობლემებზე და სახელმწიფოს მიერ გაღებულ დახმარებებზე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

სამეგრელოში თვითიზოლაციაში 224 პირია 27 05 20

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის58 პირი იმყოფება რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 224 პირია თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია მოეხსნა 1002 მოქალაქეს.

იხილე მეტი
სიახლე 

მარწყვის ექსპერიმენტული სათბური ფოთში 27 05 20

დემეტრე ჭურღულია ისტორიის მაგისტრი და პროფესიონალი მორაგბეა. მან სპორტული კარიერა ფოთში დაიწყო და თბილისში გააგრძელა, შემდეგ კი ფრანგული კლუბების ღირსებასაც იცავდა. ამჟამად ონლაინ სწავლებას ჰარვარდის უნივერსიტეტში აგრო მიმართულებით გადის. ორი წლის წინ მან მხარი აუბა მამის ინიციატივას და თანამოაზრეებთან ერთად ფოთში ექსპერიმენტული სათბური მოაწყო. დემეტრემ სპეციალური კურსები იტალიასა და ესპანეთში გაიარა. ამჟამად სათბურში 5 სახეობის 6000-ამდე მარწყვის ძირია. დემეტრეს განცხადებით საქართველოში გავრცელებულ ჯიშებთან ერთად იშვიათი ჯიშების შემოტანაზეც მუშაობენ. აღსანიშნავია რომ სათბურის მოსაწყობად მასალები იტალიიდან არის შემოტანილი, ხოლო ნიადაგად ფერმენტირებული ტორფის სუბსტრატს იყენებენ, რომელშიც აგროპერლიტი და ბიოჰუმუსია ჩამატებული. იმის გამო რომ…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ტრაილერის მძღოლების აქცია მოეწყო 27 05 20

ფოთში, ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლებისთვის მოწყობილ ტირ-პარკში ხმაური იყო.  სატვირთო ავტომობილების მძღოლები თვითიზოლაციის რეჟიმის მოხსნას მოითხოვდნენ და იქ არსებულ პირობებს აპროტესტებდნენ.

იხილე მეტი

„კურსორი“-ს სპეც.გამოშვების სტუმარია სოფო სვანიძე 26 05 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ჟურნალისტი სოფო სვანიძე, რომელიც კოვიდ 19-ის გავრცელების პირობებში მედიის მუშაობაზე გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი პოლიტიკოსები ახალ მაჟორიტარულ ოლქებს აფასებენ 26 05 20

ოპოზოციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიხედვით საპარლამენტო არჩევნები შემოდგომაზე 120/30ზე პრინციპით ჩატარდება. ასევე საუბარია მაჟორიტარული ოლქების განაწილებაზეც წინასწრი ინფორმაციით ფოთს ხობს და სენაკს ერთი მაჟორიტარი ეყოლება . თუ როგორ აფასებენ ფოთში მოქმედი პარტიების წარმომადგენლები ზემოთ აღნიშნულ საკითხს ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.

იხილე მეტი

„კურსორი“-ს სპეც.გამოშვების სტუმარია ქეთი ჯაში 26 05 20

“კურსორის”  სპეციალური გამოშვების სტუმარია “ფოთის ახალგარზდული  იდეის”  წარმომადგენელი  ქეთი  ჯაში, რომელიც ორგანიზაციის შესახებ და მასში  გაერთიანებული ახალგზარდების მიერ ჩატარებულ და დაგეგმილ აქტივობზე  შესახებ გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ აფასებს ფოთელი მოსახლეობა საზოგადოებრივ ტრანსპოტზე შეზღუდვას 26 05 20

კორონა ვირუსის გამო ქვეყანაში არაერთი შეზღუდვა მოქმედებს, თუმცა მათი ნაწილი მოიხსნა მაგრამ შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა. რაც ფოთელ მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის და დიდია მათი უკმაყოფილება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ ფოთელი მოსახლეობის კომენტარებს მათი აზრი არაერთგვაროვანია. შეგახსენებთ რომ შიდა საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შეზღუდვა 24 მარტიდან ამოქმედდა.

იხილე მეტი
სიახლე 

26 მაისი სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაშიც აღნიშნეს 26 05 20

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაშიც აღინიშნა სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის შტაბის და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიულოცეს. ღონისძიების დაწყებამდე მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ტაბატაძემ სამხედრო მოსამსახურეებს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. სიტყვით მიმართვისას მან ქართული ჯარის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ხილულ და უხილავ მტერთან ბრძოლაში გამარჯვება უსურვა. დღესვე, ბრიგადის მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა.საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სამხედრო ტექნიკისა…

იხილე მეტი