სიახლე 

ფოლკლორის ცენტრის აქციაში ფოთელებიც ჩაერთვნენ 21 04 20

კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისან გამომდინარე საქართველოს მასშტაბით ყველა სახელოვნებიო სასწავლებლებს და ცენტრებს  შეწყვეტილი აქვთ საქმიანობა. ამ პირობებში საქართველოს ფოლკლორის ცენტრმა დაიწყო ეგრეთწოდებული ჩელენჯი-გამოწვევა სახელწოდებით  „ფოლკლორი შენთვის“, რაც გულისხმობს ფოლკლორის სფეროს წარმომადგენლების მიერ ერთმანეთის გამოწვევას, ვიდეოების ჩაწერას და სოციალურ ქსელში ატვირთვას . აქციის მიზანი მოსახლეობაში  დადებითი განწყობის შექმნაა. ფოთიდან გამოწვევას ხელოვნების ქურუმის, ფოთის საპატიო მოქალაქის, იროდი ტიკარქაძის ოჯახი შეუერთდა. პირველ ეტაპზე აქციაში საოჯახო ანსამბლები არიან წარმოდგენილი

იხილე მეტი
სიახლე 

ანაკლია განმუხურის კარანტინში 36 პირი იმყოფება 21 04 20

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, გუშინ სამეგრელოდან, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 16-ივე ანალიზის პასუხი უარყოფითია. მისივე განმარტებით ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 36 ადამიანი იმყოფება, ხოლო რეგიონი თვითიზოლაციას 174 პირი გადის, ამ პერიოდის განმავლობაში თვითიზოლაცია მოეხსნა 837 მოქალაქეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელ ძალოსან ირაკლი ჭანტურიაზე გერმანულმა “Emder Zeitung”-მა სიუჟეტი მოამზადა 20 04 20

გთავაზობთ გერმანული “Emder Zeitung”-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ჩვენს თანაქალაქელ, ძალოსნურ სამჭიდში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ირაკლი ჭანტურიაზე, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს და კორონავირუსის მიზეზით დაწესებული შეზღუდვების გამო ვარჯიშს სახლში აგრძელებს

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცხელების ცენტრში 9 ახალი პაციენტი იმყოფება 20 04 20

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით ცხელების ცენტრში 9 პაციენტი იმყოფება. 38 წლის მამაკაცი ზუგდიდიდან, 50 წლის მამაკაცი ფოთიდან, 83 წლის ქალი ლანჩხუთიდან, 29 წლის მამაკაცი ლანჩხუთიდან, 32 წლის მამაკაცი ზუგდიდიდან, 67 წლის მამაკაცი განმუხურის საკარანტინო ზონიდან, 33 წლის ქალი ზუგდიდიდან,51 წლის მამაკაცი ფოთიდან და 3 წლის გოგონა ლანჩხუთიდან. მისივე თქმით ყველას ცხელება, ყელის ტკივილი და ხველა აღენიშნებათ და ამჟამად მიმდინარეობს ტესტირების პროცესი.

იხილე მეტი
სიახლე 

„ლიბერთი ბანკი“- ს სააღდგომო საჩუქრები ბენეფიციარებს 20 04 20

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე საქართველოში არსებული ბავშვთა, მოხუცებულთა და შშმ პირების 100-ზე მეტი პანსიონატის ბინადრებმა ლიბერთი ბანკისგან ტრადიციულად სააღდგომო პასკები და პროდუქტები მიიღეს. ლიბერთი ბანკი რამდენიმე წელია, რაც სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ზრუნავს ზემოთაღნიშნული პანსიონატების ბენეფიციარებზე და წელს უკვე ახალი ეგიდით „ლიბერთიგულით“, გადასცა სააღდგომო ნობათი ხანდაზმულთა თავშესაფრების, ბავშვთა სახლების და შშმ პირების პანსიონატების ბენეფიციარებს – დაწესებულებებს, სადაც 1300-ზე მეტი ბინადარია. ქვეყანაში Covid-19 ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომების გამო გამკაცრდა გადაადგილებისა და ტრანსპორტირების წესები და შეუძლებელი გახდა სურსათის დარიგება დაგეგმილი სადისტრიბუციო მარშრუტით. ლიბერთის თანამშრომლებმა მთელი საქართველოს მასშტაბით, მიიღეს დროული გადაწყვეტილება, გაერთიანდნენ და საკუთარი…

იხილე მეტი